რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმში სტიქია სრულად ლიკვიდირებულია.
მეხანძრე-მაშველების მიერ განხორციელებულმა ოპერატიულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და ხანძრის ყველა კერა რეგიონის მასშტაბით აღმოფხვრილია.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა მეხანძრე-მაშველს და ადგილობრივ მოსახლეობას, სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული ოპერატიული და ეფექტიანი სამუშაოებისთვის.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ სიფრთხილე, სტიქიით მოსალოდნელი რისკების, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად.“-აცხადებს გოჩა ენუქიძე