ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

რატომ აქვთ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე კაცებს?

შაკიკი არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ძლიერი პაროქსიზმული თავის ტკივილი ახასიათებს. ტკივილი, როგორც წესი, თავის მარჯვენა ან მარცხენა ნახევარსფეროში ფიქსირდება და ყველაზე ტიპურ შემთხვევებში 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შაკიკი საკმაოდ სიმპტომატურია, რაც გულისრევაში, სინათლისადმი, ხმებისა და სუნისადმი მგრძნობელობის გამძაფრებაში გამოიხატება. ის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის მესამე ადგილზეა. რატომ არის ეს დაავადება ამდენად ხშირი? მართალია თუ არა, რომ შაკიკის მქონე პაციენტების დაახლოებით 75%-ი ქალია? შესაძლებელია თუ არა, რომ შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

რა იწვევს შაკიკს?

შაკიკის მიზეზებს მეცნიერები დღემდე სწავლობენ. თუმცა უკვე დადგენილია, რომ დაავადება პაციენტს ხშირად მემკვიდრეობით, მდედრობითი ხაზით გადაეცემა. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ აშშ-ში შაკიკის დიაგნოზის მქონე 4 ადამიანიდან, სამი ქალია. ამასთან, გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც საბოლოო ჯამში კონკრეტულ სიტუაციაში თავის ტკივილს უწყობს ხელს.

შაკიკის თანმხლები ტკივილის განვითარების მექანიზმი სამწვერა ნერვის ბირთვის აქტივაციასთან არის დაკავშირებული. ეს თავიდან სპაზმს იწვევს, შემდეგ – თავის ტვინის არტერიის გაფართოებას, საბოლოოდ კი პერივასკულურ შეშუპებას აყალიბებს, რაც შაკიკის დაწყების მიზეზია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შაკიკის ჩამოყალიბებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინის გაცვლის დარღვევა უწყობს ხელს.

შაკიკის შესაძლო მიზეზები შეიძლება 4 ჯგუფად დაიყოს:

– ფსიქოლოგიური: გონებრივი და ემოციური დატვირთა, სტრესი;

– ფიზიოლოგიური: ძილის დარღვევა, გადაღლა, ჰორმონალური ფონის ცვლილება;

– კვებითი: დადასტურებულია, რომ თირამინს, რომელიც ძალიან ბევრ პროდუქტშია (ყავა, შოკოლადი, თხილი, ყველი, ციტრუსი) შეუძლია შაკიკის ტკივილის პროვოცირება. ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული შაკიკი და ალკოჰოლი. ღვინოს, შამპანურსა და სხვა მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელებს მისი შეტევის  გამოწვევა შეუძლია.

– გარე ფაქტორები: მძაფრი სუნი, მკვეთრი შუქი, ხმამაღალი ბგერები, ატმოსფერული წნევის ცვლილება, დახუთულ სივრცეში ყოფნა.

შაკიკის მიზეზი როგორც ქალებში, ასევე კაცებში დაკავშირებულია ჰორმონალური ფონის თავისებურებებთან.

რატომ აქვთ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე კაცებს?

შაკიკის შეტევა ხშირია მენსტრუაციის დროს, როდესაც ჰორმონების ზემოქმედებით სისხლძარღვების ტონუსი იცვლება, რაც მთელი ციკლის განმავლობაში გრძელდება. ქალების ნაწილს ოვულაციის დროს ძლიერი თავის ტკივილი ეწყება. ზოგს კი შაკიკის შეტევა პრემენსტრუალური სინდრომის ან უშუალოდ სისხლდენის დროს აქვს. არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური შაკიკის დროს ეფექტიანია ჰორმონალური კონტრაცეპტივები.

შაკიკი ხშირია ფეხმძიმობის დროსაც. ეს არა ჰორმონალურ ცვლილებებთან, არამედ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე გაზრდილ ზეწოლასთან არის დაკავშირებული, რაც დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის მიმოქცევის დამატებით არის გამოწვეული.

შაკიკი ხშირად არის დაკავშირებული კლიმაქსთანაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მენოპაუზასთან ერთად ქალის ორგანიზმში ჰორმონების ურთიერთქმედება იცვლება.

