საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილოგზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის დაახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გზებზე – განახლებული ინფორმაცია

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი – უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, შეზღუდულია რელიგიის თავისუფლება, ეკლესიები დახურულია, არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი
უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, შეზღუდულია რელიგიის თავისუფლება, ეკლესიები დახურულია, შეზღუდულია ოპოზიციაც, არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.გაბარდის თქმით, ევროპული ქვეყნები არ არიან ერთგული თავისუფლების ღირებულებების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამაზე საუბრობენ.„პრეზიდენტი ტრამპი აცნობიერებს სამწლიანი სისხლიანი ომის დასრულების გადაუდებელ აუცილებლობას. მან დაამტკიცა, რომ ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია, ამის გაკეთება. პრეზიდენტ ზელენსკის განსხვავებული მიზნები აქვს. მან განაცხადა, რომ სურს ომის დასრულება, მაგრამ იგი მხოლოდ ისეთ დასასრულს მიიღებს, რაც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, თუნდაც ეს მესამე მსოფლიო ომის ან ბირთვული ომის ძალიან მაღალი ფასის ხარჯზე მოხდეს“ – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.ამასთან, ინტერვიუში გაბარდმა განიხილა თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი ინციდენტი და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობაში უზარმაზარი განხეთქილების მიზეზი გახდა„ზელენსკიმ პირდაპირ გამოწვევა გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს მედიისა და ამერიკელი ხალხის წინაშე, რითაც ნათლად გამოავლინა რეალური, კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების მიმართ ინტერესის ნაკლებობა. ბევრი საუბარი მიმდინარეობდა სხვადასხვა ემისრების მეშვეობით, როგორც ზელენსკისთვის, ასევე პრეზიდენტ ტრამპისთვის, ოვალურ კაბინეტში ვიზიტამდე. პრეზიდენტ ზელენსკის მყისიერი ესკალაცია, გულწრფელად რომ ვთქვა, საკმაოდ მოულოდნელი იყო“, – აღნიშნა გაბარდმა.შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, აუცილებელია, მხარეები დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მისი თქმით, სავარაუდოდ, არცერთი მხარე არ იქნება კმაყოფილი მიღებული შედეგით. გაბარდმა ასევე გააკრიტიკა ევროპული ქვეყნების პოლიტიკა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად ემხრობიან დემოკრატიულ ღირებულებებს.„ევროპული ქვეყნები არ არიან ერთგულნი თავისუფლების ღირებულებების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამაზე საუბრობენ. ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სიტყვა მიუნხენში. სხვადასხვა მაგალითებია იმისა, თუ როგორ ახორციელებენ ხშირ შემთხვევაში ეს ევროპელი პარტნიორები და ხანგრძლივი მოკავშირეები პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას. ეს აჩვენებს, რომ ისინი რეალურად არ უსმენენ ხალხის ხმას და ახორციელებენ ანტითავისუფალ პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ ამას გაერთიანებულ სამეფოში. ვხედავთ ამას გერმანიაში. ვნახეთ ეს არჩევნების გაუქმებით რუმინეთში“, – განაცხადა გაბარდმა.ამასთან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები იდევნებიან, მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი არსებობს და იზღუდება რელიგიური თავისუფლება.„ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ამ ევროპულ ქვეყანასა და თვითონ ზელენსკიზე, რომლებიც აცხადებენ, რომ იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, როდესაც რეალურად რასაც ვუყურებთ ამ ქვეყნებში, ისევე უკრაინაში, ზუსტად საპირისპიროა. უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია. არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკრძალულია, ან კიდევ კრიმინალიზებულია, ან ციხეში არიან ჩასმული. არსებობს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, ეკლესიები დახურულია. პოლიტიკური ოპოზიცია შეზღუდულია. არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მთელი სია იმ საკითხებისა, რომლებიც დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების წინააღმდეგაა. ამიტომ, იბადება კითხვა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, ისინი მართლაც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან – ეს ნათელია, მაგრამ, სინამდვილეში, რისთვის იბრძვიან ისინი? მართლა შეესაბამება თუ არა მათი ღირებულებები იმას, რაც, როგორც ისინი ამბობენ, ემთხვევა ჩვენსას? ემთხვევა თუ არა ისინი იმ პრინციპებს, რასაც მხარს უჭერენ პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი – თავისუფლების, მშვიდობისა და ჭეშმარიტი უსაფრთხოების პრინციპებს?“- აღნიშნა ტულსი გაბარდმა
გია ვოლსკი – მედია როცა ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას, რათა შემდეგ ეს სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს, შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს
