კვირა, სექტემბერი 27, 2026

როგორ დავიცვა ჩემი პირადი მონაცემები სოციალურ ქსელში?

Facebook-სთვის ჩვენი პირადი მონაცემები ნავთობის ტოლფასია: სწორედ სოცქსელის მომხმარებლები არიან კომპანიის შემოსავლის წყარო, რადგან ისინი იზიდავენ რეკლამის დამკვეთებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ Facebook-ს ნებისმიერი მომხმარებლის დეტალური პორტრეტის შედგენა შეუძლია: რა უყვარს მას და რა – არა, რა ცხოვრების წესი აქვს და რომელი პოლიტიკოსების მიმართ აქვს სიმპათია და პირიქით. პირადი მონაცემების უსაფრთხოების საკითხი ქსელში კვლავ აქტუალური გახდა კომპანია Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ პოლიტიკოსებზე მომუშავე ფირმამ ფეისბუკის საშუალებით 50 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებზე წვდომა მოიპოვა. BBC წერს, თუ რის გაკეთება შეუძლიათ მომხმარებლებს საკუთარ პირად მონაცემებზე კონტროლის აღსადგენად და მისი გავრცელების შეზღუდვისათვის.

ფეისბუკში ტესტების შევსება მართლაც სახიფათოა?

„ნიუსფიდში“ მუდმივად ჩნდება სხვადასხვა ტესტი, რომელიც მომხმარებლებს IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტის) შემოწმებას ან საკუთარი თავის ჰოლივუდელ ვარსკვლავებთან შედარებას სთავაზობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტესტი გამოიყენა Cambridge Analytica-მ „ფეისბუკის“ მილიონობით მომხმარებელზე ინფორმაციის შეგროვებისათვის. ტესტს ერქვა This is Your Digital Life („ეს თქვენი ციფრული ცხოვრებაა“).

ასეთი ტესტების უმრავლესობას ახლავს განმარტება, რომ თქვენს პირად მონაცემებს არაფერი ემუქრება. ისინი სპეციალურად არის ისე მოწყობილი, რომ მომხმარებლების ყურადღება მიიპყროს და მას ბმულზე გადასვლა აიძულოს. მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ ფანდია მონაცემების მასობრივი შეგროვებისათვის. თანაც, „ფეისბუკი“ ამას მათ უკრძალავს.

პერსონალური მონაცემების დაცვის ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation-ის განმარტებით, მსგავსი ტესტების პირადი ინფორმაციის შეგროვებისათვის გამოყენება ასახავს იმას, თუ როგორ იყო ფორმულირებული „ფეისბუკის“ წესები იმ კონკრეტული მომენტისათვის.

მას შემდეგ სოცქსელმა მომხმარებელთან შეთანხმების პირობები შეცვალა, შეზღუდა რა ინფორმაციის წრე, რომელთან წვდომაც მესამე კომპანიებს შეუძლიათ. კერძოდ, ახლა, ამა თუ იმ მომხმარებლის მეგობრებზე ინფორმაციის მიღება არ შეიძლება. თუმცა ბოლომდე გარკვეული მაინც არა რის, კონკრეტულად რომელი და რა მოცულობის ინფორმაცია ჩაიგდო ხელში Cambridge Analytica-მ. ამას ახლა ბრიტანეთის ხელისუფლება არკვევს.

რის გაკეთება შეიძლება საკუთარი მონაცემების დასაცავად?

– მოქმედ ექაუნთში შედით მენიუში „პარამეტრები < აპლიკაციები“ (Settings <  Apps); დააჭირეთ ღილაკს „რედაქტირება“ (Edit) მენიუში „აპლიკაციები, ვებგვერდები და ფლაგინები“ (Apps, Websites and Plugins); აირჩიეთ ღილაკი „გათიშეთ პლატფორმა“ (Disable Platform). ამ მოქმედებით თქვენ გაუთიშავთ წვდომას თქვენს ექაუნთზე ყველა გარე ვებგვერდს, პროგრამას და აპლიკაციას, კერძოდ თქვენ ვეღარ შეძლებთ იქ აუთენტიფიკაციის გავლას „ფესბუკით“.

თუ ეს ზედმეტად რადიკალური ნაბიჯია და გსურთ აპლიკაციების არა სრულად გათიშვა, არამედ მათი უფლებების შეზღუდვა და მათთვის წვდომის მინიჭება მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციაზე, ამისთვის სხვა ვარიანტიც არსებობს.

– მობილურ ტელეფონზე მოქმედი ექაუნთიდან შედით პარამეტრებში (Settings) და ცალ-ცალკე გათიშეთ ინფორმაციის ყველა ის კატეგორია, რომელთანაც არ გინდათ რომ აპლიკაციას წვდომა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ბიოგრაფია, დაბადების დღე, ოჯახის წევრები, რელიგიური შეხედულებები, ხართ თუ არა ქსელში, პოსტები თქვენს გვერდზე, თქვენი ჰობი და ინტერესები.

– არასდროს დააჭიროთ თითი ღილაკს Like („მომწონს“) რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ვებგვერდზე, ხოლო თუ ონლაინ-თამაშის თამაში ან ტესტის შევსება გინდათ, არასდროს შეხვიდეთ იქ „ფეისბუკით“ (Login with Facebook) და სოცქსელის ბმულით, არამედ პირდაპირ იმ ვებგვერდის მისამართზე შედით. აუთენტიფიკაციის გავლა „ფეისბუკით“ ბევრად იოლია, მაგრამ ამ გზით თქვენ აპლიკაციის შემქნელებს აძლევთ წვდომას სხვადასხვა ინფორმაციაზე თქვენ შესახებ.

სინამდვილეში, საკუთარი მონაცემების აბსოლუტური პრივატულობის დაცვის ერთადერთი გზა „ფეისბუკის“ მოხმარებაზე უარის თქმაა. კომპანია თავისი მომხმარებლების დაცვისათვის უფრო მეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაკეთებს, თუ ადამიანები სოცქსელიდან გასვლას დაიწყებენ. ამ მომენტისთვის კომპანიას არ აქვს განსაკუთრებული მიზეზები რაიმე შეცვალოს.

Cambridge Analytica-ს სკანდალის ფონზე Twitter-ზე აქტიურად იკრებს ძალას ჰეშთეგი #DeleteFacebook (#წაშალეფეისბუკი). მაგრამ ამ ნაბიჯს სავარაუდოდ ბევრი არ გადადგამს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც „ფეისბუკი“ ქსელში თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.

როგორ გავიგო რა მონაცემებია ჩემს შესახებ შენახული?

მოქმედი კანონმდებლობით, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს ნებისმიერ კომერციულ კომპანიას და მოსთხოვოს მას თავის შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მას გააჩნია. როდესაც 2011 წელს Facebook-ს მსგავსი რამ მოსთხოვა ავსტრიელმა აქტივისტმა მაკს შრემსმა, მას პასუხად გადასცეს CD, რომელზეც 1200 ფაილი იყო ჩაწერილი. ასე გაარკვია მან, რომ სოცქსელი ინახავდა ინფორმაციას ყველა იმ მოწყობილობის IP-მისამართზე, საიდანაც ის ოდესმე შესულა „ფეისბუკის“ ვებგვერდზე, მისი მიმოწერის მთელ არქივს, მისი გადაადგილების სრულ ისტორიას და იმ ინფორმაციასაც კი, რომელზეც დარწმუნებული იყო რომ წაშალა – ზოგიერთი პირადი მიმოწერა, სტატუსები და პუბლიკაციები თავის კედელზე. თუმცა სამყაროში, რომელშიც Facebook-ი აქტიურად უზიარებს ინფორმაციას მესამე კომპანიებს, გაურკვეველია ვის შეიძლება კონკრეტულად მსგავსი მოთხოვნით წერილი გაუგზავნო.

BBC-ის ინფორმაციით, ვითარება სავარაუდოდ, ამ ზაფხულში შეიცვლება, როდესაც ევროპაში პერსონალური მონაცემების დაცვაზე ახალ ნორმატიულ აქტს მიიღებენ. ის სერიოზულად გაუიოლებს მომხმარებლებს საკუთარი პირადი ინფორმაციის კონტროლს, ხოლო მსგავსი ნორმების დარვევაზე მნიშვნელოვანი ჯარიმების დაწესება ხელს შეუწყობს იმას, რომ კომპანიები მომხმარებლებს მათ პირად ინფორმაციას მიაწვდიან, თანაც ეს ისეთი ფორმით უნდა გააკეთონ, რომ ინფორმაცია მკაფიოდ და იოლად იკითხებოდეს.

რამდენ ხანს ინახება ინფორმაცია და შეიძლება თუ არა ისტორიის სრულად წაშლა?

ინფორმაციის დაცვის შესახებ ევროპული კანონებით, კომპანიებს მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შენახვა შეუძლიათ “იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც აუცილებელია”, მაგრამ ამის ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება. „ფეისბუკის“ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მომხმარებელი თავად არ წაშლის თავის პოსტს, ის ნამდვილად დარჩება ონლაინ.

რაც შეეხება ისტორიის სრულად წაშლას, მომხმარებლებს შეუძლიათ თავისი ექაუნთების წაშლა, რამაც თეორიულად ყველა პოსტი უნდა „გააქროს“. მაგრამ Facebook-ი მათ, ვისაც სოცქსელისგან დასვენება უნდა, ურჩევს პროფილი არ წაშალონ, არამედ „დეაქტივაციის“ ღილაკი გამოიყენონ იმ შემთხვევისთვის, თუ დაბრუნება მოუნდებათ. ამასთან თქვენ შესახებ ქსელში მაინც უმრავი ინფორმაცია რჩება თქვენი მეგობრების პოსტებში.

პერსონალური მონაცემების დაცვის ახალ რეგულაციაში ერთ-ერთი არსებითი ცვლილება უნდა გახდეს ადამიანის უფლება „ქსელმა“ დაივიწყოს. თეორიულად, ამან ინტერნეტში ნებისმიერი პირადი ინფორმაციის სამუდამოდ წაშლა უნდა გააიოლოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ირანს სურს ნებისმიერი მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ირანელები დათმობაზე წავიდნენ ბირთვულ საკითხში. ,,მათ წინადადება წამოაყენეს, და მე ის უარვყავი,” - განაცხადა ტრამპმა. ერთი-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, როგორც აქამდე იყო, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს ,,პოზიტიური და კონსტრუქტიული” განხილვები, მათ შორის ბირთვულ საკითხზე. ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა ერთ კვირაში, თუ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის, ნავთობის გაყოდვაზე სანქციებს გააუქმებს და მთელ რეგიონშ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. Axios-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, 22 სექტემბერს მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს მკაფიოდ გააგებინეს, რომ ირანი არ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და ამიტომ არ შეუძლია მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წამოყენება.

ხვიჩა კვარაცხელია – მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება

ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას.„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით“, – წერს კვარაცხელია.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (J2, 95+კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ჩიკოიძემ წარმატებით იასპარეზა, ხოლო ფინალური შეხვედრა ყაზახ შუკურბეკოვთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.ტურნირზე ოქროს მედლები საქართველოს დელეგაციას ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანეს.პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბერს დასრულდება.

ვილი სანიოლი – ძვირფასო საქართველო, ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით – მთელი გულით...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტი გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს.„ძვირფასო საქართველო,გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით“, – ამბობს სანიოლი.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. 

ირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა

ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა. დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და  ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები