კვირა, დეკემბერი 22, 2024

რატი ბრეგაძე – როგორ შეიძლება განვითარდეს ტყიბული იმ ძალის ხელში, რომელმაც შექმნა მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, რომელიც ამტვრევდა სატელევიზიო თეფშებს, იმისათვის რომ თავისუფალი სიტყვა ვერავის გაეგო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტყიბულში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე იმ მნიშვნელოვან ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სხვა პოლიტიკური ძალებისგან“ განასხვავებს.
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2012 წლამდე მმართველობის პერიოდი და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ის ძალაა, რომელმაც საქართველო ევროპასთან დაახლოვა.
“მე დაგისვამთ შეკითხვას, როგორ შეიძლება განვითარდეს ტყიბული მაგალითად იმ ძალის ხელში, რომელმაც შექმნა მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, რომელიც ამტვრევდა სატელევიზიო თეფშებს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა ვერ გაეგო ვერავის, არა თუ  მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდებოდა საქართველოში არამედ  ჩენც კი არ შეგვძლებოდა ერთმანეთისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. როგორ შეძლებს ის ძალა რამის განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იყო საკუთარი ბელადის კეთილდღეობაზე, რომლის ოჯახის წევრებიც იღებდნენ უნივერსიტეტებს სიმბოლურ ფასად და რომლებმაც საზოგადოებას წაართვეს საზოგადოებრივი საკუთრება იპოდრომი.
მე გეტყვით, ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომელმაც მოუტანა საქართველოს თავისუფლება, რომელმაც ისე დაახლოვა  ქვეყანა ევროპას, როგორც ეს არასოდეს ყოფილა. ამ ყველაფერს მოიტანს ის ძალა, რომლის დამფუძნებელმაც მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა უნივერსიტეტში და ის უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომლის დამფუძნებელმა ასევე თბილისს დაუბრუნა იპოდრომი და იქ შენდება პარკი რომლითაც არა თბილისი, არამედ მთელი საქართველო იამაყებს,  ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომლის მთავრობასაც სათავეში უდგას ბატონი  ირაკლი ღარიბაშვილი,  რომელმაც, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე რომ ვისაუბროთ მართლაც შეუძლებელი შეძლო და ზუსტად ერთი წლის თავზე,  როდესაც დაპირდა სამხედროებს, რომ აშენდებოდა სამხედრო ქალაქი, სულ რამდენიმე დღის წინ ხუთასამდე სამხედრო მოსამსახურეს უკვე გადაეცა ბინები. ეს არის ადამიანი, რომელიც დაპირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ აღდგებოდა საავიაციო პარკი და ზუსტად ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად, სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს თავისუფლების მოედანს” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ქალების ხორუმი! შიგ ევროპული ნოუ ხაუ! შემდეგი აქცია - მარში! ზურა-გირჩის შარვალჩახდილთა დასის შესრულებით! შავი გედების ხორუმი უკუსვლით ბალეტიდან „გედბის ტბა“! სოლისტები- მადამ სალომე, ლяკა, სალომე სამადაშვილი, ზურა-გირჩი, კიკუ და ალეკო ელისაშვილი! შენ დაუკა!“ - წერს ხაინდრავა.

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნისუღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს – რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. „24-ე დღე რომ შედგა, ეს არის დიდი გამარჯვება და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნის, საბოლოო შეფასების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა იმ ხალხის შეფასებები, რომლებიც აქ დგანან 24-ე დღე-ღამეა და იცავენ არჩევანის უფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და იცავენ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების უფლებებს, რომ ისინი გათავისუფლებული იყვნენ, რომლებიც 300-400 ადამიანი იქნება. ჩვენ, თუ ყველამ ერთად, ეს წნეხი აქციების საშუალებით ქუჩაში, მშვიდობიანად არ გავაგრძელეთ, ჩვენ თუ დასავლელი მეგობრები არ მოგვეხმარნენ ამ არჩევნების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით ეს ეუთო/ოდირის შეფასების შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება, დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ, დასანქცირებული უნდა იყვნენ კონკრეტული ინდივიდები, რომელთაც ბრალი მიუძღვით იმ უკანონობებში თუ ძალადობებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ამ სამი მიმართულებით წნეხის პირობებში ჩვენ მივაღწევთ პოლიტიკურ შედეგს. უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდა დაკავებული და ნაცემი, ასევე ახალი არჩევნების თარიღი უნდა დასახელდეს. რაც უფრო სწრაფად დაასახელებს არჩევნების თარიღს „ოცნება“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მათთვისაც. რაც უფრო გაწელავს ამ დროს, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის და იქნება ცუდი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

ბოლო სიახლეები