ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026

რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, პირბადე გამოიყენოს – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთობლივად – სახელმწიფომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცნტრმა მოამზადა ყველა ღონისძიება, რათა ეროვნული გამოცდების პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდაზე, ან შესაძლო შემთხვევა და ინფექცია არ გავრცელდეს.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა აბიტურიენტებს, რომ თუ მათ წინა დღეებში რესპირატორული სიმპტომები გამოუვლინდებათ, კვლევა ჩაიტარონ.

„დალაგებულია მთელი სისტემა, რომელიც გამოქვეყნებულია და გამოქვეყნდება კიდევ. მარტივად გეტყვით, ვისაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სიმპტომები, თავისი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მივიდეს შესაბამის ცენტგრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება. აუცილებლად  უნდა გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი. 40-მდე მეტი ადგილია ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ ნაცხის აღება და პასუხის  მიხედვით წარდგნენ საგამოცდო კომისიის წინაშე“, – განაცხდა გამყრელიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა გამოცდის პერიოდში კონდიცირებისა და პირბადეების გამოყენების საკითხზე.

გამყრელიძის თქმით, ღია ფანჯრის პირობებში კონდიციონერის ჩართვისას ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, თუ რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, ეროვნულ გამოცდებზე პირბადე გამოიყენოს.

„დაახლოებით, ორი თვეა, შექმნილია ერთობლივი ჯგუფი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, სადაც დაავსდებათა კონტროლის ცენტრი თავისთავად მონაწილეობდა. ყველაზე დიდი კამათი იყო ორ საკითზე  – გამოცდებზე ვენტილაციის შესაბამის პირობებზე და პირბადის ხმარების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამცავის და პრევენციული საშუალების გამოყენების წესზე.

ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო რეკომენდაციებით, უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ფანჯრები ოთახში ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, მინიმალურია საფრთხე ინფექციის გავრცელებისა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ეკეთოთ პირბადე. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი, და დაგეთანხმებით, რომ პირბადე არის გარკვეულად შემწაუხებელი, დისკომფორტი  და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება, გაიფანტოს.

პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან, მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტირებისას, მხედველობაში მაქვს, როცა აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, საუბრობენ, აუცულებელია, აბიტურიენტებს და ყველა იქ დამსწრე ადამიანს ჰქონდეს პირბადე.

მაგიდები არის უფრო მეჩხერად, წელს განახევრებულია, მაგიდებს შორის მარცხნივ და მარჯვნივ არის მინიმუმ ორი მეტრი დისტანცია, წინ და უკან დაახლოებით, ერთი მეტრი, არის ე.წ. დეზობარიერი. ანუ, სრულად დაცულია წინ დ აუკან, ასევე გვერდზე მჯდომი ადამიანი.

მაგიდასთან დაჯდომის დროს, ვუშვებთ, რომ აბიტურიენტს თუ არ უნდა პირბადის ტარება, მოიხსნას წერის დროს, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებლია, ესაუბროს მას პირბადით. თუ უნდა ტუალეტში გასვლა, აუცილებელია, გავიდეს პირბადით, როცა დაამთავრებს, ნაწერის ჩასაბარებლად აუცილებელია, იყოს პირბადით. ანუ, მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში, თუ აწუხებს პირბადე, რეკომენდირებულია, მოიხსნას, ამისთვის მას არავინ დასჯის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილი თავისი ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება

სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, „ტელეკომპანია „იმედის” 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლბოტი გამოვლინდა, „ქარდზე“, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული“.მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი უახლესი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მან გაათავისუფლა ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან.„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე – ამ შიდა მტრების, უსამშობლო ადამიანებისა და აგენტურის უკან რა ძალა იდგა. ეს ერთი ადამიანი გამოვიდა, სრულიად საქართველო დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა გათავისუფლდა იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდნენ.ბუნებრივია, ეს ფაქტი არ სიამოვნებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს, რომლებიც ვერ ისვენებენ. მათ  სურვილი აქვთ, როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ, რომ შემდეგ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ანკარის დეკლარაცია: მიმდინარე წელს ნატო-ს ქვეყნები უკრაინას 70 მილიარდ ევროს გამოუყოფენ

