ორშაბათი, მარტი 16, 2026

როდის კარგავს მშობელი ავტორიტეტს – კანადელი ფსიქოლოგი 15 საგანგაშო ნიშანს გვთავაზობს

ამბობენ, მშობლის ავტორიტეტის პრობლემა სამყაროსავით ძველიაო. ბევრი ფიქრობს, რომ თუ მშობელი შვილებს ყველაფრის უფლებას მისცემს და მათ მიმართ მკაცრი არ იქნება, ავტორიტეტს დაკარგავს. სინამდვილეში ამ ავტორიტეტის დაქვეითების და გაქრობის ნამდვილი მიზეზები არცთუ მარტივი და ადვილად შესამჩნევია.

კანადელი ფსიქოლოგის გორდონ ნიუფელდის თეორიის მიხედვით, მშობლის ავტორიტეტს ბავშვის აღზრდის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მეცნიერი გვთავაზობს იმ ყველაზე გავრცელებული ქცევების ჩამონათვალს, რაც მშობლებს შვილების თვალში აკნინებს და შესაბამისად, ავტორიტეტსაც უკარგავს.

1. ფიზიკური დასჯა – შეხედულება, რომ “ეშინია, ესე იგი უყვარხარ”, ან “არ დამიჯერებს და მიიღებს”, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ შვილთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს

2. საკუთარ შეცდომებში ბავშვის დადანაშაულება, ან დაყვედრება, რომ “მე მთელი ცხოვრება შემოგწირე”, “შენთვის სამსახურზე და კარიერაზე უარი ვთქვი”, “მამაშენმა შენი სწავლის ფულის გამო მანქანა ვერ იყიდა” და ა.შ.

3. შანტაჟი: “დედა არ გაანერვიულო, თორემ ცუდად გახდება”, ან მუქარა: “აი მოვკვდები და მერე გამიხსენებ”. ნუ ეცდებით სუსტ წერტილებზე ზეწოლის მოხდენას.

4. ბავშვის გრძნობების გაუფასურება სტანდარტული ფრაზებით: “სისულელის გამო ნუ ტირი”, “იცი, რამდენი ბავშვია შენზე 100-ჯერ უფრო ცუდ დღეში?” ან მისი ცუდი განწყობის არაღიარება. ამ ყველაფრით აგრძნობინებთ, რომ მის გრძნობები არავის აღელვებს და რომ მშობლების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

5. ტყუილი, თვალთმაქცობა, მიცემული დაპირების შეუსრულებლობა – ეს ყველაფერი მშობლის ავტორიტეტს აცამტვერებს ბავშვის თვალში.

6. როცა მშობელი არასდროს აღიარებს საკუთარ შეცდომებს, არასოდეს იხდის ბოდიშს და ყოველთვის ცდილობს თავისი არასწორი საქციელის გამართლებას.

7. შვილის ცხოვრებაში უხეშად ჩარევა. ბევრ მშობელს ვალდებულად მიაჩნია თავი, რომ აკონტროლებდეს შვილის პირად მიმოწერასაც კი, კითხულობდეს მის დღიურს, უსმენდეს ტელეფონს და მოსმენილი ოჯახურ საბჭოზე გაჰქონდეს გასახილველად.

8. საგარეო წარმატებებზე “ჩაციკვლა”. როცა მშობელს არ სურს შვილი ისეთი მიიღოს, როგორიც არის, ამ დროს მის სასკოლო ნიშნებს, სხვადასხვა შეჯიბრებაში წარმატებებს ბავშვის გრძნობებზე მაღლა აყენებს.

9. ბავშვისთვის უერთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების წაყენება. ამ დროს ბავშვს თავად ეპარება ეჭვი მშობლების საიმედოობაში, ღირს კი მშობლების იმედად ყოფნა – ასეთი განწყობა პატივისცემას არ შობს.

10. ზედმეტი დემოკრატიზაცია ოჯახში. როცა ბავშვი გრძნობს, რომ ოჯახში ჰყავს მეგობრები, დაქალიც და ძმაკაციც, მაგრამ დედა და მამა – არა.

11. თვითკონტროლის დაკარგვა – ხმის აწევით და ისტერიკებით დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ შვილის თვალში ავტორიტეტს

12. მუდმივად უფულობაზე ჩივილი, ან უყაირათობის გამო ოჯახის ფინანსური კრახის წინაშე დაყენება ბავშვს აგრძნობინებს, რომ მშობლები ბოლომდე საიმედონი არ არიან.

13. როცა კატეგორიული “არას” თქმა არ შეგიძლიათ შვილისთვის. “არა” ყოველთვის აკრძალვას არ ნიშნავს. ეს ზოგჯერ სწორი გეზის მიცემა და საზღვრების დადგენაა. ეს ყველა ბავშვს სჭირდება შესაფერის დროს.

14. როცა მშობლებს მუდმივი აყალ-მაყალი და უთანხმოება აქვთ. თუ შვილის წინაშე ლანძღავენ ერთმანეთს, ავტორიტეტზე საუბარიც კი ზედმეტია. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი.

წყარო: Allnews.ge
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. 

პიტერ სიიარტო – მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში ჩვენი იმედი ჰქონდეს. ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია და ის უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.სიიარტოს თქმით, მოუთმენლად ელოდება შაბათ-კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას ბუდაპეშტში.„არჩევნებში პატრიოტული პარტია თუ იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ გვიყურებთ ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება.„ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ალ ბაიას რაიონში მოხდა. კერძოდ, რაკეტა ავტომობილს მოხვდა.„სქაინიუსის“ ცნობით, დაღუპული პალესტინის მოქალაქეა.ამასთან, მანამდე დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ტყიბულის მერი – მეწყრული პროცესების გამო ვითარების შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია, გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ და სწავლობენ მიმდინარე პროცესს, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მერმა, დავით კუბლაშვილმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს სოფელ კურსებში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებული ვითარება გააცნო და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.„მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და სწავლობენ მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში რჩება. ამასთან, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ბოლო სიახლეები