ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026

რატი ბრეგაძე: „საერთაშორისო სასამართლოებში ყველა გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ ისაუბრა.

„საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა არის იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამ მხრივ ბევრი რამ გვაქვს საამაყო – არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3 300-მდე საქმიდან აბსოლუტურად ყველა საქმე დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ყველა ეს გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული. 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24,000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (რომელიც, სხვებს შორის, მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს) 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა ომის დროს, სამართლებრივად ბოლომდე იყოს დაცული “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ვითარებაა გზებზე – გზების დეპარტამენტი ინფორმაციას აქვეყნებს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ97-კმ162 (რუისის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიასაავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული 34 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოვლინდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში.დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების პირობები, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის დასახელების, ინგრედიენტების, მათ შორის, ალერგენების, საკვები საღებავისა და სხვა დანამატების, წონის, შენახვისა და გამოყენების პირობების დატანას. გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ა.შ.სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები.გასულ წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 1200-ზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.

დონალდ ტრამპი – მოქალაქეობას გავუუქმებთ ყველა იმ ნატურალიზებულ იმიგრანტს, რომელიც თაღლითობაში იქნება მსჯავრდებული

ჩვენ ვაპირებთ, მოქალაქეობის გაუქმებას სომალიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან ჩამოსული ნებისმიერი ნატურალიზებული იმიგრანტისთვის, ვინც თაღლითობაში იქნება მსჯავრდებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მსგავს პირებს ქვეყნიდან გააძევებს.„თუ ამერიკაში, ამერიკელების გასაძარცვად ჩამოხვალთ, ციხეში ჩაგსვამთ და დაგაბრუნებთ იქ, საიდანაც მოხვედით. პირდაპირ ციხეში ჩაგსვამთ. მათ ეს იციან,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები