სამშაბათი, მარტი 25, 2025

„რაც აცვიათ, ის დარჩათ“- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ვან-ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამირან ხაჯიბეგოვმა განუცხადა, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

“სახლი დაიწვა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ”,_ ამბობს  ამირან ხაჯიბეგოვი.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

ჯგუფში “მოხალისეები გურიისთვის” ერთ-ერთი წევრი წერს:

“მოგესალმებით ჩემო კეთილო ადამიანებო..იქნებ გულთან მიიტანოთ ეს ამბავი …დღეს ჩოხატაურის რაიონში სოფელ ვან_ზომლეთში მოხდა ხანძარი….დარჩა მამა- შვილი უსახლკაროდ,  ღამის გასათევი არ ააქვთ… ყველაფერი დაეწვათ რაც ჰქონდათ..მხოლოდ რაც აცვიათ ის დარჩათ…ბავშვი არის 11 წლის ბიჭი…იქნებ დროებით რამე გამოუნახოთ, სანამ რამეს იზამს…მერია დაპირდა აშენებას მაგრამ მანამდე ხომ უნდა საარსებო წყარო..იქნებ გამოიჩინოთ გულისხმიერება და გულთან მიიტანოთ ეს ამბავი..  გთხოვთ, გადავაზიაროთ ყველამ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას: აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს

წარსულების გახსენება არ ვარგა, იმიტომ, რომ თუ არ მოვეშვებით ამას, გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს, დავით აქუბარდიასაც და სხვებსაც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.სანიკიძემ მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციას, აიღონ მაგალითი მისგან და მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებმაც საკუთარ თავებს გადააბიჯეს ქვეყნის ინტერესის გამო."ერთი რამე გაითვალისწინეთ, აიღეთ მაგალითი თვითონ მიხეილ სააკაშვილისგან, მან როგორ გადააბიჯა საკუთარ თავს. აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან - მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს, სხვანაირად შეხედეთ. არ იყო მარტივი ამბავი ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დალაპარაკება კიევში როცა მოხდა, მაგრამ გადავაბიჯეთ. მოტივაცია რა გვქონდა, ნათელ-მირონობა გვინდოდა ერთმანეთთან? ოჯახის ყველა წევრი მონათლული გვყავდა უკვე ჩვენს ოჯახებში, მიშასაც და მეც - არაფერი, ქვეყნის ინტერესი. ქვეყნის ინტერესისთვის გადავაბიჯოთ და დანარჩენ ოპოზიციასაც მოვუწოდებ, რომ რაღაცებს გადააბიჯეთ, ხალხო, თუ არადა მაშინ, პოლიტიკოსობას ნუ იჩემებთ. პოლიტიკოსი არის თმენა, მეტი არაფერი." - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

„ღმერთო ვკანკალებ !!!! ასეთი უღმერთობა და არაადამიანობა დიდი ხანია, არ მინახავს“ – თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიდზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის მიერ შექმნილ ჯგუფში "ვეძებ“ადმინისტრატორს ეხება.როგორც თამუნა მუსერიძის მიერ გავრცელებული პოსტიდან ირკვევა, ერთ-ერთ მოქალაქე „დნმ“ -ის ტესტის ჩატარების მიზნით დაუკავშირდა."ღმერთო ვკანკალებ ! ესეთი უღმერთობა და არაადამიანობა დიდი ხანია, არ მინახავს. ამ ქალს ვინც იცნობთ, გადაეცით, რომ ცხოვრება ბუმერანგია და ფრთხილად იყოს !სოფი აა ღმერთმა გადაგარჩინა საქართველოში რომ არ ხარ!ალბათ ყველამ იცით ჩვენი ადმინის ნინო მინდიაშვილი მინდუშას პრობლემა.მას თვალები გადანერგილი აქვს და მაინც დღე და ღამე ხელში ტელეფონი უჭირავს, თქვენ რომ გემესიჯოთ.აი ეს ნაგავი ქალი ასეთ მესიჯს წერს ნინოს!მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნით, ფასდაკლების დროს ტესტი 200 ლარი ღირსთქო, მაინც იწყევლება.49 ევრო ღირს საიტზე, ამას ემატება "შიპინგის" 10 ევრო ანუ უკვე 178 ლარზე ავედით, დავუმატოთ გადამზიდი კომპანიის წონის 10 ლარი , ანუ 188 ლარი და დეკლარაციის ხარჯები.ეს არაქალი კიდევ ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და უკანასკნელი სიტყვებით წყევლის ჩვენ მინდუშას.სამტრედიელი არავინ ხართ, ამ გოგოს ოჯახი რომ მომაძებნინოთ?" - წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში. 

მთაწმინდაზე შენობის ჩამონგრევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა – დაშავებულია ორი ადამიანი

მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლის კაცი. დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.მომხდარზე სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

თინა ბოკუჩავა – სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი, სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრულ სიმართლეს, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, ვისურვებდი, ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ...

ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი, ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაიბარა – ზურაბ ჭიაბერაშვილი. საზოგადოების კონსოლიდაციაზე როცა ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან ყურადღების გადატანაა, თუმცა, ამავდროულად, ბოკუჩავა სვამს კითხვას: რატომ უჭირთ თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება?„ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი, ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაიბარა – ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელთან მუშაობის პატივი ჯერ კიდევ 2010 წელს ჟენევაში მქონდა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზურა ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი, საქმისა და სამშობლოსადმი თავდადებული ადამიანია, ვისაც ოდესმე საჯარო სამსახურსა და პოლიტიკაში შევხვედრივარ.ზურა ჯერ კიდევ 2013 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით. დღესაც იმავე საფრთხის წინაშეა, რადგან, სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, უარს აცხადებს რუსულ კომისიასთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, როცა საზოგადოების კონსოლიდაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური.ამასთანავე, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან არ მიყვარს ნახევრად სიმართლე. დიახ, ამ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან, ყურადღების გადატანაა. მაგრამ ამავდროულად, კომისიის მიზანი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობაც რომ არის, ამის თქმის რატომ გვეშინია?რატომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება და სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დამაქცევრად წარმოჩენა და დამახინჯებული, რუსული პროპაგანდისტული ვერსიის ქართველ ხალხისთვის მიყიდვა?სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრული სიმართლის თქმას და ნახევრად სიმართლით შემოვიფარგლებით, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, რადგან მეორე ნახევარს მუდმივად რუსულ-ქოცური პროპაგანდა შეავსებს. ვისურვებდი, რომ ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კარგად გაითავისოს.დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას!“ – წერს თინა ბოკუჩავა.

კრემლში აცხადებენ, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის

რუსეთში განაცხადეს, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის.ამის შესახებ ნათქვამია ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„1. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეთანხმების შესაბამისად, რუსეთისა და აშშ-ის მხარეები შეთანხმდნენ „შავი ზღვის ინიციატივის“ განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთას, ამგვარი გემების შემოწმების გზით სათანადო საკონტროლო ზომების ორგანიზებით;2. აშშ ხელს შეუწყობს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენას, საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის ღირებულების შემცირებას, ასევე პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომის გაფართოებას ასეთი ტრანზაქციების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამასთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტები ძალაში შევა შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ:„სანქციების მოხსნა „როსსელხოზბანკისა“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით საერთაშორისო ვაჭრობის ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი SWIFT-თან მიერთება, საჭირო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა;სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების შეზღუდვების მოხსნა;სანქციების მოხსნა საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისთვის საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების ტვირთებთან მუშაობის შეზღუდვების მოხსნა;პორტებში გემების მომსახურებაზე შეზღუდვების მოხსნა და სანქციების მოხსნა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით ვაჭრობაში;რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ასევე საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნა“.ამავდროულად, კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ: „რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეთანხმების განსახორციელებლად, რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვის შესახებ 30 დღის ვადით, 2025 წლის 18 მარტიდან დაწყებული, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით და შეთანხმებიდან გასვლის უფლებით ერთ-ერთი მხარის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში.რუსეთი და აშშ მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილ ნებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ და საზღვაო სფეროებში შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერას. რუსეთი და აშშ გააგრძელებენ მუშაობას მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.

ბოლო სიახლეები