“შავი ზღვის ჯაზფესტივალის” ფარგლებში, საქართველოს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი ეწვევა.
რობერტ პლანტი კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ 19 ივლისს გამართავს.
ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.
Led Zeppelin-ი ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად. 1995 წელს Led Zeppelin-ი “როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში” შევიდა.
ჯაზფესტივალი 2018 წლის საქართველოში 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება.