სამშაბათი, მარტი 17, 2026

რა მოუვა ორგანიზმს, თუკი ყოველდღე საუზმეზე 2 კვერცხს მიირთმევთ?

არსებობს მოსაზრება, რომ კვერცხი ჯანმრთელობისთვის მავნეა, თუმცა ეს პროდუქტი ბევრს უყვარს და მის გარეშე საუზმეც ძნელად წარმოსადგენია…
ის, რომ კვერცხი ცილის შესანიშნავი წყაროა, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ, გარდა ამისა, კვერცხი შეიცავს A, D, E და B12 ვიტამინებს, რკინას, კალცს, მინერალებსა და იოდს. ასევე, დღეში რამდენიმე კვერცხის მიღება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუკი სისხლში ქოლესტერინი დაბალი გაქვთ.
აუმჯობესებს მეხსიერებას.
კვერცხის გული შეიცავს ქოლინს – რაც შესანიშნავია ნერვული იმპულსებისთვის, რომლებიც დეტალების დამახსოვრებას უწყობს ხელს. მაგალითად, უკეთ დაიმახსოვრებთ, სად დადეთ მანქანის გასაღები ან სად დაგრჩათ მობილური ტელეფონი. კვლევებმა აჩვენა, რომ რაციონში ქოლინის საკმარისი რაოდენობა აუმჯობესებს მეხსიერებას და სწრაფად რეაგირების შესაძლებლობას.
აუმჯობესებს მხედველობას
კვერცხის გული შეიცავს ლუტეინს, რომელიც იცავს თვალს მზის სხივების მავნე ქმედებისგან და ამცირებს კატარაქტის წარმოქმნის რისკს.
ამაგრებს ძვლებსა და კბილებს
კვერცხი მდიდარია D ვიტამინით, რომელიც სისხლში კალციუმისა და ფოსფორის დონეს არეგულირებს. კვერცხის მიღება ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. სწორედ კალცი ამაგრეს ძვლებს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის წარმოქმნას.
აუმჯობესებს სახის კანის, თმისა და ღვიძლის მდგომარეობას
ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას, ძირითადად, ის ქალები განიცდიან, რომლებიც B ვიტამინს საკმარისი რაოდენობით არ იღებენ. საბედნიეროდ, კვერცხი ამ ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ამინომჟავების გადამუშავებას, რაც აუცილებელია ერითროციტების ფორმირებისთვის.
ამცირებს გულის დაავადებების რისკს
ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა დაადგინა, რომ კვერცხით მდიდარი რაციონი ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებების წარმოქმნას. საიდუმლო სწორედ კვერცხის გულშია, რომელიც ორ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს შეიცავს. ესენია: ტრიფტოფანი და თიროზინი.
ხელს უწყობს წონაში კლებას
კიდევ ერთი შესანიშნავი სიახლე! კვერცხი დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს. რა თქმა უნდა, დანაყრების შეგრძნება წონაში კლებისთვის აუცილებელი პირობაა.
ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს
კვერცხი შეიცავს ამინომჟავებს, რომელიც მუდმივად აახლებს უჯრედებს. ასაკთან ერთად, ჩვენი მოთხოვნილება D ვიტამინის მიმართ იზრდება. 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის D ვიტამინის რეკომენდებული ნორმაა 10 მკგ. ერთი კვერცხი კი, დაახლოებით, 0,7 მკგ D ვიტამინს შეიცავს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას
გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა? მიირთვით კვერცხი! კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ორი კვერცხი დღეში საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი ორგანიზმი ინფექციებისგან, დაავადებებისა და სხვადასხვა ვირუსებისგან დაიცვათ.
ზრდის დაორსულების შანსს
E ვიტამინი, რომელსაც კვერცხი შეიცავს აუმჯობესებს სპერმის ხარისხს კაცებში. სპეციალისტების განმარტებით, ორსულ ქალებში E ვიტამინს შეიცავს სითხე, რომელშიც ემბრიონია მოთავსებული. ასევე, კვერცხში შემავალი ფოლიუმის მჟავა ამცირებს ანემიის წარმოქმნის რისკს და ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას ორსულობის პერიოდში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი – იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია

დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე, – ამის შესახებ რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა და მხოლოდ გარკვეული დეტალები დააზუსტეს.„მნიშვნელოვანია შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სისხლდენა შეჩერებულია. სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ რთულია. კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა. ამან გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და არ სჭირდებოდა არანაირი რადიკალური ცვლილებები.პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგნოზთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია, გარკვეული დრო არის საჭირო, რომ სისხლდენის და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია. ამ ეტაპზე რა პრეპარატებიც სჭირდება, ყველაფერი უზრუნველყოფილია როგორც მედიკამენტების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით. დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები. ვერ გეტყვით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა თუ მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ხელნაწერი წერილი, რომელიც სავარაუდოდ, ირანის უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის ეკუთვნის

ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ხელნაწერი წერილი, რომელიც სავარაუდოდ, ირანის უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის ეკუთვნის.წერილი ასევე გამოქვეყნდა ალი ლარიჯანის პირად გვერდებზე „ტელეგრამსა“ და „იქს“-ში. თეირანში ამტკიცებენ, რომ წერილი ლარიჯანიმ დღეს დაწერა.წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.სავარაუდოდ ლარიჯანის წერილში პატივისცემა არის გამოხატული იმ ირანელი საზღვაო ქვეითებისადმი, რომლებიც 4 მარტს შრი-ლანკის სანაპიროსთან ამერიკული წყალქვეშა ნავის მიერ ირანულ სამხედრო გემზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპნენ.ირანში დღეს დაღუპული 84 ირანელი მეზღვაურის პატივსაცემად ცერემონიალი გაიმართება.მანამდე ალი ლარიჯანიმ ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მუსლიმური ქვეყნების მხრიდან ირანის მხარდაჭერის ნაკლებობაზე საუბრობს.„არცერთი ისლამური მთავრობა არ დადგა ირანელი ხალხის მხარდამხარ, გარდა იშვიათი შემთხვევებისა და შეზღუდული პოლიტიკური პოზიციისა. აშშ და ისრაელი არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის მუსლიმური ირანი და წინააღმდეგობის ძალები. რომელ მხარეს ხართ თქვენ?“, – ნათქვამია ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაში.

კაია კალასი – ბოლო დროს აშშ-ის ნაბიჯებს ვერ ვიგებთ

ბოლო დროს აშშ-ის ნაბიჯებს ვერ ვიგებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.კაია კალასის განცხადებით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირი აშშ-ის არაპროგნოზირებად ქცევას ითვალისწინებს.„რა თქმა უნდა, ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვართ, მაგრამ ბოლო დროს მათ ნაბიჯებს ვერ ვიგებთ. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ სიტყვა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, არის არაპროგნოზირებადობა. ამიტომ, ახლა მშვიდად ვართ, რადგან ველით, რომ არაპროგნოზირებადი რამ ყოველთვის მოხდება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.ასევე, კალასმა ისრაელსა და აშშ-ს ირანთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა.„ევროკავშირი მზად არის დიპლომატიური გზით მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს და ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. რეგიონის სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ, რათა ამ ვითარებიდან გამოსასვლელად მხარეებს ისეთი წინადადებები წარვუდგინოთ, რომ მათ ავტორიტეტი შეინარჩუნონ“, - აღნიშნა კალასმა.

მიხეილ სარჯველაძე – პატრიარქის მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ დინამიკაში, ასაკის გათვალისწინებით, ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე

შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მისივე თქმით, კონსილიუმზე ითქვა, რომ პროცესებზე დაკვირვება დინამიკაში უნდა მოხდეს და გადაწყვეტილებები არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნეს მიღებული.„საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველას აინტერესებს პატრიარქის მდგომარეობა, მკურნალობის პერსპექტივები. გამართულ კონსილიუმზე, რასაკვირველია, არც იყო მოლოდინი, რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა. გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა – პესიმისტური. ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა ამ თვალსაზრისით. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, სხვა ალტერნატივა რეალურად არ არსებობს. რაც შეეხება მდგომარეობას, თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან, ყველას გვაქვს მეტის და უკეთესის მოლოდინი, სურვილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. ამ წუთს არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს.რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებსა და მოსაზრებებს, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით. იმდენად კომპლექსურია ანალიზების მონაცემები, იქ არ არსებობს ერთი და ორი ინდიკატორი, ძალიან ბევრია. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში – უარყოფით. ამას სჭირდება კომპლექსურად შეფასება და დინამიკაში დაკვირვება. დინამიკაში ნიშნავს, რომ  არ არის საჭირო ხვალინდელი, ზეგინდელი გეგმები დავსახოთ, ამ წუთს რაც არის რელევანტური, ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული. თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ამავდროულად, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ არაფერი ამ მკურნალობის პროცესს არ დააკლდეს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას, ბუნებრივია, უკლებლივ შევასრულებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის...

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო - კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური,- ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი განმარტებით, პატრიარქს ყოველ საათში უტარდება ანალიზები და „შედეგები საკმაოდ საყურადღებოა“.„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, ფაქტობრივად, ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში. რა თქმა უნდა, პაციენტს უტარდება ყოველ საათობრივად ანალიზი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებს, ზოგადად, გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ ანალიზები. მაჩვენებლები კვლავ საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.კითხვაზე იგეგმება თუ არა უცხოელი ექიმების ჩამოყვანა, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს, თუმცა ისინი ყველანაირი თანამშრომლობისთვის მზად არიან.„ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ბოლო სიახლეები