ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

რატი იონათამიშვილი: „ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად გადავდგათ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განაგრძობს მოქალაქეებთან შეხვედრებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართულებით.
დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს, დეა გოშხეთელიანს შეხვდა და ოჯახური ძალადობის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონებში ქალთა უფლებების მდგომარეობას და ზოგადად, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.
„ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად გადავდგათ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები. პარლამენტმა გასულ წელს მოახდინა სტამბოლის კონვენციის – „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ რატიფიცირება, რაც იყო ძალიან სერიოზული ნაბიჯი, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ამ მიმართულებით, სულ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ხაზი ადამიანის უფლებათა დაცვის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების შექმნას გულისხმობს.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც გრძნობენ თავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, იყვნენ აქტიურები და არ დამალონ მსგავსი დანაშაული. მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია საერთო პროცესში. ამით ჩვენ შევძლებთ, როგორც დამდგარი ფაქტების წინაშე მყისიერ რეაგირებას, ასევე, უზრუნველვყოფთ პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები მინიმუმამდე დავიდეს“-განაცხადა რატი იონათამიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.წერილში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაეგზავნა, ნათქვამია, რომ ილია მეორე საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში.„თქვენო აღმატებულებავ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საერთაშორისო სამდივნოსა და პირადად ჩემი სახელით, მსურს, გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ასაფ ჰაჯიევის  სამძიმრის წერილში.

პედრო სანჩესი – ახლო აღმოსავლეთში ომი ესპანეთის მთავრობამ და მოსახლეობამ დაწყების მომენტიდან დაგმეს, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმნა ირანში მიმდინარე ომი დაგმო და ხაზი გაუსვა ევროპის მიერ ერთიანი ფრონტის შენარჩუნების აუცილებლობას. ამის შესახებ პედრო სანჩესმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.„ჩემი მხრიდან რა გზავნილიც იქნება ლიდერებთან არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართულები დიპლომატიურ გამოსავალში. მე მჯერა, რომ ეს ომი ურთიერთდაკავშირებულია ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ დანარჩენ ომებთან“, – აღნიშნა სანჩესმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე.რაც შეეხება ევროპის ჩართულობას, სანჩესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპამ უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ მხარს უჭერს მულტილატერალიზმს და საერთაშორისო სამართალს.„ევროპა დაფუძნებულია მულტილატერალიზმსა და ერთობლივი გადაწყვეტილებების პრინციპებზე და არა ცალმხრივზე. საერთაშორისო სამართალზე, მშვიდობაზე, ერებსა და საზოგადოებას შორის მშვიდობიანი თანაარსებობის პატივისცემაზე. კიდევ ერთხელ, ეს არის ის, რაც ამ შემთხვევაში, ირანში ომთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ომი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ და მთელმა ესპანეთის მოსახლეობამ დაგმო დაწყების მომენტიდან. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა“, – თქვა სანჩესმა.

იზა ომაძე ილია II-ის შესახებ: “ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში”

2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება."ბოლო წლებში მთელი გულით მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი აზრი სულ მაინტერესებდა და და ვფიქრობდი, ჩემს რამდენიმე კითხვაზე მხოლოდ მას შეეძლო ამომწურავი პასუხი გაეცა. სამწუხაროდ, ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში.მისი ქადაგებიდან რამდენიმე ფრაზას ჩავეჭიდე და სულ ვიხსენებდი, უსაშველო ტკივილისას…ურთულეს პერიოდში, არაერთი სისტემის ცვლილებისას მოუწია ცხოვრება პატრიარქს, მაგრამ მან თავისი სიბრძნით, ღვთის მადლით შეძლო ბევრი რამ.მას მერე, რაც ამ ქვეყანას მოევლინება ადამიანი, მის ცხოვრებაში რჩება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, თარიღი ამ ქვეყნიდან გამგზავრებისა-გარდაცვალება, როდესაც საგზლად ამდენი ადამიანის ცრემლი, გულის ტკივილი მიგყვება - ესაა უმთავრესი."ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას! ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხონებს" - ასე გვასწავლე. მადლობა, პატრიარქო. მართალთა თანა განისვენოს სულმან თქვენმან. ჩვენი ოჯახი ჩვენს წილ ცრემლს გატანს!ეს სტატუსი ქადაგებიდან საგულდაგულოდ მქონდა შენახული! 2021 წლის 17 ოქტომბერი! ჩემი ნიკო ერთი თვის შეერთებული იყო ზეციურ საქართველოს!ფასდაუდებელი ფორმულაა", - წერს იზა ომაძე და პატრიარქის შემდეგ სიტყვებს აქვეყნებს - "თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი".

“ბევრი მოგონება და მადლიერება” – მარიამ როინიშვილის მოგონებები

"ბევრი მოგონება და მადლიერება" - წერს მარიამ როინიშვილი და პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით.„2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი.განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/#deposit“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს.

ბოლო სიახლეები