საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, გაემგზავროს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას კერძო ვიზიტით, მას თუ უნდა, შეასრულოს წარმომადგენლობითი ფუნქციები, ამ შემთხვევაში, უნდა აიღოს საქართველოს მთავრობის ნებართვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტის განხორციელება, რომელიც არ იქნება შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, არის კონსტიტუციის დარღვევა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, „გაწერილია პროცედურა, რა ხდება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში“.