ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

რატი ბრეგაძე: წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ და არბევდნენ, მსგავსი რამ საქართველოში აღარ განმეორდება

კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევა, არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადა მითითებულია კანონში და ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში, პირველი აგვისტოდან უკვე შეეძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება.

„ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, პირველი აგვისტოდან უკვე შეუძლიათ განაცხადის გაკეთება. ორგანიზაცია თუ არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას. კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ თუკი რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც ექცევა ამ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში, არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და სანქციის სახით გათვალისწინებული არის 25 ათასი ლარის ჯარიმა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იძულებითი რეგისტრაცია რა პროცედურით მოხდება, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ოფისებში შესვლა, დარბევა ხდებოდა და დღეს ყველაფერი კანონით გაწერილი პროცედურით მოხდება.

„ოფისებში შესვლაში, ალბათ, წარმოგიდგენიათ და გინდათ, საზოგადოება მორიგ ჯერზე შეიყვანოთ შეცდომაში, რომ ვინმე აპირებს სპეცჯგუფებით, ნიღბიანებით შესვლას ოფისებში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რა თქმა უნდა, არ არის. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, მათ შორის თქვენ კოლეგა ტელევიზიაში შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს ნიღბებით. ეს ყველაფერი უკვე წარსულს არის ჩაბარებული. დაივიწყეთ ეს დრო, ნუ გაქვთ წარმოდგენა, რომ მსგავსი რამ საქართველოში ოდესმე განმეორდება. არ განმეორდება,იმიტომ რომ მათ შორის არჩევნებში თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელსაც არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. გამორიცხულია ეს ამბავი. შესაბამისად, ნიღბებით ვერც ერთ ტელევიზიაში თქვენ ვეღარ იხილავთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, შემიძლია, დაგამშვიდოთ. პროცედურებს რაც შეეხება, გიმეორებთ, ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება, ეს არის სიმართლე. რეგისტრაცია როგორ მოხდება, ამას იხილავთ შემდეგ. ფინანსური დოკუმენტების შესახებ ახლა ყველა წვრილმან, ტექნიკურ დეტალზე ხომ ვერ ვისაუბრებ? ამის შესახებ შეგიძლიათ, დარეკოთ იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე და ჩვენი ოპერატორები, დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე მოგაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ კანონს. გამოქვეყნდება მინისტრის ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად, დანართების დონეზე იქნება აღწერილი ყველა პროცედურა. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურა, რომელშიც რაიმე საგანგაშოს არათუ მე, არამედ დარწმუნებული ვარ, თქვენც რომ წაიკითხავთ, ვერაფერს დაინახავთ, რაც არ უნდა მოინდომოთ. ძალიან მარტივია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„საქართველოშიც გმართებთ ყურადღება… შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, მეტროებთან” – გოგა მანია

გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„09.03.2026 ახალი ჩანაწერი.ევროპის არცერთი ქვეყანა არ არის დაცული!! მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, სალოცავებთან და ქვედანაყოფ ბაზებთან, მეტროებთან.ეს არ ეხება მხოლოდ ევროპას ( საქართველოშიც გმართებთ ყურადღება.. მეზობელი ქვეყნების ჩათვლით. ამერიკაში იქნება არაერთი აფეთქება!! გააზიარეთ 2028 წლამდე მსოფლიო მასშტაბით დავკარგავთ სულ ცოტა 12% ამას დაემატება ვულკანური ამოფრქვევებიც !!! საქართველო ყველაზე მეტად არის დაცული, თუმცა ახლა დიდი ყურადღება გმართებთ !!! ჩემი ჩანაწერებიდან რომელიც ყველაზე დაცულ ადგილას ვინახავთ! სანამ თქვენამდე მოვიტან ინფორმაციას მერწუნეთ უდიდესი ტკივილის ქვეშ მიწევს ყოფნა!!! მეტად დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!!!! გააზიარეთ !!!",- წერს გოგა მანია. 

CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.ამ პოტენციური ნაბიჯის მიზანი ნავთობის გლობალური მიწოდების გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის მეშვეობით გადაზიდვების ფაქტობრივი შეჩერების დაბალანსებაა, რამაც გასული კვირის განმავლობაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.ორშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა ამ სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე და პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გვაქვს სანქციები დაწესებული გარკვეულ ქვეყნებზე“ და „ჩვენ ვაპირებთ მოვხსნათ ეს სანქციები, სანამ ვითარება არ გამოსწორდება“.გასულ კვირას ხაზინის დეპარტამენტმა ინდოეთს დროებითი ნებართვა მისცა, შეიძინოს უკვე ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი აშშ-ის მხრიდან სანქციების გარეშე. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლისთვის „მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს“ არ მოიტანს, რადგან ნავთობი ისედაც გამოუყენებლად იდგა სანაპიროსთან ტანკერებში.მას შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სანქციების დამატებით შემსუბუქებაზე იმსჯელეს, თუმცა საკითხში ჩახედული პირები აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედების მასშტაბსა და ფარგლებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ვიბრძვით სასტიკი მტრის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს, თუმცა ეს ძალიან დიდი თანხა გვიჯდება, ომის დროს ვალდებული ვართ, გამოვყოთ სპეციალური...

ჩვენ ვიბრძვით სასტიკი მტრის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ბრძოლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, გასულ წელს, ოპერაცია „აღმავალი ლომის“ დროს ისრაელმა ირანის ბირთვული და ბალისტიკური შესაძლებლობები გაანადგურა. თუმცა, მისივე თქმით, თეირანმა „გაკვეთილი მაინც ვერ ისწავლა“ და ამ პროგრამების განვითარება ხელახლა სცადა.„გაკვეთილის სწავლის ნაცვლად, მათი ხელახლა განვითარება და მიწისქვეშ დამარხვა სცადეს, ისე, რომ ჩვენ მათთვის ზიანის მიყენება აღარ შეგვძლებოდა. ამიტომ, ეჭვგარეშე იყო, ჩვენ ეს ოპერაცია უნდა დაგვეწყო. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვმუშაობთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან და მფრინავებთან ერთად. თუმცა, აქ არსებობს დიდი „მაგრამ“, ეს ძალიან დიდ თანხად გვიჯდება. ამიტომ, ომის დროს ჩვენ ვალდებული ვართ, გამოვყოთ სპეციალური ბიუჯეტი ათეულობით მილიონის, უფრო სწორედ, ათეულობით მილიონი „შეკელის“ ოდენობით, რათა დავეხმაროთ თავდაცვის ბიუჯეტს და საომარ ძალისხმევას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ექიმებმა დაასახელეს 7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს

სხეულში მოდებული და მოძლიერებული კიბოს უჯრედები ძალიან სწრაფად იწყებენ ადამიანის ორგანიზმის მოკვდინებას. სამედიცინო სფერო ამ პროცესს ქიმიოთერაპიის დახმარებით ებრძვის.არცერთ საკვებს არ შეუძლია კიბოსგან დაცვა თავისთავად, დამოუკიდებლად. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ისეთი დიეტა, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ბოსტნეულით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით, პარკოსნებითა და სხვა მცენარეული პროდუქტებით, მრავალი სახის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს.1. წითელი ღვინოცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელის ჭარბი მოხმარება ზრდის გარკვეული სახეობების კიბოს განვითარებას ადამიანის ორგანიზმში. თუმცა, წითელი ღვინო გამონაკლისია. ამ სასმელში არის ძლიერი მოლეკულები, რომლებსაც ეძახიან "რესვერატროლებს" – ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეიცავს ყურძნის კანი. სოწრედ ეს ნივთიერება ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოს. 225 მლ. გრ. წითელი ღვინო შეიცავს 640 მკგ როსვერატროლს, მისი მიღება საჭიროა დღის მანძილზე 200-600 მკგ. ოდენობით!2. პომიდორინივთიერება, სახელწოდებით ‘’ლიკოლენი’’, ცნობილია კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლით. პომიდორი ამ ნივთიერების შემცველი ბუნებრივი პროდუქტია.3. კურკუმაკურკუმას შემადგენლობაში შედის აქტიური ინგრედიენტი სახელწოდებით ‘’კურკუმინი’’. ის აფერხებს კიბოს განვითარებას ქრონიკული დაავადების უჯრედულ-სასიგნალო ასპექტებში ჩარევით. კურკუმინი აფერხებს ისეთი კიბოს სახეობების განვითარებას, როგორიცაა ძუძუს, ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, ნაწლავის კიბო და ა.შ.4. შავი მოცვიშავი მოცვის წვენი ხელს უშლის კიბოს უჯრედების გავრცელებას, ხოლო მისი ექსტრაქტი ამცირებს სიმსივნეს და აფერხებს ავთვისებიანი უჯრედების გავრცელების პროცესს.5. ჟოლოჟოლო ოდითგანვე ცნობილია ანთებისსაწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებით. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მჟავა და ანთებითი პროცესების განვითარების შეფერხებაში, რითაც ასევე ხელს უშლიან კიბოს უჯრედების გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში.6. ყავა და მწვანე ჩაიეს ორი პოპულარული სასმელი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებების მთელ კომპლექსს.7. შავი შოკოლადიშავი შოკოლადი ძალიან სასარგებლოა: ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის გაჯანსაღებას, ავთვისებიანი უჯრედების გავრცელებასთან ბრძოლას და ყველაფერთან ერთად ამაღლებენ განწყობას!

ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, ბოჭორიშვილმა, გოგრიჭიანმა და პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი გახდა – ქართველმა მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი რასულ გალბურაევი 6:1 დაამარცხა.ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი გოგრიჭიანმაც (79 კგ), რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 8:7 დაამარცხა ბელარუსი ალიაკსანდრ ვიარბიტსკი.97 კგ წონით კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბერძენ ნიკოლაოს კარავანოსს 4:0 სძლია და კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.

ბოლო სიახლეები