ორშაბათი, მარტი 3, 2025

რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს აშშ-ში „რეჟიმის ცვლილება სურს“

სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს ამერიკაში „რეჟიმის ცვლილება სურს“.

ამის შესახებ რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

ამგვარად გრენელი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი სჭირდება.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კამათის შემდეგ, კაია კალასმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაწერა: „დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება“.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გამჭვირვალობის კანონი იყო უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ინფორმირებისთვის, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო ფარული და შავი დინებები სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკურ ენჯეოებსა და ორგანიზაციებში – რატი იონათამიშვილი

გამჭვირვალობის კანონი იყო უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ინფორმირებისთვის, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო ფარული და შავი დინებები სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკურ ენჯეოებსა და ორგანიზაციებში, რომელსაც ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმები იმის ნაცვლად, რომ შეავსონ დეკლარაციები და შემოსავლის წყაროები იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისათვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ფარაზე“ საუბრისას.„საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტური საკანონმდებლო საშუალება, რომელიც ადგილობრივ დემოკრატიას იცავს მაღალი სტანდარტით და გარანტიებით, ეს არის ფარა.ისინი მალავენ ფინანსებს, ვინაიდან ეშინიათ გამჭვირვალობის და შესაბამისად ეშინიათ ქართული საზოგადოების, ვინაიდან ჰქვიათ ენჯეოები, მაგრამ ისინი არ ახდენენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ადვოკატირებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესებს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ შექმნა ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აცდენილი არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებისგან, პირიქით ეს ყველაფერი გამოიყენება იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ, როგორც ქართულ დემოკრატიას, ასევე საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კახა კალაძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტი ქვეყნის დასაცავად უმნიშვნელოვანესია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კომიტეტებში იწყებს, ქვეყნის დასაცავად უმნიშვნელოვანესია.„დღეს სატელევიზიო მაუწყებლობა გაჯერებულია სიცრუით. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცრუობენ კონკრეტული ტელევიზიები. მათი დღის წესრიგი მთლიანად აგებულია ტყუილის ტირაჟირებაზე და ამის შემდეგ შენ გიწევს იმის მტკიცება, რომ მართალი ადამიანი ხარ. ყოველგვარი სიახლის მოგონების გარეშე, გადავწყვიტეთ, გადმოვიტანოთ ბრიტანული მოდელი. თუ გვინდა განვითარება და წინსვლა, შესაბამისად,  გვექნება ის დამოკიდებულება, როგორიც არის დიდ ბრიტანეთში. ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.მისი თქმით,  შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს სიცრუის ის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება.„ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებაში მოხდეს დაპირისპირება, პოლარიზება და ეს უნდა შევაჩეროთ კანონით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება ე.წ. ამერიკულ კანონს, თბილისის მერის განცხადებით, ის საჭიროა იმისთვის, რომ უცხოური დაფინანსება იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.„თქვენ ხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ჩვენს სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალური ომის პარტიაზე“, არავის სჯეროდა, ხუმრობდნენ და მაქსიმალურად სურდათ, გაენეიტრალებინათ ჩვენი განცხადებები, თუმცა ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს. არსებობს „გლობალური ომის პარტიაც“ და დღეს აშშ-ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ებრძვის მას. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში. გვინდა, გვჯეროდეს, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება პირდაპირ აისახება საქართველოსთან დამოკიდებულებაზე.„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კარგადაც ჩანს, როგორ აქვს გადგმული ფესვები „გლობალური ომის პარტიას“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლით ვიგრძნობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებას. შედეგად, ურთიერთობები დალაგდება და აღარ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყველა მათი განცხადება მიმართული იყო მეორე ფრონტის გახსნისკენ. ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა –  რევოლუციების მცდელობები, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებები, პოლარიზაციის გაღვივებისთვის ტელევიზიების გამოყენება – ყველაფერი უცხოური დაფინანსებით ხდებოდა. ამიტომ გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოროტების მანქანა, რომელიც მოქმედებს წლების განმავლობაში და რაზეც ასეულობით მილიონია დახარჯული, მიზნად ისახავდა უსამშობლო ადამიანების ჩამოყალიბებას აგენტურის სახით, რომლებიც მზად არიან, ყველაფერს მოაწერონ ხელი, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომაც ზუსტად FARA-ს ანალოგი კანონი გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე იყოს სისხლის სამართლის პასუხისგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, – შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება.

📽️მშობლების შესახებ მომზადებული ემოციური რეპორტაჟი – დედისგან ნაჩუქარი სიცოცხლე მამას

ამბავი, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია - ქართველმა ქალმა მეუღლეს თირკმელი გადაუნერგა და სიცოცხლე მეორედ აჩუქა. როგორც წესი, დონორი შესაძლოა იყოს ოჯახის წევრი - შვილი, დედა, მამა, თუმცა იმის ალბათობა, რომ მეუღლე გამოდგეს დონორად, ძალიან მცირეა. ეს დამოკიდებულია ბევრ სამედიცინო პარამეტრზე, მათ შორის სისხლის ჯგუფზე.ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ოპერაცია თბილისში, უროლოგიის ცენტრში ჩატარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ოპერაციის ჩატარება ემოციურად ქირურგსაც უჭირს. არჩილ ჩხოტუას ანგარიშზე წელიწადში 50-მდე წარმატებული ტრანსპლანტაციაა. მთელ რეგიონში ეს საუკეთესო შედეგია. ამის მიუხედავად, მუდმივად ვითარდება, პაციენტებზე დაკვირვებას, კვლევებს არც მერე წყვეტს.წლებთან ერთად, ურთიერთობების ზღვარი იშლება - მკურნალი ხდება ყველაზე უფრო ახლობელი. ტრანსპლანტაციის შემდეგ მუდმივი მეთვალყურეობა გრძელდება.ოპერაციამ მათი ამბავი ერთ დიდ თავგადასავლად აქცია. 6 წლის შემდეგ თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა მაინც - მადლიერება, სიყვარულის უწყვეტი ისტორია, კიდევ უფრო გაძლიერდა.ვრცლად ↓

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის და რეალური პრობლემების გადასაწყვეტად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თუ ის კვლავ მიიწვევს „რეალური პრობლემების გადასაჭრელად“.როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, ლონდონში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს თანასწორ დიალოგს და კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, სერიოზულ საკითხებზე გადამწყვეტი ქმედებებისა და პასუხებისთვის.„დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, „ბლუმბერგის“ ცნობით, „ზელენსკი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან თეთრ სახლში შეხვედრისას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ“.გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ უარი თქვა ჟურნალისტის თხოვნაზე, ინგლისურად ესაუბრა, რათა თავიდან აეცილებინა არასწორი ინტერპრეტაცია.

ბოლო სიახლეები