სამშაბათი, მარტი 25, 2025

რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი და პოეტი გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში საკუთარი სტილით ყველასგან გამოირჩევა. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ აირჩია მან ასეთი ჩაცმულობა.

გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც საკუთარ ჩაცმის სტილს გაუსვა ხაზი:

„ეს სათავე, თავზე რომ მიმშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედაც, რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც (გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან) ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს – არა დავცხრე, ვიდრე ვიყოო, ასევე არ აყარონ ფარ-ხმალი, არ დაცხრნენ.

შეუძლებელი კაცთათვის შეძლებელ არს უფლისთვის. თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლებები არ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა თავისუფლება, უუფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ“, – ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირმა ხეცურიანი – ახლახან დავითვალე და 71 მედალი მაქვს, საიდანაც 24 ოქროა

"რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები", ქართველმა პარასპორტსმენმა, ირმა ხეცურიანმა მისი მთავარი სურვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, 2028 წლის პარაოლიმპიადაზე, მედლის მოპოვებაა. მან ასევე არსებული მედლების რაოდენობა დაასახელა:"2014 წელს იყო ჩემი პირველი მედალი, ახლახან დავითვალე და 71-ია, საიდანაც 24 ოქრო მაქვს. თუმცა პარაოლიმპიადის აკლია. მინდა და ჩუმად უნდა მივყვე ამ სურვილს, უნდა მოვიშორო აზრი რომ არ მიმართლებს," -აცხადებს ირმა ხეცურიანი.ცნობისთვის, 2028 წლის პარაოლიმპიადა, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას: აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს

წარსულების გახსენება არ ვარგა, იმიტომ, რომ თუ არ მოვეშვებით ამას, გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს, დავით აქუბარდიასაც და სხვებსაც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.სანიკიძემ მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციას, აიღონ მაგალითი მისგან და მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებმაც საკუთარ თავებს გადააბიჯეს ქვეყნის ინტერესის გამო."ერთი რამე გაითვალისწინეთ, აიღეთ მაგალითი თვითონ მიხეილ სააკაშვილისგან, მან როგორ გადააბიჯა საკუთარ თავს. აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან - მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს, სხვანაირად შეხედეთ. არ იყო მარტივი ამბავი ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დალაპარაკება კიევში როცა მოხდა, მაგრამ გადავაბიჯეთ. მოტივაცია რა გვქონდა, ნათელ-მირონობა გვინდოდა ერთმანეთთან? ოჯახის ყველა წევრი მონათლული გვყავდა უკვე ჩვენს ოჯახებში, მიშასაც და მეც - არაფერი, ქვეყნის ინტერესი. ქვეყნის ინტერესისთვის გადავაბიჯოთ და დანარჩენ ოპოზიციასაც მოვუწოდებ, რომ რაღაცებს გადააბიჯეთ, ხალხო, თუ არადა მაშინ, პოლიტიკოსობას ნუ იჩემებთ. პოლიტიკოსი არის თმენა, მეტი არაფერი." - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

„ღმერთო ვკანკალებ !!!! ასეთი უღმერთობა და არაადამიანობა დიდი ხანია, არ მინახავს“ – თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიდზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის მიერ შექმნილ ჯგუფში "ვეძებ“ადმინისტრატორს ეხება.როგორც თამუნა მუსერიძის მიერ გავრცელებული პოსტიდან ირკვევა, ერთ-ერთ მოქალაქე „დნმ“ -ის ტესტის ჩატარების მიზნით დაუკავშირდა."ღმერთო ვკანკალებ ! ესეთი უღმერთობა და არაადამიანობა დიდი ხანია, არ მინახავს. ამ ქალს ვინც იცნობთ, გადაეცით, რომ ცხოვრება ბუმერანგია და ფრთხილად იყოს !სოფი აა ღმერთმა გადაგარჩინა საქართველოში რომ არ ხარ!ალბათ ყველამ იცით ჩვენი ადმინის ნინო მინდიაშვილი მინდუშას პრობლემა.მას თვალები გადანერგილი აქვს და მაინც დღე და ღამე ხელში ტელეფონი უჭირავს, თქვენ რომ გემესიჯოთ.აი ეს ნაგავი ქალი ასეთ მესიჯს წერს ნინოს!მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნით, ფასდაკლების დროს ტესტი 200 ლარი ღირსთქო, მაინც იწყევლება.49 ევრო ღირს საიტზე, ამას ემატება "შიპინგის" 10 ევრო ანუ უკვე 178 ლარზე ავედით, დავუმატოთ გადამზიდი კომპანიის წონის 10 ლარი , ანუ 188 ლარი და დეკლარაციის ხარჯები.ეს არაქალი კიდევ ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და უკანასკნელი სიტყვებით წყევლის ჩვენ მინდუშას.სამტრედიელი არავინ ხართ, ამ გოგოს ოჯახი რომ მომაძებნინოთ?" - წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში. 

მთაწმინდაზე შენობის ჩამონგრევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა – დაშავებულია ორი ადამიანი

მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლის კაცი. დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.მომხდარზე სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

თინა ბოკუჩავა – სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი, სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრულ სიმართლეს, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, ვისურვებდი, ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ...

ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი, ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაიბარა – ზურაბ ჭიაბერაშვილი. საზოგადოების კონსოლიდაციაზე როცა ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან ყურადღების გადატანაა, თუმცა, ამავდროულად, ბოკუჩავა სვამს კითხვას: რატომ უჭირთ თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება?„ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი, ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაიბარა – ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელთან მუშაობის პატივი ჯერ კიდევ 2010 წელს ჟენევაში მქონდა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზურა ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი, საქმისა და სამშობლოსადმი თავდადებული ადამიანია, ვისაც ოდესმე საჯარო სამსახურსა და პოლიტიკაში შევხვედრივარ.ზურა ჯერ კიდევ 2013 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით. დღესაც იმავე საფრთხის წინაშეა, რადგან, სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, უარს აცხადებს რუსულ კომისიასთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, როცა საზოგადოების კონსოლიდაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური.ამასთანავე, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან არ მიყვარს ნახევრად სიმართლე. დიახ, ამ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან, ყურადღების გადატანაა. მაგრამ ამავდროულად, კომისიის მიზანი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობაც რომ არის, ამის თქმის რატომ გვეშინია?რატომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება და სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დამაქცევრად წარმოჩენა და დამახინჯებული, რუსული პროპაგანდისტული ვერსიის ქართველ ხალხისთვის მიყიდვა?სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრული სიმართლის თქმას და ნახევრად სიმართლით შემოვიფარგლებით, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, რადგან მეორე ნახევარს მუდმივად რუსულ-ქოცური პროპაგანდა შეავსებს. ვისურვებდი, რომ ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კარგად გაითავისოს.დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას!“ – წერს თინა ბოკუჩავა.

ბოლო სიახლეები