პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც ექვსი წლის წინ, ისინი ცდილობენ, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ

რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც ექვსი წლის წინ, ისინი ცდილობენ, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი გააჩნია.

„სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს არათუ პრეზიდენტი, არამედ მონარქი და იმპერატორი. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკუთარი სკამი ყველას და ყველაფერს ურჩევნია. ყველაზე მეტად მისი ტრაგედია იმაშია, რომ რადიკალური ოპოზიცია აჯერებს ლიდერობას, სინამდვილეში ინსტრუმენტია აგენტურის ხელში. ზურაბიშვილი საქართველოში ამ მოღალატეობრივ ქმედებებს თუ გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ცუდად დაამთავრებს ისიც და რადიკალური ოპოზიციაც.

სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური გვარამიები სალომე ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ექვსი წლის წინ. ისინი ამოფარებული არიან სალომე ზურაბიშვილს და ცდილობენ, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, რათა ამაზე საკუთარი ხეირი ნახონ. ესენი არიან გიენები, რომლებიც ცდილობენ, სხვები გაიყვანონ წინა ფლანგზე, რათა მათ ნადავლს დაეპატრონონ. ეს მათ მორალურ სახეს აჩვენებს. ამ ადამიანებმა რაც არ უნდა ეცადონ, არაფრის რესურსი არ გააჩნიათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი – ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე, უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში

ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე, უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს, ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ახლა ფორმალურად დაასანქცირეს. „არ დაუშვა ომი საქართველოში. იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს. ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს. ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ეხლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს. თუმცა ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში“, – წერს გურამ მაჭარაშვილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ბრაჟეს თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. „შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას“, – წერს ბრაჟე სოციალურ ქსელში.  

როდემდე გაგრძელდება ძლიერი თოვა და ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზელენსკი ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის მადლობას უხდის

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ივანიშვილი დღეს თბილისის დე ფაქტო მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენი რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ქვეყნის დემოკრატიის განადგურება და კრიმინალური რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მის ყველა ხალხს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პროტესტის 30-ე დღე – რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

პროტესტის 30-ე დღე - ერთი თვეა რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება და ტრადიცია გრძელდება. დემონსტრანტები, რომლებიც დღესაც შეიკრიბნენ პარლამენტთან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მოსულები, მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან. პროტესტი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები