შაბათი, მაისი 3, 2025

“როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ისევ აქტუალურია კითხვა ვის პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე? ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია, ნაწილი ღიად ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილი კი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს – ეს კი ურთიერთბრალდების მიზეზი ხდება.

ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს  “გირჩია”:

“ჩვენ უკვე თებერვალში დავიწყეთ მომზადება, ამ ეტაპზე რესურსების მობილიზაციით ვართ დაკავებულები. როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია. თუ არ გაბედავენ და დარჩებიან არჩევნების იქეთ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენ უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოებში,”- აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კალაძე – ალექსანდრე ჩივაძე იყო კაპიტანი მაშინ, როდესაც თბილისის „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება, მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში

ალექსანდრე ჩივაძეს უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში, ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის ქვეყნების თასების თასის მოპოვებამ დიდი სიხარული მოუტანა ქართველს ხალხს.„ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი მაშინ, როდესაც „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება – მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ქართველ ხალხს. ყველა იქ მოთამაშე ფეხბურთელი იქცა ლეგენდად, ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად. მე, სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად, თქვენი ხელმძღვანელობით, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი დებიუტი შემდგარიყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის“ – ტატა ხვედელიანი

5 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ისევ გაურკვევლობა ოპოზიციაში. ჯერ კვლავ უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში."ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მკაფიო უარს არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს. გაურკვევლობა ოპოზიციაში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზია."საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება."ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ანუ რაიმე სახით მიპარვით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა. ყოველთვის ვიძახდით, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ამომრჩევლებთან კონსულტაციით.ჩვენზე არ მოქმედებს არც "ნაციონალური მოძრაობის" ისტერიკა, არც "ქართული ოცნების" მოწოდებები. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ ამომრჩევლებთან ერთად. მაშინ, როდესაც დადგება ამის დრო, ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება."ლელო - ძლიერი საქართველო" მუდმივად არის ფორმაში და მზადყოფნაში არჩევნებისთვის. აუცილებლად ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.ცხადია, ხუთი თვით ადრე არ ვაპირებთ "ქართული ოცნების" თამაშში შესვლას და საუბარს თვითმმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა ლანა გალდავამ.

“ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში” – გია ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებზე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზია. საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ მმართველ გუნდში.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ქართველი ხალხი ორი არჩევანის წინაშე დგას, ერთი არის სტაბილურობა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა და მეორე არის გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობით, თუ მის გარეშე, ფიქრობს რაც შეიძლება მეტი ზიანის მოუტანოს ქვეყანას."ერთ მხარეს არის ის ფაქტი, რაც უკვე შექმნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ეს არის სტაბილურობა და გადარჩენა ომის ქარ-ცეცხლისაგან.მეორე მხარეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით თუ მონაწილეობის გარეშე, როგორმე უფრო მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას, რაც მთავარია მოემსახურონ სხვა ძალებს, რომელთაც არ აინტერესებთ საქართველოში ნგრევა იქნება, თუ შენება. ამ არჩევანის წინაშე დგას ხალხი.ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვიდრე კოალიციაზე ილაპარაკონ, რომელიც რეალურად არ არსებობს და თაღლითების გარდა, ამ გაერთიანებაში არავინ არ არის. თაღლითობაშიც და მავნებლობაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სიგნალები, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ, მაგრამ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან იმ სიგნალებზე ისაუბრა, რომლებიც აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლაზე მიუთითებს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყეტაზე შეთანხმების სირთულეზე მიუთითა.„წარმოიდგინეთ, ყველას ესმის ტერიტორიების, სანქციების საკითხები – ეს რამდენად რთული იქნება. ამიტომ, არსებობს ისეთი სიგნალები, რომ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ“, – დასძინა მან.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, „რადგან ბევრი საკითხია, რაც მათთან კავშირშია“.მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მშვიდობის მიღწევის კუთხით პროგრესი არ იქნება.

3 მაისი გია ბურჯანაძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, გია ბურჯანაძის, დაბადების დღეა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს დაბადების დღეს გია ბურჯანაძეს და უსურვებს კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას. გია ბურჯანაძე, წლებია, წარმატებით საქმიანობს როგორც თეატრში, ისე კინოში. იგი სხვადასხვა პერიოდში იყო კინომსახიობთა (1980-1987 წწ.), კოტე მარჯანიშვილის სახელობის (1981 წ.); ფოთის ვ. გუნიას სახელობის (1984-1985 წწ.) თეატრების მსახიობი. 1985 წლიდან იგი კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობს. მონაწილეობდა და საინტერესო სახეები შექმნა სპექტაკლებში: „ოთარაანთ ქვრივი“, „ანა კარენინა“, „შენკენ სავალი გზები“, „გრაალის მცველნი“, „მეფე ლირი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მედეა“ და სხვ.; მონაწილეობს ფილმებში: „წიგნი ფიცისა“, „თეთრი ბაირაღები“, „დუბროვსკი“”, „პრემიერა“, „ცეცხლთან თამაში“, „დიმიტრი მეორე“ და სხვა. 1991 წელს მსახიობმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო.

ბოლო სიახლეები