რაჭაში, სამონადირეო ტურიზმის განსავითარებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი მეურნეობის შექმნას გეგმავს. პროექტი საპილოტეა და მას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია AFO აფინანსებს. ინფორმაციას ipn ავრცელებს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის თქმით, ინიციატივა ცხოველთა სახეობების აღდგენას, რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
პროეტის განხორციელება ლუხუნის ხეობაში იგეგმება.