ეს პარტიები ცდილობენ თვითაქტუალზაციას ხელოვნურად და იგონებენ ისეთ თემებს, რომელზე საუბარიც მათივე გადმოსახედიდან, უხერხული უნდა იყოს, ვინაიდან, სწორედ ამ პარტიებმა გამოავლინეს განსაკუთრებული უპასუხისმგებლობა 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„სამი ისეთი პარტია გაერთიანდა, რომელიც ჯამში ერთ პროცენტიან ბარიერსაც ვერ ლახავს. ეს პარტიები ცდილობენ, თვითაქტუალზაციას ხელოვნურად და იგონებენ ისეთ თემებს, რომელზე საუბარიც მათივე გადმოსახედიდან, ჩემის აზრით, უხერხული უნდა იყოს, ვინაიდან სწორედ ამ პარტიებმა გამოავლინეს განსაკუთრებული უპასუხისმგებლობა 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. მათ თავიდანვე უარი თქვეს და გაემიჯნენ სამუშაო პროცესს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ მათი მიზანია საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.