შაბათი, აპრილი 5, 2025

რადოსლავ სიკორსკი – რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს

რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს ძალთა ბალანსს ევროპის კონტინენტზე და ასევე უსაფრთხოების განცდას.

სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს არის სისხლიანი დიქტატურა, რომელსაც ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა.

„ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რას გააკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი რუსეთი, სანამ ამ ქვეყანას სათავეში ვლადიმერ პუტინი უდგას. რუსეთმა ააგო ტვინის გამორეცხვის იდეოლოგია იმპერიის დაბრუნების შესახებ. ამიტომ, რუსეთი ამ ხელმძღვანელობით და ამ სახელმწიფო იდეოლოგიით იქნება საფრთხე მანამ, სანამ მას ეს ხელმძღვანელობა ეყოლება“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინის არმიაა.

სიკორსკიმ ასევე ისაუბრა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელიც განიხილავს მომავალში უკრაინაში „შემაკავებელი ძალების“ შესაძლო განთავსებას.

სიკორსკის თქმით, პოლონეთი კოალიციაში იქნება, მაგრამ უკრაინაში ფიზიკურად არ იქნება წარმოდგენილი.

„უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე დიდი, საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია. ჩვენ მხარეს არის ევროპაში ყველაზე დიდი არმია და მას აქვს ამ ახალი ტიპის ომის წარმოების გამოცდილება მილიონობით უპილოტო თვითმფრინავის მონაწილეობით“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა- ამის შსახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან:1996 წელს დაბადებული მ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2007 წელს დაბადებული კ.რ. , 1990 წელს დაბადებული მ.ბ., წარსულში ნასამართლევები: 1984 წელს დაბადებული ზ.ა., 1995 წელს დაბადებული ლ.ნ. და 1994 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ბუპრენორფინი" , „ალფა-პვპ“, და „მარიხუანა“ . პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი. ერთ-ერთი ბრალდებულის გ.კ. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 15 515 ევრო, 15 500 აშშ დოლარი და 6550 ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19- 260-ე, 18-260-ე, 273-ე პრიმა, 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მარკ რუტე – უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა იქნებოდა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა იქნებოდა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი.ამის შესახებ მარკ რუტემ „ახალ ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.კითხვაზე იმის შესახებ, რომ 2024 წელს ვაშინგტონის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ნატო-კენ უკრაინის შეუქცევადია, თუმცა შემდეგ ახალ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ალიანსის წევრი, მარკ რუტემ თქვა, რომ ვაშინგტონის სამიტს ჰქონდა ნათელი შედეგი, თუმცა უკრაინისთვის არასდროს მიუციათ პირობა, რომ ალიანსის წევრობა იქნება სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი.„მოდი, არ გვინდა, ტრამპის სიტყვების ინტერპრეტაცია. ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის სამიტის ფორმულირება გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ. ზუსტად როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ, არსებობს შეუქცევადი გზა ნატო-სკენ“,- განაცხადა მარკ რუტემ.

ანრი ოხანაშვილი – ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს.„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ის დიდი და გამორჩეული ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო გუნდმა და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტმა. მსურს, გამოვხატო მადლიერება გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ, მისი დამოკიდებულების მიმართ იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ წლებია, გვაკავშირებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო. გავამართლო ჩემს მოადგილეებთან ერთად. ირაკლი ბერაია, რომელიც პირველ მოადგილედ არის დანიშნული, გელა გელაძესა და ლევან ხარანაულთან ერთად. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, როგორც აქამდე განვაგრძოთ, განვამტკიცოთ, ინსტიტუციურად კიდევ უფრო გავძლიერდეთ და რაც მთავარია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ანრი ოხანაშვილი არის ღირსეული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, ეს არის თვისებები, რაც აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად

ანრი ოხანაშვილი არის პროფესიონალი, ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადა, სადაც სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარადგინა.მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა ასევე სახელმწიფო სამსახურის უფროსის ახალ მოადგილეებს – ირაკლი ბერაიას, გელა გელაძეს და ლევან ხარანაულს.„მინდა, თქვენს წინაშე ოფიციალურად წარვადგინო სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი, ბატონი ანრი ოხანაშვილი. ის მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. განსაკუთრებით, როდესაც ის მოღვაწეობდა საქართველოს პარლამენტში, იყო იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილი იქნება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ამ უმნიშვნელოვანესი სამსახურის. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს სახელმწიფო სამსახურს. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია იმ პოზიციის დასაკავებლად, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ჰქვია“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები