პარასკევი, იანვარი 3, 2025

რატი ბრეგაძე – დარწმუნებული ვართ, გავიმარჯვებთ დიდი უპირატესობით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა აქვს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, თბილისში „ქართული ოცნების“ გუშინდელმა საარჩევნო ღონისძიებამ აჩვენა, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„პირველ რიგში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მობრძანდა აქციაზე, ასევე, ადევნებდა თვალყურს აქციას სხვადასხვა ტელევიზიის, თუ სოციალური მედიის საშუალებით. ის მასშტაბი, რომელიც გუშინ იხილა საზოგადოებამ, მეტყველებს იმ ნათელ გარემოებაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ ყველაფერს განაპირობებს გატარებული რეფორმები, ჩატარებული სამუშაოები. შესაბამისად, ჩვენ ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით და ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგება სწორ გზას. ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობაც“, ვგულისხმობ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და რადიკლაურ ოპოზიციას, საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდგომ შეიქმნება ახალი ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის ინტერესებზე და რომელიც არ გადაიხდის ფულს იმაში, რომ საქართველო დაასანქცირონ, ოფიციალურად და დეკლარირებულად მითუმეტეს და რომელთა რიგებშიც არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ იმის გამო, რომ იყვნენ უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურების წევრები და მთელი რიგი სხვა გარემოებები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდგომ ჩამოყალიბდება ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებზე და არ მოითხოვს სახელმწიფოსგან სრულიად უსაფუძვლოდ მილიარდ-ნახევარზე მეტ ამერიკულ დოლარს, ბატონი ხაზარაძის მსგავსად, რომელიც იმ პერიოდში უტოლდებოდა ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს და არ დააყენებს საკუთარ სახელმწიფოს ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ვფიქრობ, ბატონი ხაზარაძეც კარგად მიხვდა, რომ არ გავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ტყუილები, საერთაშორისო არბიტრაჟში მწარე მარცხიც იწვნია და ის ფულიც გადაიხადეს, რომელიც უნდა გადაეხადათ საქართველოსთვის“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები