საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 22 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემოდგომის ტესტმატჩების სერიის მესამე შეხვედრას იაპონიის ნაკრებთნ გამართავს – თამაში 16:00 საათზე დაიწყება.
იაპონიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტია – გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ რაგბის საერთაშორისო რეიტინგის მოწინავე 12 გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ მნიშვნელოვანი იქნება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა იაპონიის ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასხელა.ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დემურ თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე.
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ირაკლი ჯალაღონია, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.
სათადარიგოები: 16. ნიკოლოზ სუთიძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. სანდრო მამამთავრიშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა მატკავა.
„ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის შემადგენლობა იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჯონსმაც დაასახელა:ხაზი: 15. სემ გრინი, 14. კაზუმა უედა, 13. დილან რაილი, 12. ჩარლი ლოურენსი, 11. ტომოკი ოშადა, 10. შუნგსინ ლი, 9. ნაოტო საიტო.
შერკინება: 1. კენტა კობაიაში, 2. კენჯი სატო, 3. სუჰეი ტაკეუჩი, 4. ეპინერი ულუივიტი, 5. ვორნერ დირნსი, 6. ტაილერ პოლი, 7. კანჯი შიმოკავა, 8. ჯეკ კორნელსენი.
სათადარიგოები: 16. შოდაი ჰირაო, 17. შო ფურუჰატა, 18. კეიჯირო ტამეფუსა, 19. ჰარი ჰოკინსი, 20. შუ იამამოტო, 21. კენტა ფუჯუდა, 22. შინია კომურა, 23. იუკი იკედა.