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, მიმდინარე წელს გამოყონ 70 მილიარდი ევრო უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნების უზრუნველსაყოფად.ამის შესახებ ანკარაში გამართული ნატო-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციაშია აღნიშნული.დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მოკავშირეები ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ კიევს მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ რომ ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით გაწეული დახმარების უდიდეს ნაწილს ევროპელი მოკავშირეები და კანადა აფინანსებენ, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით.„მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი, გრძელვადიან პერსპექტივაში. 2026 წლისთვის მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, გამოყონ 70 მილიარდი ევრო უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, დახმარებისა და წვრთნებისთვის, ასევე ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებებს, მინიმუმ ეკვივალენტური დონე 2027 წელსაც შეინარჩუნონ“, – ნათქვამია დეკლარაციაში.ანკარაში გამართული სამიტის მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უზრუნველყოს უკრაინის მრავალწლიანი დაფინანსება, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის სახით.სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ურყევი ერთგულება“ კოლექტიური თავდაცვისადმი, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.ამასთან, მოკავშირეებმა რუსეთი გრძელვადიან საფრთხედ აღიარეს და თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად თავიანთი მზადყოფნა გამოხატეს.„2025 წელს, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის სფეროში თავიანთი ინვესტიციები 139 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.ნატო-ს ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავდაცვაში სფეროში ინვესტიციების ჩადება უზრუნველყოფს საჭირო პოტენციალის შენარჩუნებას და ინდუსტრიულ ბაზასა და მდგრადობას აძლიერებს.„დღეს ანკარაში გამოვაცხადეთ 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შესყიდვების ახალ კონტრაქტების გაფორმება. ასევე გამოვთქვით მზადყოფნა, განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი საწარმოო შესაძლებლობები და, ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გზით, დავაჩქაროთ ინოვაციების განვითარება. ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოკავშირეებს შორის მოვხსნათ თავდაცვის პროდუქციის ვაჭრობი სფეროში არსებულის ბარიერები და გამოვიყენოთ ნატო-ს პარტნიორული ურთიერთობები თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის მაქსიმალურად გასაძლიერებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროპელი მოკავშირეები და კანადა, აშშ-სთან თანამშრომლობით, პასუხისმგებლობას იღებენ ალიანსის თავდაცვაზე. ნატო-ს შეკავება და თავდაცვა ეყრდნობა ბირთვული, კონვენციური და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების ერთობლიობას, რასაც ემატება კოსმოსური შესაძლებლობები და კიბერრესურსები.„მზად ვართ, შევინარჩუნოთ ჩვენი სამხედრო უპირატესობა. ინვესტიციებს ვდებთ შეიარაღებული ძალების განლაგებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებში, ისევე როგორც ჩვენი მიზნების მიღწევაში ყველა სფეროში, მათ შორის შორ მანძილზე ზუსტი დარტყმების, ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, უპილოტო სისტემების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და სადაზვერვო შესაძლებლობების მიმართულებით. ჩვენ ვქმნით ერთობლივ ტრანსატლანტიკურ ღრუბლოვან გამოთვლით ინფრასტრუქტურას საბრძოლო ოპერაციებისთვის და ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტის მძლავრ მოდელებს“, – აღნიშნეს სამიტის მონაწილეებმა.ალიანსის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ირანს არასოდეს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და მოუწოდეს თეირანს, პატივი სცეს ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში.

გია ვოლსკი – ეუთო-ს რეზოლუციას 230-ზე მეტი დეპუტატიდან 38-39-მა დაუჭირა მხარი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა

ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღების თაობაზე, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.„ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. 230-ზე მეტი დეპუტატიდან გადაწყვეტილებას 38-39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში შესწორების ის რედაქცია შენარჩუნებულია, რომელიც საქართველოს აბრალებს, რომ დაშორებულია სტანდარტებისგან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს. ამაში არ ვეთანხმებით, რადგან მეცნიერული ანალიზი და იმ ორგანიზაციების რეიტინგები, რომლებიც გამოქვეყნებულია, ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და დემარშიც ამან განაპირობა, როცა ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა. ეს დაძაბულობა არსებობს, დამოკიდებულებები საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსვლისას თამარ ბაგრატიონმა საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან პარტნიორობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.„პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე. მან მადლობა გადაუხადა WIPO-სა და ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის.ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას, დაეთვალიერებინათ ისტორიული ექსპონატები, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ტრადიციებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კახა კალაძე: თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება – რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურმა თბილისელებისთვის მოაწყო. ამ თემაზე მან შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ განახლებული ტექნიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩება ვანდალიზმის ფაქტები.„მინდა, თითოეულ თბილისელს მივმართო ერთი თხოვნით - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ. არცერთი სკვერი, პარკი, საბავშვო ატრაქციონი და არცერთი დარგული ხე მხოლოდ მერიის არ არის. ეს ჩვენი შვილების, ოჯახების და თითოეული თბილისელის საკუთრებაა. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს ქალაქში, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ვანდალიზმი მხოლოდ მუნიციპალური ქონების დაზიანება არ არის. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი ქალაქის, მეზობლების და შვილების მომავლის მიმართ. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება. ქალაქი მაშინ იქნება მართლაც ევროპული, როდესაც თითოეული ჩვენგანი იგრძნობს პასუხისმგებლობას იმ გარემოს მიმართ, სადაც ვცხოვრობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობასა და განახლებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.„ჩვენ მომავალშიც ისეთივე პასუხისმგებლობით განვაგრძობთ თბილისის გამწვანებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ქალაქი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს; ქალაქი, სადაც სისუფთავე, წესრიგი, სიმწვანე და ადამიანზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რადგან ქალაქის სიყვარული სიტყვებით კი არ იზომება, არამედ ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და გაფრთხილებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები