ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

რატომ ეშინიათ ადამიანებს რენტგენის და ულტრაბგერითი კვლევების

კვლევის ყველა მეთოდი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის გაშუქებასთან არის დაკავშირებული, ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშად და “რადიაციის” საფრთხედ მიაჩნიათ.  სინამდვილეში ეს კვლევები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

არსებობს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის დროსაც ადამიანი დასხივებას მართლაც იღებს. არის ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელსაც რადიაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ულტრაბგერითი კვლევების დროს, ისევე როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას, იყენებენ არაიონიზებულ გამოსხივებას – ამ ტალღებს ძალიან მცირე ენერგია აქვთ, ისინი დეენემს ვერ დააზიანებს, მაგალითად, ვერ გააცხელებს ქსოვილს.

არსებობს რენტგენოგრაფია – ეს არის მეთოდი, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის მსგავსად დაფუძნებულია იონიზებულ გამოსხივებაზე, კერძოდ ისეთზე, რომელსაც შეუძლია ატომებს ელექტრონები მოწყვიტოს (და ამ გზით იონები შექმნას) და დეენემის გადაგვარების პროვოცირება მოახდინოს. თუმცა იმის თქმა, რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და რენტგენოგრაფიას ასეთი ეფექტი აქვს, არ შეიძლება.

მეცნიერები იონიზებული გამოსხივებისგან მიღებულ მავნე შედეგებზე დასკვნას აკეთებდნენ დიდწილად ბოლოდროინდელი მასშტაბური კატასტროფების (მაგალითად, ჰიროსიმაში ბომბის აფეთქების და ჩერნობილის ავარიის) საფუძველზე. ამიტომ დღეს არავის შეუძლია დარწმუნებით ილაპარაკოს კომპიუტერული ტომოგრაფიის და რენტგენოგრაფიის მავნე ზეგავლენაზე: ასეთ შემთხვევებში გამოსხივების დოზა საკმაოდ მცირეა. შესაძლებელია, რომ ის ჯანმრთელობას სულაც არ ავნებს, ან ავნებს, მაგრამ არა ისე, როგორც ჰგონიათ.

მთელ ამ გაუგებრობას ემატება ისიც, რომ ექიმები ხშირად უნიშნავენ პაციენტს აბსოლუტურად უაზრო გამოკვლევებს და ადამიანმა შეიძლება ტყუილად მიიღოს რადიაციის დიდი დოზა, რის გამოც მას სხვა, მართლაც მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარების უფლება შეიძლება აღარ მისცენ. მაგალითად, წელის ტკივილების დროს დიაგნოსტიკის გარკვეული სხივური მეთოდების გამოყენება საჭიროა შემთხვევათა მხოლოდ 5%-ში. პაციენტების დაახლოებით 95%-სთვის ტკივილის მიზეზი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მკურნალობა მაინც ერთნაირი იქნება. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც მაგალითად, ზურგის კუნთების ტკივილის დროს პაციენტებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე აგზავნიან, ძლიერი თავის ტკივილების დროს კი – სისხლძარღვების ულტრაბგერით კვლევებზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა.ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბოლო სიახლეები