სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

რატი ბრეგაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე: „მე შეგნებულად არ გამოვიყენე გუშინ სიტყვა „ტყუილი“ და იმედი გამოვთქვი, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ, კერძოდ, არ დააბრალებდნენ იმას, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა  ელჩებმა შეხვედრაზე სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება:

„მედიის მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან  იყო დაყენებული მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის შესახებ. შემდეგ თითქოსდა გაისმა ისეთი ლოზუნგი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ და მე ამის შესახებ საკმაოდ კორექტული ფორმით ვახსენე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელებული 3 ინფორმაცია  იყო სიმართლესთან შეუსაბამო, გამოვხატე პატივისცემა მედიის თავისუფლების მიმართ, თუმცა, აღვნიშნე ისიც, რომ, რა თქმა  უნდა, საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული. მე შეგნებულად არ გამოვიყენე გუშინ სიტყვა „ტყუილი“ და ვიმედოვნე, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ, კერძოდ, იმას არ დააბრალებდნენ, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ“.

რატი ბრეგაძის თქმით,  თავად ელჩებიც განმარტავენ, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციას.

„მოგვიანებით, ასევე, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია უკვე თითქმის მტკიცებითი ფორმით, რომ თითქოსდა შეხვედრაზე ელჩებმა მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რაც, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს, და მე დღესაც გავაკეთე ამის შესახებ განცხადება, მათ შორის, ერთ-ერთ არხთან საუბარში და აღვნიშნე, რომ მანამდე აღარ გავაკეთებ მათთან კომენტარს, სანამ არ იტყვიან, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მინიმუმ. ალბათ, ეს უნდა თქვან, როდესაც  მეორე მხარეც ამბობს, რომ ამ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და ეს იყო დეზინფორმაცია; ან თუ მათ ეს ინფორმაცია შემთხვევით გაავრცელეს, ამ შემთხვევაში არც ამაზე საუბარია პრობლემა. მთავარი სტანდარტი ჩემთვის ყოველთვის  არის ის, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო; საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული მაქსიმალურად როგორც კონკრეტულად მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, ისე ნებისმიერი სხვა საკითხის გარშემო, რაც წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს. იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე ღია უწყება და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები