შაბათი, აგვისტო 1, 2026

რატომ აქვთ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე კაცებს?

შაკიკი არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ძლიერი პაროქსიზმული თავის ტკივილი ახასიათებს. ტკივილი, როგორც წესი, თავის მარჯვენა ან მარცხენა ნახევარსფეროში ფიქსირდება და ყველაზე ტიპურ შემთხვევებში 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შაკიკი საკმაოდ სიმპტომატურია, რაც გულისრევაში, სინათლისადმი, ხმებისა და სუნისადმი მგრძნობელობის გამძაფრებაში გამოიხატება. ის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის მესამე ადგილზეა. რატომ არის ეს დაავადება ამდენად ხშირი? მართალია თუ არა, რომ შაკიკის მქონე პაციენტების დაახლოებით 75%-ი ქალია? შესაძლებელია თუ არა, რომ შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

რა იწვევს შაკიკს?

შაკიკის მიზეზებს მეცნიერები დღემდე სწავლობენ. თუმცა უკვე დადგენილია, რომ დაავადება პაციენტს ხშირად მემკვიდრეობით, მდედრობითი ხაზით გადაეცემა. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ აშშ-ში შაკიკის დიაგნოზის მქონე 4 ადამიანიდან, სამი ქალია. ამასთან, გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც საბოლოო ჯამში კონკრეტულ სიტუაციაში თავის ტკივილს უწყობს ხელს.

შაკიკის თანმხლები ტკივილის განვითარების მექანიზმი სამწვერა ნერვის ბირთვის აქტივაციასთან არის დაკავშირებული. ეს თავიდან სპაზმს იწვევს, შემდეგ – თავის ტვინის არტერიის გაფართოებას, საბოლოოდ კი პერივასკულურ შეშუპებას აყალიბებს, რაც შაკიკის დაწყების მიზეზია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შაკიკის ჩამოყალიბებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინის გაცვლის დარღვევა უწყობს ხელს.

შაკიკის შესაძლო მიზეზები შეიძლება 4 ჯგუფად დაიყოს:

– ფსიქოლოგიური: გონებრივი და ემოციური დატვირთა, სტრესი;

– ფიზიოლოგიური: ძილის დარღვევა, გადაღლა, ჰორმონალური ფონის ცვლილება;

– კვებითი: დადასტურებულია, რომ თირამინს, რომელიც ძალიან ბევრ პროდუქტშია (ყავა, შოკოლადი, თხილი, ყველი, ციტრუსი) შეუძლია შაკიკის ტკივილის პროვოცირება. ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული შაკიკი და ალკოჰოლი. ღვინოს, შამპანურსა და სხვა მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელებს მისი შეტევის  გამოწვევა შეუძლია.

– გარე ფაქტორები: მძაფრი სუნი, მკვეთრი შუქი, ხმამაღალი ბგერები, ატმოსფერული წნევის ცვლილება, დახუთულ სივრცეში ყოფნა.

შაკიკის მიზეზი როგორც ქალებში, ასევე კაცებში დაკავშირებულია ჰორმონალური ფონის თავისებურებებთან.

რატომ აქვთ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე კაცებს?

შაკიკის შეტევა ხშირია მენსტრუაციის დროს, როდესაც ჰორმონების ზემოქმედებით სისხლძარღვების ტონუსი იცვლება, რაც მთელი ციკლის განმავლობაში გრძელდება. ქალების ნაწილს ოვულაციის დროს ძლიერი თავის ტკივილი ეწყება. ზოგს კი შაკიკის შეტევა პრემენსტრუალური სინდრომის ან უშუალოდ სისხლდენის დროს აქვს. არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური შაკიკის დროს ეფექტიანია ჰორმონალური კონტრაცეპტივები.

შაკიკი ხშირია ფეხმძიმობის დროსაც. ეს არა ჰორმონალურ ცვლილებებთან, არამედ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე გაზრდილ ზეწოლასთან არის დაკავშირებული, რაც დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის მიმოქცევის დამატებით არის გამოწვეული.

შაკიკი ხშირად არის დაკავშირებული კლიმაქსთანაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მენოპაუზასთან ერთად ქალის ორგანიზმში ჰორმონების ურთიერთქმედება იცვლება.

