ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

როგორ გადაკვეთა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი – ახალი დეტალები

სპეციალურ სამალავში, გიორგი ბაჩიაშვილი 2 საათის განმავლობაში იმალებოდა. სისხლის სამართლის 2 საქმეზე ბრალდებულმა ამ ფორმით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. 2023 წლის ივლისიდან, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა, ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტებიც.

გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები დაადგინა – ირკვევა რომ ბაჩიაშვილს, საზღვრის ფარულად გადაკვეთაში სხვები ეხმარებოდნენ.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია 47 წლის მამაკაცი.

„კურიერმა“ მისი ვინაობის დადგენა შეძლო, ის შოთა ქარუმიძეა, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ნასამართლევია. პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბრალდებული სარფის გავლით, ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ქარუმიძე მართავდა ავტომობილს, რომელშიც ბაჩიაშვილი იმალებოდა.

სქემა, რომლითაც ბრალდებულები მოქმედებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში დაიგეგმა. მაშინ შოთა ქარუმიძეს ნაცნობმა თანხის სანაცვლოდ, კონკრეტული საქმის მოგვარება სთხოვა. ამ საუბრის შემდეგ მალევე, მას გიორგი ბაჩიაშვილის მამამ დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა. იმავე მისამართზე გაიცნო თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელიც. მხარეებმა გეგმა შეიმუშავეს. თავდაპირველად დამხმარეს ბაჩიაშვილი არწმუნებდა, რომ საზღვარზე ფარულად მისი ნაცნობი უნდა გადაეყვანა. მძღოლმა სიმართლე 2 მარტს გაიგო.

2 მარტს, სამალავში დამალული გიორგი ბაჩიაშვილი და შოტა ქარუმიძე საქართველო-სომხეთის საზღვრისკენ წავიდნენ. ისინი რამდენიმე დღით ადრე ნაყიდი მუქი ფერის “ტოიოტა კემრის” მოდელის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

გიორგი ბაჩიაშვილი და მისი დამხმარე ქვეყნის დასატოვებლად ორი თვის განმავლობაში საგანგებოდ ემზადებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, დამხმარეს დავალებული ჰქონდა, რომ ავტომობილში, რომლითაც საზღვარი გადაკვეთეს, ვიდეო რეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რამდენჯერმე გადასულიყო საქართველო-სომხეთის საზღვარზე და გადაეღო იქ არსებული ვითარება. ჩაწერილ მასალას კი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი თვითონ შიფრავდა. დადგინდა ისიც, რომ უკანა სავარძლებსა და საბარგულს შორის სამალავი ბაჩიაშვილმა თავად მოაწყო. კონსპირაციულობისთვის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები ერთმანეთს, google-ის სატელიტური ტელეფონებით ეკონტაქტებოდნენ.

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების საქმეზე დაკავებულ 47 წლის მამაკაცს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, შოთა ქარუმიძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 3 800 ამერიკული დოლარი, 525 ლარი და 6 6000 სომხური დრამი. საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.

კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, “მტკვარი ჰესის” და ახლა უკვე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეში ბრალდებულმა, ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გაავრცელა. გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და თქვა, რომ იძულებული იყო საქართველოდან წასულიყო.

ეს სტატუსი ბაჩიაშვილმა სწორედ იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც მის საქმეზე სასამართლო სხდომა ტარდებოდა.

უკვე მეორე დღეა გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესები, ბრალდებულის გარეშე ტარდება. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, მას პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის 2 საქმეზე, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კრიპტოვალუტის საქმეზე 2, 500 000 ლარიანი გირაო, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობით შეეცვალა, პატიმრობა გამოიყენა 50 000 ლარიან გირაოზეც, რომელიც ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე უნდა გადაეხადა. დღევანდელ სასამართლოზე დაკმაყოფილდა პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა. ქვეყნის დატოვების გამო ბრალდებულმა გირაოს პირობები დაარღვია, ამის გამო თანხის ამოღება დაყადაღებული უძრავი ქონებით მოხდება.

აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის აუცილებლობა ვერ დაინახა გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველმა. ახალ ბრალზე კი ადვოკატი არ საუბრობს. ამბობს რომ მის დაცვის ქვეშ მყოფთან ქვეყნის დატოვების შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია. საპირისპირო არგუმენტები აქვს ბრალდების მხარეს.

ცნობილია რომ შესაბამისმა დეპარტამენტმა, ინტერპოლს უკვე მიმართა. უახლოეს მომავალში, სისხლის სამართლის 3 საქმეში ბრალდებულზე, წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, არ არის გამორიცხული დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის” საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.“მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი”, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა.ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, თემურ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა – მას 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

„როიტერის“ ინფორმაციით, USAID-ის თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სასამართლოში შეტანილი განაცხადის თანახმად, რომელიც სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირებმა წარადგინეს, USAID-ის ოფიციალურმა პირმა თანამშრომლებს დოკუმენტების დიდი რაოდენობის განადგურება უბრძანა.ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში პროფკავშირები მიუთითებენ USAID-ის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, ერიკა კარის ელექტრონულ წერილზე, რომელშიც თანამშრომლებს სააგენტოს ოფისში მისვლის ინსტრუქციას აძლევს „დოკუმენტების გასანადგურებლად“.წერილში არ იყო მოცემული დეტალები, რომელი დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო.პროფკავშირების თქმით, ბრძანება „მიუთითებს სააგენტოს ჩანაწერების სწრაფ განადგურებაზე დიდი მასშტაბით“, რაც არღვევს ფედერალურ კანონს ჩანაწერების შენახვის შესახებ.თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანნა კელიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ცნობები დოკუმენტების განადგურების შესახებ არის „ყალბი ამბების ისტერია“ და აღნიშნა, რომ დოკუმენტები იყო „ძველი, უმეტესად სხვა უწყებებიდან მიღებული, რომლის ორიგინალი ვერსიებიც კვლავ არსებობს კომპიუტერულ სისტემებში“.კელიმ ასევე დაწერა, რომ USAID-ის შენობას მალე აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური დაიკავებს.

ემანუელ მაკრონმა 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში შეკრებილი 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს მოუწოდა, შეიმუშაონ გეგმა, რომელიც განსაზღვრავს უკრაინისთვის „უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“.აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია წერს.მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებასთან დაკავშირებით“ აუცილებელია „კონცეფციიდან გეგმაზე გადასვლა“, რათა განისაზღვროს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, რაც უკრაინაში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შესაძლებელს გახდის.როგორც ფრანგული მედია წერს, უკრაინაში მშვიდობის გარანტიის მიცემის მსურველი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეთაურების შეხვედრა მაკრონის ინიციატივით გაიმართა.

რობერტა მეცოლა – აშშ-სა და უკრაინის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის...

საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.მისი შეფასებით, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.„საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, რისთვისაც ჩვენ, ყველანი ვმუშაობდით. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროპა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა დასრულდეს ეს ომი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს რობერტა მეცოლა.

ემანუელ მაკრონი – მივესალმები აშშ-სა და უკრაინის პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეას, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული

მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.მაკრონის თქმით, საფრანგეთი რჩება მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული.„მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეასთან დაკავშირებით. ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა. საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული, რაც ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“, – წერს ემანუელ მაკრონი.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ბოლო სიახლეები