ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026

„როიტერი“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი „არ იცავს უკრაინას“ და უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ მოიცავს უსაფრთხოების იმ ნაწილს, რომელიც კიევს სჭირდება.

„ეს დღეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესებში. აღნიშნული შეთანხმება არ გვიცავს. ის ჯერ არ არის მზად ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ინვესტიციებზე და ეს სამართლებრივად სწორად, მართებულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც აშშ-სთვის უკრაინის კრიტიკული მინერალების 50 პროცენტის ფლობას ითვალისწინებდა.

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა შეთანხმების პროექტი კიევში ვიზიტისას წარადგინა.

როგირც „როიტერი“ წერს, ზელენსკის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღოს გარანტიები, თუმცა დოკუმენტი ამ გარანტიებს არ მოიცავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ძალიან უხეშად ითამაშეს – ხვიჩამ ნიუკასლთან მძიმე ტრავმა მიიღო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ხვიჩას წინააღმდეგ ნიუკასლის ფეხბურთელმა იუხეშა და სამწუხაროდ, კვარამ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ქართველი შემტევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც კადრებიდან ჩანდა, სავარაუდოდ, ხვიჩამ მძიმე ტრავმა მიიღო. 

ია მეტრეველი-სანდროთი და ბუტათი დაიწყეს ქვეყნის უბედურება ,სანდროთი და ბუტათი დამთავრდა ნაცების ძალაუფლება.თუმცა, სათანადოდ მაინც არავინ დასჯილა ,გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო ,რის შედეგებსაც დღეს...

დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს. 20 წლის შემდეგ მის მკვლელობაზე გამოძიება ისევ გრძელდება.,,სანდროთი და ბუტათი დაიწყეს ქვეყნის უბედურება ,სანდროთი და ბუტათი დამთავრდა ნაცების ძალაუფლება.თუმცა, სათანადოდ მაინც არავინ დასჯილა ,გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო ,რის შედეგებსაც დღეს ვიმკით. ეს მკვლელები კიდევ რომ ამდენს ბედავენ , საერთოდ ხმას რომ იღებენ და "მშვიდობიან" რევოლუციებს ცდილობენ- წერს ია მეტრეველი.

მარკო რუბიო – უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს

უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„უსაფრთხოების გარანტიებზე ბევრი საუბარია. ეს არის ის, რაზეც ამჟამად, უკრაინის შემთხვევაში, გვაქვს ზოგადი შეთანხმება. თუმცა, ეს უსაფრთხოების გარანტიები ძირითადად გულისხმობს მცირე რაოდენობით ევროპული ჯარისკაცების, ძირითადად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის განლაგებას და შემდეგ აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილ დამცავ მექანიზმს. სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმია. მე არ ვამცირებ იმ ფაქტს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზადაა ომის შემდგომ ჯარები განათავსოს უკრაინაში. რასაც მე აღვნიშნავ, არის ის, რომ ეს აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმის გარეშე უმნიშვნელოა. და მიზეზი, რის გამოც გჭირდებათ ასეთი ძლიერი აშშ-ის დამცავი მექანიზმი, არის ის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადეს საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებში. ახლა, იმედია, ეს შეიცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ეს უკვე შეიცვალა. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია. ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითუნარიანები იქნებიან“,- განაცხადა რუბიომ.რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში დარჩენილი მთავარი საკითხი ტერიტორიას ეხება.„ვიცი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმის დასანახად, შეიძლება თუ არა ორივე მხარის პოზიციების შეთანხმება ამ საკითხზე. ეს არის ხიდი, რომელიც ჯერ ვერ გადავკვეთეთ. ჯერ კიდევ არსებობს უფსკრული, მაგრამ სულ მცირე, შევძელით საკითხების დაყვანა ერთ ცენტრალურ საკითხამდე და ეს, ალბათ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის საკითხი, რომელზე მუშაობაც გრძელდება”,- განაცხადა რუბიომ.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური სირთულე უკრაინისთვის არის, რომ საერთოდ განიხილოს ტერიტორიის გაცვლის იდეა.„რუსეთის შემთხვევაში, ისინი ორწელიწად-ნახევარია, ეუბნებიან თავიანთ ხალხს, რომ ამ ომს დამაჯერებლად იგებენ. ასე რომ, ხალხი დაინტერესდება, რატომ ვთმობთ ტერიტორიას, თუ ასე ძლიერად ვიმარჯვებთ?”, – განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან კავშირზეა „ალბათ, დღეში 10-ჯერ”. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები შეთანხმებულია აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება.

ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ „მსურველთა კოალიცია“ აგრძელებს მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას.„ჩვენ განვიხილეთ გასულ კვირას, აბუ დაბიში დაწყებული მოლაპარაკებების პროგრესი. შევთანხმდით, რომ ევროპელები სრულად უნდა იყვნენ ჩართული იმ დისკუსიებში, რომლებიც მათ პირდაპირ ეხებათ“,- აღნიშნა მაკრონმა.მაკრონის თქმით, საფრანგეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე.„ჩვენ ევროპულ დონეზე ახალ სანქციებზე ვმუშაობთ და გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის შეზღუდვის მიზნით“, – განაცხადა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუშინ, რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სამგზავრო მატარებელზე თავდასხმა მიუღებელია. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს რუსეთის თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.„საფრანგეთის პოზიცია ნათელია: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა მან თავი დაიცვას და დაამარცხოს რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის ომი“,- წერს მაკრონი.თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას აბუ დაბიში გამართული შეხვედრები და ასევე ახალი შეხვედრები განიხილა, რომლებიც შესაძლოა, მოგვიანებით ჩატარდეს.„განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული მდგრადობა. უახლოეს მომავალში უკრაინა საფრანგეთიდან გენერატორებს მიიღებს. წელს ასევე დამატებით მივიღებთ ფრანგულ თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საჰაერო ბომბებს. გმადლობთ!”,- წერს ზელენსკი.

ვფიქრობ, რომ ვერ შედგა ჰელსინკის კომისიაში ის პოლიტიკური ამინდი, სადაც შეიძლებოდა იმ დოკუმენტის გატანა – ხათუნა ხოფერია

„ამინდზე რომ არის საუბარი, შეიძლება კლიმატზე იყოს და შეიძლება პოლიტიკურ ამინდზე იყოს საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ვერ შედგა ჰელსინკის კომისიაში ის პოლიტიკური ამინდი, სადაც შეიძლებოდა იმ დოკუმენტის გატანა...“, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ბოლო სიახლეები