შეიძლება შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

დიახ. მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შაკიკის დიაგნოზი აქვს, მათ შორის არიან ბავშვები. სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში მცხოვრები ოთხი ოჯახიდან ერთში შაკიკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება სქესსა და ასაკს, ამერიკელი ქალების 18%-ს ეს დაავადება აქვს. მაჩვენებელი კაცებში 6%-ს, ბავშვებში კი 10%-ს შეადგენს. შაკიკი ბავშვების შემთხვევაში დაკავშირებულია გადაღლასთან, რაც ძლიერ გონებრივ და ემოციურ დატვირთვას უკავშირდება. მოზარდებში შაკიკის მიზეზი  შეიძლება გახდეს ჰორმონალური ცვლილებები, რაც ძირითადად გარდამტეხ ასაკში ხდება. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში ძლიერი თავის ტკივილები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

შაკიკის სიმპტომები ბავშვებში უფრო რთულად ვლინდება. ეს განსაკუთრებით ეხება ადრეულ ასაკს, როდესაც თქვენს პატარას ჩივილების ზუსტად ფორმულირება არ შეუძლია. მოზარდების შემთხვევაში კი ამ დაავადების გამოვლინება, ფაქტობრივად, იგივეა რაც ზრდასრულებში, ამიტიმაც დიაგნოსტიკას არანაირი გართულება არ ახლავს.

რა სიმპტომები აქვს შაკიკს?

შაკიკის მთავარი სიმპტომია ძლიერ პულსირებული თავის ტკივილი. ჩვეულებისამებრ, ის თავის ცალ მხარეს აღინიშნება, ძირითადად კი შუბლის არეში, თუმცა ტკივილის ადგილმდებარეობა შეიძლება განსხავებულიც იყოს. ამის პარალელურად შაკიკს სხვა გამოვლინებებიც აქვს. ეს არის გულისრევის შეგრძნება, ღებინება და უმადობა; შუქის, ხმების, გემოსა და სუნისადმი მაღალი მგძრნობელობა; თავბრუს ხვევა, ძილიანობა, გაღიზიანება და აღგზება აგრესიის ფონზე.

დაავადების თავისებურებები განისაზღვრება შაკიკის ფორმით, რომელიც რამდენიმეა. ქალებსა და კაცებში სიმპტომები, ფაქტობრივად, ერთნაირია. განსხვავებულია მხოლოდ შეტევის სიხშირე. ის კაცებში უფრო იშვიათია, ვიდრე – ქალებში.

განასხვავებენ შაკიკს აურითა და აურის გარეშე. აურა არის პერიოდი რომელიც თავის ტკივილის დაწყებას წინ უსწრებს. ის შეიძლება ყნოსვის გაუკუღმართებაში ან სხვა ფორმით გამოიხატოს. აურის შემდეგ იწყება თავის ტკივილის შეტევითი ხასიათი და დაახლოებით 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შეტევების სიხშირე ინდივიდუალურია. შაკიკი აურის გარეშე, ვლინდება თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით, კუნთების მოდუნებითა და სხვ.

შაკიკის ფორმებიც განსხვავებულია?

სპეციალისტები გამოყოფენ კლასიკურ ფორმისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე შაკიკს, რომელიც თავის მხრივ ცალკე ქვესახეობებად იყოფა. შაკიკი აურის გარეშე თავის ეპიზოდური ტკივილებით მიმდინარეობს. მას ნევროლოგიური დეფიციტი არ ახასიათებს. შაკიკი აურით კი ზემით ჩამოთვლილი ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომების ფონზე მიმდინარეობს.

კისრის შაკიკი ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მაჩვენებელია. მას თავის ძალიან ძლიერი ტკივილი ახასიათებს; ქრონიკულ პაროქსიზმულ ჰემიკრანიას (შაკიკი) კი – ეპიზოდური ხანმოკლე სიმტომები. ის ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეორდება; ბაზილარული შაკიკი არის საკმაოდ იშვიათი ფორმა, რომლის სიმპტომებიც ადამიანის თვითშეგრძნებას მნიშვნელოვნად ამძიმებს. მას ახასიათებს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაურის შეგრძნება და გონების დაკარგვაც კი. მთავარი სიმპტომია თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. შეტევის შემდეგ პაციენტს ეძინება. შაკიკის ეს ფორმა ხშირია გარდატეხის ასაკში მყოფ გოგოებში, მათი სქესობრივი მომწიფების დროს.

თვალის (ოფთალმოლოგიური) შაკიკის დროს პაციენტს მხედველობის გაბუნდოვნება და ციმციმი ეწყება. შეტევა ნახევარ საათზე მეტს არ გრძელდება. თვალის შაკიკის მიზეზია თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროს უკანა ნაწილში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. რეტინალურ შაკიკს კი მოვლითი სიბრმავე ახასიათებს, რასაც თვალის ბადურის სპაზმი იწვევს.

როგორ ხდება შაკიკის დიაგნოსტიკა?

შაკიკის დიაგნოზს ექიმი პაციენტის ჩივილების მოსმენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სვამს. საამისოდ ტკივილისა და მისი თანამდევი სიმპტომების დახასიათება საკმარისია. თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, ამიტომაც ინსტრუმენტული გამოკვლევა აუცილებელია. ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიის გამოსარიცხად თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება. აუცილებლად ინიშნება ოკულისტის კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ექიმს თვალის შაკიკზე აქვს ეჭვი. თვალის ფსკერის გამოკვლევა საშუალებას იძლევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დადგინდეს.

შაკიკი დამეწყო. რა ვქნა?

შაკიკის მკურნალობა ორნაირად შეიძლება: უშუალოდ შეტევის დროს, ასევე შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებები თავის ტკივილის ინტენსივობისა და სიხშირის შესამცირებლად.

შაკიკის პირველივე სიმპტომის გამოვლენისას პაციენტი უნდა მოათავსოთ ჩაბნელებულ ოთახში, რომელსაც ღია ფანჯრები აქვს. ტკივლის გასაყუჩებლად რეკომენდებულია წერტილოვანი მასაჟი ან შუბლზე ცივი ტილოს დადება. ხანდახან ეფექტიანია ცივი ან ზოგჯერ პირიქით, თბილი შხაპის მიღება და თავის დაბანა.

შაკიკის საწინააღმდეგო აბების მიღება კი შეგიძლიათ აურის ან ტკვილის პირველივე ნიშანზე. მედიკამენტებს დაავადების ფორმის ან მისი მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით არჩევენ. ხანდახან ექიმი რეკომენდაციას უწევს სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატის მიღებას, რაც შეტევის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ეს სქემა გართულებების რისკს ამცირებს.

როგორ ვუმკურნალო შაკიკს სახლის პირობებში?

სახალხო მედიცინაში არსებობს არაერთი რეცეპტი, რომლებიც შაკიკთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებად არის მიჩნეული. მათი ნაწილი ეფუძნება სხვადასხვა ნაყენის მიღებას, რაც ადამიანს ტკივილთან გამკლავებასა და სისხლძარღვების ტონუსის დარეგულირებაში ეხმარება. არსებობს საშუალებები, რომლებსაც ადგილობრივი ზემოქმედებისთვის იყენებენ.

შაკიკის შეტევის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ დალიოთ გვირილის ან ჟოლოს ფოთლების ნაყენი, ამ დროს შეგიძლიათ ლავანდის, პიტნისა და გვრილის ნაზავიც დალიოთ. შაკიკის პროფილაქტიკისთვის ასევე რეკომენდებულია თავშავას (ორეგანო) ნაყენი. როგორც სახალხო მედიცინის სპეციალისტები ამტკიცებენ, თუ მას დღეში სამჯერ მიიღებთ, შაკიკის შეტევის ინტენსივობა შემცირდება.

შაკიკის დროს რეკომენდებულია შუბლზე ცივი კომპრესები, რაც შეგიძლიათ კომბოსტოს ფოთლებითაც შეცვალოთ. ეს ყველაფერი ტკივილს აყუჩებს. შაკიკის შეტევის შემცირება შესაძლებელია, თუ  მტკივან ადგილზე ლიმონის ქერქს (ცედრის გარეშე) დაიდებთ. შაკიკის მსუბუქი შეტევის დროს ეფექტიანია ეთერ-ზეთების ადგილობრივი წესით მოხმარებაც.

რა არ უნდა ვჭამო შაკიკის დროს?

შაკიკის დროს არ უნდა მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც ამინებს (თირამინი, ჰისტამინი, სეროტონინი) შეიცავს. ისინი შეტევის განვითარებას უწყობენ ხელს. შაკიკის დროს მკაცრად არის შეზღუდული შემდეგი პროდუქტების მოხმარება:

– ცხიმიანი ხორცი (განსაკუთრებით ღორის);

– შებოლილი ძეხვი, ხორცი ან თევზი;

– გამოყვანილი ყველი;

– თხილეული;

– ციტრუსი;

– ხიზილალა.

