„ჩვენ როგორც მრავალგზის განვაცხადეთ, ვეყრდნობით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების უსაფუძვლო გამონათქვამებს. ექიმმა, ბატონმა ჩხაიძემ, განაცხადა შემდეგი, რომ პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა, ვციტირებ, და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს; ასევე, მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად იმის მტკიცებულება, როდესაც ადამიანს ესაჭიროება პარენტერალური კვება, და უფრო გასაგები რომ გახდეს, ეს რას გულისხმობს, ეს არის ინტრავენური გადასხმა იმ ნივთიერებების, რომელიც ესაჭიროება პაციენტს; ეს შესთავაზეს მას ექიმებმა, თუმცა, მან ეს არ გაიკეთა. ამავდროულად, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ პროცედურის ჩატარება არათუ პალატაში, საავადმყოფოში, არამედ სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ასევე, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ადამიანი შერჩევითად იკეთებს გარკვეული მედიკამენტების გადასხმას და ზოგ რამეზე ამბობს უარს. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.
რატი ბრეგაძე: „ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენლებს მოსკოვში ხშირი სტუმრობის გამო აკრიტიკებს – „უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არ ჩამოსვლა“
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებების მიერ მოსკოვში ხშირად ჩასვლა და კიევისთვის გვერდის ავლა უპატივცემულობაა.„უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არ ჩამოსვლა“, – ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა სამხედროებმა ნებაყოფლობით უნდა დატოვონ დონბასის ის ნაწილი, რომელიც რუსეთმა სამხედრო ძალით ვერ დაიკავა.„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი იქნებოდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.მისი განმარტებით, თავდაცვითი ხაზის მოწყობისა და გამაგრების გარეშე, უკრაინა დასუსტდება, ხოლო უკან დახევის შესახებ ბრძანება არმიის სულისკვეთებას ძირს გამოუთხრიდა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის უფრო სწრაფად ომის დასრულება შესაძლებელია ფრონტის არსებული ხაზის გაყინვით. მან ასევე მიუთითა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გასვლას.„საქმე იმაშია, თუ რამდენი ადამიანი მოკვდა იქ. მე მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი დღეს უპასუხისმგებლოა. რა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ უკრაინას? თუ იქ ფრონტის ხაზზე არ არიან პარტნიორები, მაშინ რატომ არ დაიწყებენ რუსები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ შეტევას? რა შეაკავებს მათ? აშშ-ში აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტი ტრამპი შეაჩერებს. პრეზიდენტი ტრამპი ორ წელიწად-ნახევარი იქნება თანამდებობაზე და მერე რას ვიზამთ?“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ,m სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა.იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერალი – რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ სასოწარკვეთამდე, დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა
ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერლის განცხადებით, რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ „სასოწარკვეთამდე და დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა“.გენერალ-მაიორ აბდულაჰის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „მიწაზე არსებული ვითარების შესახებ მცდარი სურათი შექმნას“, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, კვლავ გაურკვეველია, გაემგზავრება თუ არა ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამარხზე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს.მისი თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებს სფეროში უკვე გააფორმა 10-წლიანი კონტრაქტები საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.„ჩვენ ასევე გვაქვს მოთხოვნა 11 ქვეყნისგან – ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის რეგიონიდან, დამატებით თანდათან ვაკვირდებით კავკასიასაც. დრონების თაობაზე ამ გარიგებაში იქნება, სულ მცირე, 10 სხვადასხვა შეთანხმება უკრაინული შეიარაღების ამა თუ იმ ექსპორტის შესახებ“, – წერს ზელენსკი.მისივე თქმით, შეთანხმებების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დრონების ერთობლივი წარმოება, ასევე საწარმოო ხაზის მშენებლობა როგორც უკრაინაში, ისე სხვა სახელმწიფოებში.ზელენსკი ასევე ამბობს, რომ ამ კუთხით უკვე დაწყებულია სამუშაოები გერმანიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთსა და ნიდერლანდებთან.
დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე – მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სინდრომის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს."დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე, იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც: "12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით". მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დიუშენის წამლის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.
