ორშაბათი, ივნისი 30, 2025

რა ხდება ადგილზე-კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს და მოკლულის მანქანა, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს…

ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს.

„აჭარის მაუწყებლის“ ინფორმაციით, მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ნატყვიარებიც აღენიშნება.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, თუმცა მზად ვართ, ვიმოქმედოთ მის შესაბამისად

დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვები, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამარცხვინოა, თუმცა ეს ქვეყნების უფლებაა.„ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე სამადაშვილი – ვიზიარებ ერთიანობაზე სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, როგორც ჩანს, ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება მეტი დრო, რათა გამოიკვეთოს, რა ბრძოლის გზაზე აპირებს დადგომას

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურსს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს აზრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.სამადაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან ზურაბიშვილის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს.„მე აბსოლუტურად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რაღაც გზა, ერთიანი სამოქმედო გეგმა. როგორც ჩანს, დღეს ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო, რათა გამოიკვეთოს, რა ბრძოლის გზაზე აპირებს, დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, რადგან ამასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურსს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს ეს აზრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სწორედ ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან მის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს, რადგან ჩვენ გვესმის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რუსული რეჟიმის დამარცხებას ჩვენ შევძლებთ მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი ერთიანობით და „ლელო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ვნახეთ ევროკავშირის დაფინანსებული აქცია, მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემიზმი, გასაკვირია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა

გუშინ ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ გაისმა მოწოდება ხელისუფლების დამხობის შესახებ. ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს და მოწოდება გაისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი დღეს ევროპული ღირებულების ყველანაირ გაგებას არის აცდენილი.„ეს არის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, მათ შორის ევროკავშირის საელჩომ ფარული დაფინანსებებით, რასთან დაკავშირებითაც ვერაფრით მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ, ახლა პასუხისმგებლობა სრულად არის ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოზე. ფაქტია და პირდაპირ ხელის გულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი. როგორ გადახარშავენ ამ მოცემულობას, რომ ვიღაცები ევროკავშირის მოქალაქეების ფულით სხვა ქვეყანაში გეგმავენ ხელისუფლების დამხობას, ეს უკვე მათი პრობლემაა. ფაქტია, ბრიუსელი დღეს აბსოლუტურად აცდენილია ევროპული ღირებულების ყველანაირ გაგებას. ვუყურებთ, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემიზმი, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც გასაკვირი და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ირაკლი კობახიძე – გუშინ ვნახეთ ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2 000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს

გუშინ ვნახეთ ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს, ბოლომდე გაინადგურა თავი მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება.„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო ინადგურებს თავს, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კახა კალაძე – მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი საცხოვრისით დაკმაყოფილდებოდა და ეს დაპირება ოქტომბრამდე შესრულდება

ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ისე განვავითაროთ, რომ რაც  შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქვეყანაში, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.კახა კალაძემ საზოგადოებას 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.„თბილისის მოსახლეობამ 2017 წლიდან დაგვიჭირა მხარი, გვენდო და დღესაც აგრძელებს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტებისა დარეფორმების განხორციელების დროს, რაც ჩვენი დედაქალაქის მომავლისთის მნიშვნელოვანია.  ყველა პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, თუმცა, ყველაზე მთავარი არის ადამიანი. ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, არის სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. ადამიანებზე ზრუნვა კი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ჰქონდა ანგარიში, სადაც  ისაუბრა, თუ რა გავაკეთეთ 2012 წლიდან დღემდე, როგორია პროგრესი ეკონომიკური თვალსაზრისით თუ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. აბსოლუტურად ყველა დარგში გვაქვს წინსვლა. თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ბატონმა ირაკლიმაც ისაუბრა, როგორია გუნდის ხედვა და რა გაკეთდება  მომავალში იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ისე განვავითაროთ, რომ რაც  შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქვეყანაში, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ისაუბრა უსახლკაროთა რეგისტრაციის, საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების პროგრამების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს.აქვე, კახა კალაძის ინფორმაციით, 2018 წლისთვის დედაქალაქში 400-მდე უსახლკარო ოჯახი იყო აღრიცხული. მიმდინარე წლის ოქტომბრამდე კიყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით.„რაც შეეხება უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, ჩვენ უამრავ ადამიანს შევუნარჩუნეთ სიცოცხლე. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ არავის არასდროს დასჭირდეს იმ პროგრამებში ჩართვა, რაც მუნიციპალიტეტს აქვს. აქვე მადლობას ვუხდი ჩვენსყველა თანამშრომელს, ვინც ზრუნავს თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა დარგის სპეციალისტებსაც, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ პროგრამებს ვერ განვახორციელებთ.2021 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო ადამიანების პრობლემას მოვაგვარებდით. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ადამიანი გვყავდა. უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და ოქტომბრამდე ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა. ადამიანები ათეული წლები ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებსაც ვერ იკანონებდნენ. ჩვენ 2017 წელს ამ ოჯახებს მივეცით პირობა და ასეულობით მილიონობით ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, უკვე ამ ადამიანების საკუთრებაშია გადაცემული. კოოპერატიული ბინათმშენებლობებიც ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემა იყო, რომელიც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვართ ის გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოგრამების გარდა, დამსწრე საზოგადოებას, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოწესრიგებულია და რაც ყველაზე მთავარია, ბაღები არის უფასო.„რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებს, ყველა ხედავთ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ, როგორი ინფრასტრუქტურა, როგორი კვება და სისუფთავეა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი შვილები პირვანდელ განათლებას ყველანაირად მოწესრიგებულ გარემოში უნდა იღებდნენ. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვუვარდებით ამ მიმართულებით. აქაც გვაქვს გამოწვევები, ძველ შენობებს რეაბილიტაციას ვუტარებთ და ძირითადად ახალ ბაღებს ვაშენებთ. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღეს საბავშვო ბაღები არის უფასო. წლების განმავლობაში იყო ფასიანი, რაც ოჯახებისთვის ფინანსურად დიდ ზეწოლას წარმოადგენდა“,  – აღნიშნა კახა კალაძემ.ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის,პარლამენტის, დედაქალაქის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები.

ბოლო სიახლეები