კვირა, იანვარი 19, 2025

როგორ გამოიყურებოდნენ “მექალთანე სასახლიდან” მსახიობები წლების წინ ?

ნახეთ როგორ გამოიყურებოდნენ “მექალთანე სასახლიდან” მსახიობები წლების წინ.

აფრა სარაჩოღლუ

მერთ რამაზანი

გულჩინ სანტირჩიოღლუ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„უოლ სთრით ჯოურნალი“ – დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა გააღრმაოს პირადი კავშირები სი ძინპინთან

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა გააღრმაოს პირადი კავშირები ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გამოცემის ცნობით, პეკინში განაცხადეს, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით განიხილეს პირადი შეხვედრის შესაძლებლობა და, ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, ტრამპი ჩინეთის ლიდერს აშშ-ში მიიწვევდა. ამასთან, უცნობია დააყენა თუ არა ტრამპმა ჩინეთში ვიზიტის საკითხი 17 იანვრის სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას. როგორც ცნობილია, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები 17 იანვარს შედგა. აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს გაიმართება ტრამპის ინაუგურაცია. ტრადიციის თანახმად, მსოფლიოს ლიდერებს არ იწვევენ აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციაზე, თუმცა დეკემბერში რამდენიმე მედიასაშუალება წერდა, რომ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე სი ძინპინი მიიწვია, რომელმაც ცერემონიალზე დასწრებაზე უარი განაცხადა. 17 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ტრამპის ინაუგურაციას ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დაესწრება.

„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები…“ – უმარ ნურმაგომედოვი

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით გაუჭირდა. მეოთხე რაუნდში დვალიშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და ნურმაგომედოვი ვერაფრის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა, იგივე გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც და საბოლოოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა. ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა უმარ ნურმაგომედოვმა და როგორც იგი ამბობს, წაგებას არ იმსახურებდა. „წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა“, - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა მას შემდეგ, რაც UFC311-ზე, სატიტულო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა.

მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებასთან ერთად, ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა​ და ახალი რეკორდი დაამყარა

დომინაცია 2 რაუნდის შემდეგ და სრული უპირატესობა ჩატარებულ 5 რაუნდში - გამარჯვებასთან ერთად მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ახალი რეკორდიც დაამყარა და ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა. სან პიერს, UFC-ის ისტორიაში, მეტოქე მიწაზე 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი, თუმცა ახლა ეს უპირატესობა ქართველი მებრძოლის ბალანსზეა. ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.

როგორ ვაკურთხოთ სახლი ნაკურთხი წყლით

მართმადიდებელ ქრისტიანებში სახლის კურთხევის წესი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად. ის განასახიერებს ეკლესიათან კავშირს, ღვთის კურთხევას, ბოროტი ძალებისგან დაცვას. უმეტესად სახლის კურთხევა ხდება მასში საცხოვრებლად გადასვლის დროს, ასევე რემონტის შემდეგ. მღვდელმა ან მოსულმა სტუმრებმა შეიძლება გირჩიოთ სახლის კურთხევა, თუ ოჯახში გყავთ მძიმედ დაავადებული ადამიანი, ოჯახი გაყრის პირასაა, გყავთ პატარა ბავშვები. საჭიროა: ნაკურთხი წყალი, ახალი თასი, ბიბლია, ხატი, კანდელი, სანთლები მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სახლი ვაკურთხებინოთ მღვდელს. თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მოიწვიეთ მღვდელი ეკლესიიდან. როგორც წესი, ამ წესის შესასრულებლად მამაოები მოდიან საკუთარი კანდელით, ზეთით, სანთლებითა და ნაკურთხი წყლით. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, უკეთესი იქნება თუ მღვდლის მოსვლამდე მოიმარაგებთ სანთლებსა და ნაკურთხ წყალს. სანთლების შეძენა ყოველთვის შეგიძლიათ საეკლესიო მაღაზიაში. წყლის კურთხევა ხდება წელიწადში ერთხელ, ნათლისღების დღესასწაულზე. როგორც წესი, ნაკურთხი წყლის მარაგი სახლში აქვთ ეკლესიურ მორწმუნეებს, დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ. თუ თქვენ არ გაქვთ სახლის კურთხევაზე მოძღვრის მოწვევის საშუალება, ეკლესია უშვებს იმას, რომ ერისკაცმა თავად ჩაატაროს ეს წესი. მის შესრულებამდე სასურველია კურთხევა აიღოთ საკუთარი სულიერი მოძღვრისგან, მისი არ ყოლის შემთხვევაში ეკლესიის მღვდლისგან. შეავსეთ თასი (სასურველია ახალი) ნაკურთხი წყლით, შეაერთეთ 3 თითი ისე, თითქოს აპირებდეთ პირჯვარის გადაწერას და ჩაჰყავით ისინი თასში. შემდეგ თითების საშუალებით მიასხით წყალი ოთახს, დაიწყეთ ხატების კუთხით და განაგრძეთ საათის ისრის მიმართულებით. საცხოვრებელი აკურთხეთ ლოცვით: " სახელითა მაისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ". თუ თქვენ ზეპირად იცით 90 ფსალმუნი ან მისი ამონარიდები, შეგიძლიათ მისი წარმოთქმაც.

ანტონიუ გუტერეში – ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტის დასასრულს ისაუბრა. „ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა გუტერეშმა. ამასთან, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიუ გუტერეშს კითხვა დაუსვეს ღაზაში ზავის შესახებ, რაზეც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია. „პირველი დღიდან ვითხოვდი ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების ღია წვდომას ღაზის მოსახლეობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ხვალ დავიწყებთ ამ სამი მიზნით – აღარ იქნება ბრძოლები, ჰუმანიტარულ დახმარებას ექნება გაადვილებული წვდომა და დაიწყება მძევლების გათავისუფლება. ნათელია, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია და ეფექტური განაწილებისთვის ბევრი სირთულე რჩება“, – დასძინა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ბოლო სიახლეები