რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა შეთანხმებაში ცვლილებას, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით გააფორმა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
„მიღებული იყოს რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწეროს ოქმს გაერთიანებულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, – წერია დოკუმენტში.
პუტინმა დაავალა რუსეთში თავდაცვის სამინისტროს, რომ აღნიშნულ საკითხზე სოხუმთან მოლაპარაკება გაიმართოს და შესაბამისი ოქმი იყოს ხელმოწერილი.
ცვლილებები სამხედრო სანატორიუმების სტატუსს ეხება.