პარასკევი, ივლისი 4, 2025

რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის იმ პარტიის პრეზიდენტი, სადაც ვერ გაურკვევიათ, ვინ არის თავმჯდომარე, აქტივისტი, ვინ სად არის და რას წარმოადგენს

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი რა განცხადებებს აკეთებს, რას გეგმავს და რას არ გეგმავს, ვფიქრობ, რომ არც ჩემთვის, არც საზოგადოებისთვის და არც მისი უკვე ყოფილი ამომრჩევლისთვის არანაირად საინტერესო არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„ზურაბიშვილი არის იმ პარტიის პრეზიდენტი, სადაც ვერ გაურკვევიათ, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ არის აქტივისტი, ვინ სად არის და რას წარმოადგენს. შესაბამისად, მშვიდობაში მოახმაროს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობა სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა: „ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებოდით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტ ყაველაშვილის განცხადებაში.„ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, – აღნიშნულია ყაველაშვილის განცხადებაში.

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც ჭიათურაში მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.მათივე ცნობით, მირზა ლოლაძემ მეორე დღეა მშრალი შიმშილობა დაიწყო.ცნობისთვის, მირზა ლოლაძესთან ერთად, მშრალ შიმშილობაზეა ტარიელ მაქაცაძეც, რომელიც ასევე, 16 დღეა შიმშილობს. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა. გარდა ამისა, მაღაროელები ღირსეულ შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს და თეირანთან კავშირს წყვეტს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს, რითაც წყვეტს კავშირს სააგენტოსა და თეირანს შორის.ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფმა ირანი დღეს დატოვა, ისინი ვენაში ბრუნდებიან.მანამდე, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს.

რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდის გამოიდარებს ქვეყანაში – „ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს…”

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ყველგან წვიმს და ჰაერის ტემპერატურამაც საგრძნობლად იკლო.„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში, განმარტა თუ რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდემდე გასტანს ცივი დღეები.„ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად ვრცელდება, აფრიკული ანტიციკლონი, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, ცალკეულ ტერიტორიაზე (იტალია, საფრანგეთი) 45 გრადუსს აღწევს და ამ პერიოდისთვის, ასეთი ტემპერატურა ნორმალურია, კლიმატის შეცვლის ფონზე. აქვე ისმის კითხვა თუ რა ხდება საქართველოში, როდესაც ირგვლივ ცხელა. ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთშია მდგრადად მდგარი, და იქიდან წამოსულ ჰაერის მასებს ვკვებავთ, ვტენით და შედარებით შედარებით გრილი ამინდები გვაქვს. სტატისტიკურად თუ შევადარებთ, ეს პერიოდი ზუსტად ედრება სექტემბრის ბოლოს 20-21 გრადუსს, როცა უკვე ზაფხული გადასულია, თუმცა წლევანდელი ზაფხული ნამდვილად მოვა და არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთას.4-5 ივლისს საქართველოში, კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, ზოგან სეტყვა და ტემპერატურა, 20-25, გრადუსი იქნება.6 ივლისიდან, საქართველოში გამოიდარებს, იქნება მზიანი დღეები. ამიტომ 7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა, 40 გრადუსი, ივლისის ბოლო მეასამე დეკადაში დაფიქსირდება. 40 გრადუსი ნორმაა ამინდის თვალსაზრისით, კი ეშინიათ ამის გაგონების, მაგრამ ეს ნორმაა, აი 43 გრადუსი თუ იქნება, აი, ეს იქნება არანორმალური.ამიტომ, წელს, ზაფხული ნამდვილად გამოვა, ნორმის ფარგლებში და ცოტა ნორმაზე ცოტა უფრო ცხელი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ კობა ფარტენაძე.

ივანე მაჭავარიანი – გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები – მე განუმარტე, რაც რეალობა იყო, ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო – ამის შესახებ...

გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ივანე მაჭავარიანმა უწყება უკვე დატოვა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ივანე მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.მაჭავარიანი ამბობს, რომ მას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება, ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ, მედიით გაიგო."ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ," - ამბობს ივანე მაჭავარიანი.პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის,უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რომლის ერთ ერთი ეპიზოდია 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.

ბოლო სიახლეები