სასურველია, შეზღუდოთ:

– ძეხვი, სოსისი და ლორი;

– ხორცის ბულიონი;

– ნაღები და არაჟანი;

– ეგზოტიკური ხილი;

– ხახვი, ნიორი, ბოლოკი.

შაკიკი არის ქრონიკული დაავადება, რომლის სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა თუ კონკრეტულ წესებსა და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს დაიცავთ, შეტევების ინტენსივობის შემცირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის რექტორი პროფესორ გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქაშაკაშვილების ოჯახს, კოლეგებსა და აღზრდილებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„გურამ ქაშაკაშვილის წასვლა მძიმე დანაკლისია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ისე ქართული მეცნიერებისა და საინჟინრო საზოგადოებისთვის. მან თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქვეყნის განვითარებას, საინჟინრო განათლების გაძლიერებასა და მეტალურგიის დარგის წინსვლას მიუძღვნა.იგი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესორი და ემერიტუსი, საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრი, 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 65 გამოგონების ავტორი. მისი პროფესიული გზა არაერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი და ღირსეული აღიარებით აღინიშნა, თუმცა ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ის ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური ღირსებებია, რომლებიც მან თავის სტუდენტებს, კოლეგებსა და მომავალ თაობებს დაუტოვა.გურამ ქაშაკაშვილის ღვაწლი არაერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი და ღირსეული აღიარებით აღინიშნა. იგი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, დამსახურებული გამომგონებელი, ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელის მფლობელი. ეს ჯილდოები მისი განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, მეცნიერული მიღწევებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის დასტურია.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ბატონი გურამ ქაშაკაშვილი იყო არა მხოლოდ გამორჩეული მეცნიერი და პედაგოგი, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის, პრინციპულობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი. მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიკავებს უნივერსიტეტის ისტორიაში, ხოლო მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მომავალ თაობებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. გურამ ქაშაკაშვილის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ – აქტიურად მიმდინარეობს ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია, კომპანია კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასა და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან

შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2026 წლის პირველ ივლისს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. კომპანიის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.„2026 წლის 3 ივლისს „ბლექ სი პეტროლიუმსა“ და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის  გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთბოს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრესბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ბლექ სი პეტროლიუმი“ მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.„ბლექ სი პეტროლიუმი“ განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი – მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გივი მიქანაძე – ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო 100%-იანი დაფინანსებისთვის, სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი, მინიმალური ნიშნული

გასული ორი დღის განმავლობაში კონკრეტული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას და არასწორი აღქმების შექმნას, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, რას მოიცავს სტუდენტისთვის დაფინანსების ახალი მოდელი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი განმარტებით, ახალი მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სწავლა სრულად ფინანსდება, თუმცა პირველი ორი სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, დააგროვოს დადგენილი კრედიტების, მინიმუმ, 80%, რათა მესამე სემესტრში მოიპოვოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.„ორი დღის წინ მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელმაც ახლებურად, გაუმჯობესებულად განსაზღვრა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის 2027 წლიდან, როგორ უნდა განხორციელდეს დაფინანსება. ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გასული წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, მისმა საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ძალიან დიდი ძალისხმევით და გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შემოღებას. უფასო სწავლასთან დაკავშირებით ეს წესი ასევე გაიწერა იმ დადგენილებაში, რომელიც მთავრობამ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა.ჩვენ ვნახეთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში კონკრეტული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას და საზოგადოებისთვის არასწორი აღქმების შექმნას. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, რას მოიცავს დაფინანსების ეს მოდელი თითოეული იმ სტუდენტისთვის, რომლებიც უკვე დასრულებული ეროვნული გამოცდების შედეგად სექტემბრიდან სწავლას დაიწყებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.ამ მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება, ანუ სტუდენტს და მის ოჯახს არ უწევს არაფრის გადახდა სწავლაში, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ სრულიად უფასოდ, მაგრამ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, დააგროვოს დადგენილი კრედიტების, მინიმუმ, 80%, რათა მესამე სემესტრში მოიპოვოს ასევე სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება. შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი გამომდინარე იქიდან, რომ დაგროვილი კრედიტების მიხედვით, თუკი 80% ან მეტია ყოველ სემესტრში, სტუდენტი შემდეგ სემესტრზე მოიპოვებს უფასო სწავლის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის წილობრივ დაფინანსებაში და მიუხედავად იმისა, რომ იყო თავდაპირველად სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან რეკომენდებული, რომ დაახლოებით 15%-ზე ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ამ დადგენილებაში უკვე სამართლებრივი კუთხით აისახა და სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს შემდეგი სემესტრისთვის, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 50%-ს დააფინანსებს. თუმცა, ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, შემდეგ სემესტრში მან დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, უკვე მომავალი შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება“, – აღნიშნა მიქანაძე.მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსების მისაღებად.„ამასთანავე, ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის მოცემულობა კონკრეტული პირებისგან, რომ თურმე საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რათა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და მინიმალური უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს და ამ შემთხვევაში მას უკვე კრედიტი უფიქსირდება, არა აქვს მნიშვნელობა ეს არის მაღალი ქულებით მოპოვებული კრედიტი თუ დაბალი ქულებით და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მხარდაჭერას.აღნიშნული მოდელი შემუშავდა ძალიან აქტიური თანამშრომლობით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, სადაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოდელები. მმართველმა გუნდმა როდესაც მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, 100%-ით დაგვეფინანსებინა სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, ჩვენ გავიზიარეთ მოდელი, რაც იმ ქვეყნებშია, სადაც ანალოგიურად ხდება სახელმწიფოს მხრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსება, რომ გარკვეული ეტაპის შემდეგ ეს უნდა იყოს სასწავლო პროცესის შედეგებზე დაფუძნებული მოცემულობა. სწორედ ამიტომ არის 80%-იანი მოცემულობა, რაც აბსოლუტურად შესაბამისობაშია პრაქტიკასთან, რომელიც იმ ქვეყნებში არსებობს, სადაც სახელმწიფო აფინანსებს სასწავლო პროცესს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ეს პროცესი აღიქმება, როგორც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 2026-27 სასწავლო წლიდან ჩაირიცხება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თითოეული ჩვენი ახალგაზრდის მხარდაჭერა, რომ მათი სწავლა, შრომა და მიზანდასახულობა მაქსიმალურად დაფასდეს“, – აღნიშნა მიქანაძემ.რაც შეეხება მობილობის შემთხვევაში დაფინანსებას, როგორც მიქანაძემ განმარტა, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლისას, სტუდენტს მოპოვებული დაფინანსება გაუგრძელდება, კერძო უნივერსიტეტში კი – არა.„სტუდენტი თუ გადადის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით, ასეთ მოცემულობაში მას დაგროვილი კრედიტებიდან გამომდინარე, შესაბამისი სწავლის დაფინანსების სქემა გადაჰყვება, ანუ, თუ 80 პროცენტი და მეტი აქვს, სადაც გადავა იქაც უფასოდ ისწვლის, თუ 80%-ზე ნაკლები აქვს, ამ შემთხვევაში 50 პროცენტი იქნება. თუმცა, იქაც ექნება შემდეგ სემესტრში გაუმჯობესების შესაძლებლობა. მობილობით თუ გადავიდა კერძო უნივერსიტეტში , იქ დაფინანსება აღარ ექნება, რადგან, იცით, რომ  კერძო უნივერსიტეტის დაფინანსება ახალი მოდელით არ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით ადამიანი ზღვის გავლით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიგრანტების გადასვლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო დღეებში სეუტაში გადასვლის მცდელობისას სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.მოვლენები სწრაფად მას შემდეგ განვითარდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე თვეში დაადგინა, რომ მიგრანტებს, რომლებიც სეუტაში ან კიდევ ერთ ესპანურ ანკლავ მელილიაში მოხვედრას ცდილობენ და ზღვაში დააკავებენ, მაროკოში დაუყოვნებლივ ვერ გააძევებენ.ესპანელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული უჩვეულოდ მაღალი შეფასება მიუთითებს, რომ ბოლო დაახლოებით ერთ დღეში სეუტაში შესულ მიგრანტთა რაოდენობა შესაძლოა ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს. სეუტაში, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 83 600 ადამიანი ცხოვრობს.ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე უკანონოდ შესულთა შორის სულ მცირე 7 000 არასრულწლოვანია.

ბოლო სიახლეები