თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, საჭიროა სასწრაფოდ გადაწყვეტილებების მიღება.
„ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ.