შაბათი, მაისი 24, 2025

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ბლექროკმა“ შეიძინა „საქართველოს ბანკის“ აქციები, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა – თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა არის ანტიქართული საქმე – ილია ინჯია

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ბლექროკმა” შეიძინა „საქართველოს ბანკის” აქციები, ხოლო, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ილია ინჯიამ.

ინჯიამ „საქართველოს ბანკის” ეს ქმედება ანტიქართულ ნაბიჯად შეაფასა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აზიანებს და ეროვნულ ბანკს მიმართა, ამ ფაქტზე ახსნა-განმარტება მოითხოვოს „საქართველოს ბანკისგან“.

„თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან, არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვს ასეთი საქართველოს ბანკს, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება საქართველოს ბანკისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით.” – განაცხადა ილია ინჯიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს."დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ.-ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

“შენ ანგელოზად იქეცი და ზეციურად ანათებ” – მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს და ასეცე სევდიან ლექსს აქვეყნებს.“ტკივილმა სული გარინდა, სხეულს ეფარა ნისლები, დღეს გიო სკოლას ამთავრებს დიდია ,დიდი ხვალიდან, საფლავზე მეგობრები და ზეიმი ახალ სახლ-კარზე შენ ანგელოზად იქეცი, და ზეციურად ანათებ.სკოლის დასრულებას გილოცავ გიო🥹🕊🕊”- წერს მარიამ ფილია.

საქართველოში შვედეთის ელჩი – შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი წერს.მისი თქმით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.„შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ეს ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, – წერს შვედეთის ელჩი.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.32-ე ტურის მატჩში სანდრო ალთუნაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და 75-ე წუთზე შეცვალა, ხოლო კიტეიშვილმა „შტურმში“ სრულად ითამაშა.თამაში „შტურმისთვის“ სასურველი სცენარით წარიმართა – გრაცელები 45+1-ე წუთზე ბოვინგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 67-ე წუთზე სტუმართა მოთამაშე ბალომ წონასწორობა აღადგინა.საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, გრაცის „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა, კონკურენტებს დაწევის საშუალება არ მისცა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.

საქართველოში ლატვიის საელჩო – შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საქართველოში ლატვიის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ„იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. რეპრესიული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – ნათქვამია საქართველოში ლატვიის საელჩოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები