პარასკევი, ივლისი 4, 2025

რატი ბრეგაძე: “ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური”

მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრები სამუშაო ფორმატზე შეთანხმდნენ.  ამის შესახებ  ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ერთად დაგეგმავენ კონკრეტულ ნაბიჯებს.

„დღევანდელი შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ერთმანეთს რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას. სახალხო დამცველს ვთხოვეთ, განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა და მათი ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ინტერესია, პატიმრის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი – სტაბილური.

„ვკიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენი ყველა ქმედება იქნება ადეკვატური. ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. ვისაც ამოძრავებს სხვა მიზნები და ამ შემთხვევაში, მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანიის მონაწილეები არიან, ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ ისევ და ისევ პატიმრის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით,  საქართველოში პატიმრის უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალია, რასაც დღევანდელი შეხვედრაც მოწმობს. ამისათვის მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უწყების ყველა ხელმძღვანელს 2012 წლიდან და  სპეციალური პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ზრუნავენ  პატიმრის უფლებების დაცვაზე, აგრეთვე, შეხვედრის ყველა მონაწილეს, რომლებიც მყისიერად  გამოეხმაურნენ იუსტიციის სამინისტროს თხოვნას.

მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც ჭიათურაში მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.მათივე ცნობით, მირზა ლოლაძემ მეორე დღეა მშრალი შიმშილობა დაიწყო.ცნობისთვის, მირზა ლოლაძესთან ერთად, მშრალ შიმშილობაზეა ტარიელ მაქაცაძეც, რომელიც ასევე, 16 დღეა შიმშილობს. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა. გარდა ამისა, მაღაროელები ღირსეულ შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს და თეირანთან კავშირს წყვეტს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს, რითაც წყვეტს კავშირს სააგენტოსა და თეირანს შორის.ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფმა ირანი დღეს დატოვა, ისინი ვენაში ბრუნდებიან.მანამდე, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს.

რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდის გამოიდარებს ქვეყანაში – „ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს…”

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ყველგან წვიმს და ჰაერის ტემპერატურამაც საგრძნობლად იკლო.„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში, განმარტა თუ რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდემდე გასტანს ცივი დღეები.„ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად ვრცელდება, აფრიკული ანტიციკლონი, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, ცალკეულ ტერიტორიაზე (იტალია, საფრანგეთი) 45 გრადუსს აღწევს და ამ პერიოდისთვის, ასეთი ტემპერატურა ნორმალურია, კლიმატის შეცვლის ფონზე. აქვე ისმის კითხვა თუ რა ხდება საქართველოში, როდესაც ირგვლივ ცხელა. ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთშია მდგრადად მდგარი, და იქიდან წამოსულ ჰაერის მასებს ვკვებავთ, ვტენით და შედარებით შედარებით გრილი ამინდები გვაქვს. სტატისტიკურად თუ შევადარებთ, ეს პერიოდი ზუსტად ედრება სექტემბრის ბოლოს 20-21 გრადუსს, როცა უკვე ზაფხული გადასულია, თუმცა წლევანდელი ზაფხული ნამდვილად მოვა და არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთას.4-5 ივლისს საქართველოში, კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, ზოგან სეტყვა და ტემპერატურა, 20-25, გრადუსი იქნება.6 ივლისიდან, საქართველოში გამოიდარებს, იქნება მზიანი დღეები. ამიტომ 7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა, 40 გრადუსი, ივლისის ბოლო მეასამე დეკადაში დაფიქსირდება. 40 გრადუსი ნორმაა ამინდის თვალსაზრისით, კი ეშინიათ ამის გაგონების, მაგრამ ეს ნორმაა, აი 43 გრადუსი თუ იქნება, აი, ეს იქნება არანორმალური.ამიტომ, წელს, ზაფხული ნამდვილად გამოვა, ნორმის ფარგლებში და ცოტა ნორმაზე ცოტა უფრო ცხელი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ კობა ფარტენაძე.

ივანე მაჭავარიანი – გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები – მე განუმარტე, რაც რეალობა იყო, ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო – ამის შესახებ...

გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ივანე მაჭავარიანმა უწყება უკვე დატოვა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ივანე მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.მაჭავარიანი ამბობს, რომ მას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება, ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ, მედიით გაიგო."ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ," - ამბობს ივანე მაჭავარიანი.პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის,უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რომლის ერთ ერთი ეპიზოდია 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.ადვოკატის ინფორმაციით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

ბოლო სიახლეები