შეიძლება შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

დიახ. მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შაკიკის დიაგნოზი აქვს, მათ შორის არიან ბავშვები. სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში მცხოვრები ოთხი ოჯახიდან ერთში შაკიკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება სქესსა და ასაკს, ამერიკელი ქალების 18%-ს ეს დაავადება აქვს. მაჩვენებელი კაცებში 6%-ს, ბავშვებში კი 10%-ს შეადგენს. შაკიკი ბავშვების შემთხვევაში დაკავშირებულია გადაღლასთან, რაც ძლიერ გონებრივ და ემოციურ დატვირთვას უკავშირდება. მოზარდებში შაკიკის მიზეზი  შეიძლება გახდეს ჰორმონალური ცვლილებები, რაც ძირითადად გარდამტეხ ასაკში ხდება. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში ძლიერი თავის ტკივილები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

შაკიკის სიმპტომები ბავშვებში უფრო რთულად ვლინდება. ეს განსაკუთრებით ეხება ადრეულ ასაკს, როდესაც თქვენს პატარას ჩივილების ზუსტად ფორმულირება არ შეუძლია. მოზარდების შემთხვევაში კი ამ დაავადების გამოვლინება, ფაქტობრივად, იგივეა რაც ზრდასრულებში, ამიტიმაც დიაგნოსტიკას არანაირი გართულება არ ახლავს.

რა სიმპტომები აქვს შაკიკს?

შაკიკის მთავარი სიმპტომია ძლიერ პულსირებული თავის ტკივილი. ჩვეულებისამებრ, ის თავის ცალ მხარეს აღინიშნება, ძირითადად კი შუბლის არეში, თუმცა ტკივილის ადგილმდებარეობა შეიძლება განსხავებულიც იყოს. ამის პარალელურად შაკიკს სხვა გამოვლინებებიც აქვს. ეს არის გულისრევის შეგრძნება, ღებინება და უმადობა; შუქის, ხმების, გემოსა და სუნისადმი მაღალი მგძრნობელობა; თავბრუს ხვევა, ძილიანობა, გაღიზიანება და აღგზება აგრესიის ფონზე.

დაავადების თავისებურებები განისაზღვრება შაკიკის ფორმით, რომელიც რამდენიმეა. ქალებსა და კაცებში სიმპტომები, ფაქტობრივად, ერთნაირია. განსხვავებულია მხოლოდ შეტევის სიხშირე. ის კაცებში უფრო იშვიათია, ვიდრე – ქალებში.

განასხვავებენ შაკიკს აურითა და აურის გარეშე. აურა არის პერიოდი რომელიც თავის ტკივილის დაწყებას წინ უსწრებს. ის შეიძლება ყნოსვის გაუკუღმართებაში ან სხვა ფორმით გამოიხატოს. აურის შემდეგ იწყება თავის ტკივილის შეტევითი ხასიათი და დაახლოებით 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შეტევების სიხშირე ინდივიდუალურია. შაკიკი აურის გარეშე, ვლინდება თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით, კუნთების მოდუნებითა და სხვ.

შაკიკის ფორმებიც განსხვავებულია?

სპეციალისტები გამოყოფენ კლასიკურ ფორმისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე შაკიკს, რომელიც თავის მხრივ ცალკე ქვესახეობებად იყოფა. შაკიკი აურის გარეშე თავის ეპიზოდური ტკივილებით მიმდინარეობს. მას ნევროლოგიური დეფიციტი არ ახასიათებს. შაკიკი აურით კი ზემით ჩამოთვლილი ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომების ფონზე მიმდინარეობს.

კისრის შაკიკი ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მაჩვენებელია. მას თავის ძალიან ძლიერი ტკივილი ახასიათებს; ქრონიკულ პაროქსიზმულ ჰემიკრანიას (შაკიკი) კი – ეპიზოდური ხანმოკლე სიმტომები. ის ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეორდება; ბაზილარული შაკიკი არის საკმაოდ იშვიათი ფორმა, რომლის სიმპტომებიც ადამიანის თვითშეგრძნებას მნიშვნელოვნად ამძიმებს. მას ახასიათებს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაურის შეგრძნება და გონების დაკარგვაც კი. მთავარი სიმპტომია თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. შეტევის შემდეგ პაციენტს ეძინება. შაკიკის ეს ფორმა ხშირია გარდატეხის ასაკში მყოფ გოგოებში, მათი სქესობრივი მომწიფების დროს.

თვალის (ოფთალმოლოგიური) შაკიკის დროს პაციენტს მხედველობის გაბუნდოვნება და ციმციმი ეწყება. შეტევა ნახევარ საათზე მეტს არ გრძელდება. თვალის შაკიკის მიზეზია თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროს უკანა ნაწილში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. რეტინალურ შაკიკს კი მოვლითი სიბრმავე ახასიათებს, რასაც თვალის ბადურის სპაზმი იწვევს.

როგორ ხდება შაკიკის დიაგნოსტიკა?

შაკიკის დიაგნოზს ექიმი პაციენტის ჩივილების მოსმენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სვამს. საამისოდ ტკივილისა და მისი თანამდევი სიმპტომების დახასიათება საკმარისია. თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, ამიტომაც ინსტრუმენტული გამოკვლევა აუცილებელია. ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიის გამოსარიცხად თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება. აუცილებლად ინიშნება ოკულისტის კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ექიმს თვალის შაკიკზე აქვს ეჭვი. თვალის ფსკერის გამოკვლევა საშუალებას იძლევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დადგინდეს.

შაკიკი დამეწყო. რა ვქნა?

შაკიკის მკურნალობა ორნაირად შეიძლება: უშუალოდ შეტევის დროს, ასევე შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებები თავის ტკივილის ინტენსივობისა და სიხშირის შესამცირებლად.

შაკიკის პირველივე სიმპტომის გამოვლენისას პაციენტი უნდა მოათავსოთ ჩაბნელებულ ოთახში, რომელსაც ღია ფანჯრები აქვს. ტკივლის გასაყუჩებლად რეკომენდებულია წერტილოვანი მასაჟი ან შუბლზე ცივი ტილოს დადება. ხანდახან ეფექტიანია ცივი ან ზოგჯერ პირიქით, თბილი შხაპის მიღება და თავის დაბანა.

შაკიკის საწინააღმდეგო აბების მიღება კი შეგიძლიათ აურის ან ტკვილის პირველივე ნიშანზე. მედიკამენტებს დაავადების ფორმის ან მისი მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით არჩევენ. ხანდახან ექიმი რეკომენდაციას უწევს სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატის მიღებას, რაც შეტევის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ეს სქემა გართულებების რისკს ამცირებს.

როგორ ვუმკურნალო შაკიკს სახლის პირობებში?

სახალხო მედიცინაში არსებობს არაერთი რეცეპტი, რომლებიც შაკიკთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებად არის მიჩნეული. მათი ნაწილი ეფუძნება სხვადასხვა ნაყენის მიღებას, რაც ადამიანს ტკივილთან გამკლავებასა და სისხლძარღვების ტონუსის დარეგულირებაში ეხმარება. არსებობს საშუალებები, რომლებსაც ადგილობრივი ზემოქმედებისთვის იყენებენ.

შაკიკის შეტევის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ დალიოთ გვირილის ან ჟოლოს ფოთლების ნაყენი, ამ დროს შეგიძლიათ ლავანდის, პიტნისა და გვრილის ნაზავიც დალიოთ. შაკიკის პროფილაქტიკისთვის ასევე რეკომენდებულია თავშავას (ორეგანო) ნაყენი. როგორც სახალხო მედიცინის სპეციალისტები ამტკიცებენ, თუ მას დღეში სამჯერ მიიღებთ, შაკიკის შეტევის ინტენსივობა შემცირდება.

შაკიკის დროს რეკომენდებულია შუბლზე ცივი კომპრესები, რაც შეგიძლიათ კომბოსტოს ფოთლებითაც შეცვალოთ. ეს ყველაფერი ტკივილს აყუჩებს. შაკიკის შეტევის შემცირება შესაძლებელია, თუ  მტკივან ადგილზე ლიმონის ქერქს (ცედრის გარეშე) დაიდებთ. შაკიკის მსუბუქი შეტევის დროს ეფექტიანია ეთერ-ზეთების ადგილობრივი წესით მოხმარებაც.

რა არ უნდა ვჭამო შაკიკის დროს?

შაკიკის დროს არ უნდა მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც ამინებს (თირამინი, ჰისტამინი, სეროტონინი) შეიცავს. ისინი შეტევის განვითარებას უწყობენ ხელს. შაკიკის დროს მკაცრად არის შეზღუდული შემდეგი პროდუქტების მოხმარება:

– ცხიმიანი ხორცი (განსაკუთრებით ღორის);

– შებოლილი ძეხვი, ხორცი ან თევზი;

– გამოყვანილი ყველი;

– თხილეული;

– ციტრუსი;

– ხიზილალა.

სასურველია, შეზღუდოთ:

– ძეხვი, სოსისი და ლორი;

– ხორცის ბულიონი;

– ნაღები და არაჟანი;

– ეგზოტიკური ხილი;

– ხახვი, ნიორი, ბოლოკი.

შაკიკი არის ქრონიკული დაავადება, რომლის სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა თუ კონკრეტულ წესებსა და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს დაიცავთ, შეტევების ინტენსივობის შემცირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის

„ხალხის ძალის“ დეპუტატი, სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გუბერნატორის ინსტიტუტი საკმაოდ მოძველებულია.მისივე თქმით, ზედმეტი რგოლები ყველა გადაწყვეტილებას ანელებს.„მართლა არ მესმის, რა საჭიროა ზედმეტი რგოლები, ამიტომ ან ერთი უნდა გაუქმდეს, ან მეორე. ამ შემთხვევაში, ჩემი წინადადებაა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძველებული. პირადად მე, გუბერნატორების უმრავლესობას კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ პიროვნულად, კარგი ადამიანები და საკმაოდ ქმედითები არიან. რაღაც პერიოდი ვიყავი კიდეც ამ მიმართლებთ კურატორი, მაგრამ მიმაჩნია, რომ როდესაც შეიქმნა სამინისტრო, საკმაოდ დიდი ფუნქციებით, ეს არის ზედმეტი რგოლი“, - განაცხადა სუბარმა.

გთხოვთ გააზიარეთ-თბილისში 24 წლის გოგოს ეძებენ

ოჯახი თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას ეძებს.ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში თავდაპირველად ქალის ძმამ გაავრცელა 18 თებერვლის ღამეს, თბილისში მცხოვრები მიგრანტების ჯგუფში, Expats in Tbilisi.

ელისო კილაძე – ბრალს არ ვაღიარებ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს – ბრძოლაზე...

ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს - ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის იზოლატორიდან ავრცელებს.როგორც კილაძე წერს, „არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა იცოდა“.„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით.ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის „ქოლცენტრების“ მხილებაში. (კონკურენტებს ანადგურებსო).ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი. დასახლებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა - ბრძოლა იქნება ბოლომდე! ოჯახს გამძლეობა“, - აღნიშნულია ელისო კილაძის წერილში, რომელსაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. პროკურატურის განცხადებით, ბენ ანორმა „ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“.

ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ახალმა ბიომეტრიულმა პასპორტმა და პირადობის ელექტრონულმა მოწმობამ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, როგორც თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებმა.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ახალი ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელთა გაცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2025 წელს დაიწყო, წარდგენილი იყო უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების რეგიონული ფორუმის – „მაღალი უსაფრთხოების ბეჭდვა 2026“ (High Security Printing EMEA 2026) ფარგლებში გამართულ კონკურსში, ნომინაციაში – „საუკეთესო დოკუმენტების სერია“.დაჯილდოების ცერემონიაზე ჯილდო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძეს გადაეცა.უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების ყოველწლიური რეგიონული ფორუმი მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბათში, ბრიტანული კომპანიის „რექონესენს ინტერნეიშენალის“ (Reconnaissance International) ორგანიზებით ჩატარდა. მასში 50-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები: სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თამთა ფეტვიაშვილი და ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პროექტის მენეჯერი, ნატალია გეგელაშვილი ფორუმზე მოხსენებით წარდგნენ და ღონისძიების მონაწილეებს ახალი ქართული დოკუმენტების დიზაინი და მახასიათებლები გააცნეს.ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დიზაინი კი ეროვნული თემატიკით არის გაჯერებული. 

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ევროკავშირის ახალი პროექტის – ERIC-GE იმპლემენტაცია დაიწყო

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და განამტკიცებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კვლევით და ინოვაციურ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ERIC-GE გახდება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის სამეცნიერო-ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. ეს პროექტი წარმოადგენს ინვესტიციას მომავალში - ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით, ასევე, ადამიანურ კაპიტალსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებსა და გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებს, ექსპერტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომაც ამ წარმატებაში გადამწყვეტი იყო. ასევე მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პროგრამა Erasmus+-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.სტუ-ის ცნობით, კონსორციუმის პირველ შეკრებას ესწრებოდნენ: ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის (UCLAN CYPRUS LIMITED (UCLan Cyprus) დელეგაცია პროფესორების - კოსმინა თეოდოლუს, ნევი აგაპიუსა და მარიოს რასპოპოულოსის შემადგენლობით; პალერმოს უნივერსიტეტის (UNIVERSITA DEGLI STUDI DI PALERMO - UNIPA) დელეგაცია პროფესორ ჯიოვანი ფალკონეს და დოქტორანტების - ჯანმარკო ლა როსას და ლიდია კასტრონოვოს შემადგნელობით; ახალი უმაღლესი სასწავლებლის - ნიუუნის დელეგაცია: რექტორი თამარ გარდაფხაძე, პროფესორები ნანა ციხისთავი, ნათია გოგოლაური, სოფიო მორალიშვილი, მედეა სამსიანი; ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დელეგაცია - რექტორი გოჩა თუთბერიძე, პროფესორები გიორგი დათუაშვილი, გოჩა უგულავა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის კახაბერ კორძაიას, ადმინისტრაციის წარმომადგენლების სვეტლანა კირაკოსიანის და შორენა ქურდაძის შემადგენლობით; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, გურანდა მოდებაძე, ნინო მილაშვილი; უნივერსიტეტი ალტერბრიჯი - რექტორი ნათია გოცაძე, პროფესორები მაკო ჯაოშვილი, ანა წიკლაური, თამთა ჰაგერი.როგორც კონსორციუმის პირველი შეკრების ღონისძიების გახსნისას სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა "ტექინფორმი" ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო ორი (2026-2027) წლის განმავლობაში პროექტის - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ - (ERIC-GE), კოორდინატორი იქნება. პროფესორ ზურაბ გუდავაძის განცხადებით, კონკურსში უნივერსიტეტის გამარჯვება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სივრცისთვის, იმდენად, რამდენადაც პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე მეთოდების შეფასების გაცნობას და მათ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.„განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავ, რომ 2025 წლის კონკურსში - ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-1 (Capacity Building in Higher Education), გაიმარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება პროექტის კოორდინატორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი ინსტიტუტი „ტექინფორმი“ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პროექტის განხორციელებაში, როგორც კოორდინატორები, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი ყველა აქტივობის ჩატარების ხარისხისა და ევროპული სტანდარტების სრულ დაცვას. პროექტი ERIC-GE მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების სისტემურ გაძლიერებას. თანამედროვე უნივერსიტეტი XXI საუკუნის გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში გარდაიქმნა ინტელექტუალური კაპიტალის, ახალი ცოდნის სისტემური გენერირების და მისი საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ პრაქტიკაში გამოყენების მთავარ პლატფორმად. უნივერსიტეტი დღეს უკვე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ინტეგრირებულია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა, ვითარდება კრიტიკული აზროვნება და ყალიბდება ახალი სამეცნიერო პარადიგმები. უნივერსიტეტი ამ პროცესში აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას და ინდუსტრიას, ხელს უწყობს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და ქმნის ინოვაციური ეკოსისტემის საფუძველების განვითარებას. კვლევა, სიახლეების შექმნა და დანერგვა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ქვაკუთხედია. სწორედ კვლევაზე და ცოდნის პრაქტიკულ ტრანსფორმაციაზე დაფუძნებული მოდელი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რეალურ ჩართულობას საზოგადოებრივი პროგრესის, ტექნოლოგიური წინსვლისა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესში. პროექტი ERIC-GE სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს - ხელს შეუწყობს კვლევითი მენეჯმენტის მოდერნიზებას, ინოვაციური ეკოსისტემების გაძლიერებას, უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ფორმატში. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, დავნერგოთ ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტები და გავაძლიეროთ ინსტიტუციური მართვის კულტურა. ეს არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებაა, არამედ თანასწორ პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რომელიც ქმნის გრძელვადიან ღირებულებას. პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ კოორდინატორის ამპლუა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. კოორდინაცია ნიშნავს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ მართვას, არამედ ხედვის ფორმირებას, სტრატეგიული მიზნების თანმიმდევრულ განხორციელებას და პარტნიორებს შორის ეფექტიანი სინერგიის უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი პროფესიონალიზმითა და უდიდესი პასუხისმგებლობით წარუძღვება ამ პროცესს. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს, ინსტიტუტის გუნდს და კონსორციუმის წევრებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გუდავაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერმზომელობის დანერგვაა, რათა გაძლიერდეს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კვლევითი უნარები და გაღრმავდეს აკადემიური პერსონალის კომპეტენცია. პროექტის საშუალებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას, რომელიც გამოადგებათ მეცნიერებათმზომელობის სრულფასოვანი ანალიზის ჩასატარებლად და გაეცნობიან მოწინავე კვლევით მეთოდებს და მიდგომებს, რომელთაც შემდეგ სასწავლო-კვლევით საქმიანობაში გამოიყენებენ. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ინსტიტუციური კვლევითი პოლიტიკის მოდერნიზებით, ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ძირითადი მიზნები და ინიციატივებია: სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ახალი ონლაინ კურსის - მეცნიერებათმზომელობის - დანერგვა. აღნიშნული კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ციტირების ანალიზი, ბიბლიომეტრული ინდიკატორები, პატენტმზომელობა, გავლენის შეფასება, კვლევის ტენდენციების რუკა, შეფასების მეთოდებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ა.შ.

ბოლო სიახლეები