შაბათი, მარტი 1, 2025

რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა

გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. ინფორმაციას ამის შესახებ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.

„ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – წერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში.

ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში 1975 და 1980-1984 წლებში. ამასთან, 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის განხორციელებული აქვს შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის „მხოლოდ ერთი კაცი“, ანზორ სალუქვაძის „ნანილი“, გურამ დოჩანაშვილის „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვ.

ამასთან, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანჯეი დუდა – ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.მისი თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა.„ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმეს ძალუძს ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ.

გაფრთხილება მძღოლებს! – ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში – შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

მარკ რუტე – ზელენსკის ვუთხარი, უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა

ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან“ განაცხადა.როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა.როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრს, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის.მარკ რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს 2017-2020 წლებში, აშშ-მა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა, და ეს დასაფასებელია.

ლაშა ოდიშარია ლატვიის სუპერთასის მფლობელია

ლაშა ოდიშარიას „რიგის ფუტბოლ სკოლა“ (რფს) ლატვიის სუპერთასისთვის „რიგას“ დაუპირისპრდა, 3:1 დაამარცხა და წლის პირველი ტიტულის მფლობელი გახდა.გასული წლის ნოემებრში რფს-მ ლატვიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამას გარდა, გუნდმა წარმატებით ითამაშა კონფერენს ლიგაზე, სადაც მთავარ ეტაპამდე გასვლა მოახერხა.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რფს-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.ანგარიში 36-ე წუთზე იანის იკაუნიეკსმა გახსნა, 73-ე წუთზე მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა სედრიკ კუადიომ გაზარდა, სამ წუთში დმიტრი ზელენკოვმა მესამე გოლი გაიტანა. „რიგის“ შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე რეგზას ანგარიშზეა.

ბოლო სიახლეები