მედია როცა ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას, რათა შემდეგ ეს სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტებით სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება.„რეალობა გვიჩვენებს, რომ მედიის მხრიდან მოვლენების გაშუქება იმისთვის არ ხდება, რომ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მიეწოდოს. ეს კონკრეტული პირების მიერ დაგეგმილი კონსპირაციაა – ხშირად აქცია იმისთვის არის, რომ გაშუქდეს. ეს წინასწარ მოლაპარაკებული აქციაა, რომელიც უზრუნველყოფილია ერთი მხრივ, მედია გაშუქებით და მეორე მხრივ, პროცესების რადიკალიზაციის ერთმანეთთან დამთხვევით. სახელმწიფო ამ კონსპირაციას რაღაც რესურსით უნდა დაუპირისპირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუკითხავი პროცესები დაიწყება. როდესაც მედია ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას იმისთვის, რომ ეს შემდეგ სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს.სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება. წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს. რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს ტყუილი და რაც მთავარია, სიცრუე არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს. ამის რეგულირება შეიძლება იმ სტანდარტის დაცვით, რასაც განვითარებული დემოკრატიების და ევროპული სტანდარტი ჰქვია. კანონპროექტებს როცა წარმოვადგენთ, ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვმოქმედებთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ღალატის მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, ისე გაასამართლო
ჩემი აზრით, ღალატის მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, ისე გაასამართლო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.იაგო ხვიჩიას „სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების საკითხზე დაუსვეს კითხვა.„საერთოდ არ ვიცი, რას გულისხმობენ ამაში და როგორ აპირებენ მის განმარტებას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ახლაც სავსეა ისეთი მუხლებით, რომლებიც კონკრეტული ქმედების გამო შეუსაბამოდ მაღალ სასჯელებს აწესებს. ზოგადად, მორალური შეფასება, რომ ვიღაც მოღალატეა თუ არ არის მოღალატე, ჩემი აზრით, არ არის მთავრობის საქმე. მთავრობის საქმეა კონკრეტული ქმედება, დისპოზიცია, რომელიც ასაკრძალია, აკრძალოს. ჩემთვის უცნობია, რა ახალი დისპოზიცია ემატება სისხლის სამართლის კოდექს, რომლითაც საბოლოოდ უნდა მივიღოთ ღალატის შემადგენლობა. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს იქნება მუხლი, როგორც საბჭოთა კავშირში იყო მსგავსი ტიპის მუხლები – რასაც გინდოდა, იმას მოარგებდი და რაც გინდოდა, იმ ქმედებას შეიყვანდი შიგნით. ჩემი აზრით, ასეთი ზოგადი და საშიში მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, გაასამართლო, თორემ ისე კონკრეტულად არანაირი სამართლებრივი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ბადრი ჯაფარიძე – მოსწონთ თუ არა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, სალომე ზურაბიშვილია
მოსწონთ თუ არა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.მისივე თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა.„დღეს 89 ადამიანი იკრიბება და თავის თავს უწოდებს პარლამენტს. მათ შეიძლება, სხვადასხვა მაღალფარდოვანი სახელები მოიგონონ, მაგრამ ცხადია, რომ 89 ადამიანი არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ვითომ და არის არჩეული, ვერ იქნება პარლამენტი. ამდენად, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, ცხადია, არის ასევე სრულიად უკანონო, არალეგიტიმური. დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები არის სალომე ზურაბიშვილი. ეს მოსწონს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ არა, ეს მოცემულობაა, რეალობა, ფაქტი. მათ შეუძლიათ, ერთმანეთი გაამხნეონ, დანიშნონ ერთმანეთი მინისტრებად, კომიტეტების თავმჯდომარეებად. თუმცა ეს ყველაფერი იქნება „ფეიკი“, რადგან ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
გია ვოლსკი – თვალთმაქცობაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში, მან თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია
თვალთმაქცობაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში. ზურაბიშვილმა არჩევნებში რომ გაიმარჯვა, თითქოს იმ დედების ვარამი გაითვალისწინა, გაითავისა, რომლებმაც შვილები დაკარგეს, დაუხოცეს, უწამეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მათ უღალატა.„შვილებს თუ კარგად მოაწყობ, თბილად გეყოლება და თავად მარშში მიიღებ მონაწილეობას, მისი აზრით, ეს არის ის, რაც ჩვენს შვილებს სჭირდებათ. ჩვენს შვილებს სჭირდებათ სტაბილურობა და არა მისი მავნებლობა, რომელიც მათ ფიზიკური დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ეს არის არა მხოლოდ თვალთმაქცობა, არამედ ცინიზმი, რადგან შვილებს „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღებას მოუწოდებდნენ. ამისაკენ ბავშვებს სალომე ზურაბიშვილი კონკრეტული მოქმედებებით მოუწოდებს. ამბობდნენ, რომ მათი მთავარი ლოზუნგი უნდა იყოს – დაუპირისპირდი, ესროლე და პიროტექნიკა გამოიყენე. „მოლოტოვის კოქტეილს“ თუ გამოიყენებ, უკვე ლიდერი ხარო. ეს მისი პოლიტიკური და ადამიანური კრედოა. თვალთმაქცობაა, რასაც აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში რომ გაიმარჯვა, თითქოს, იმ დედების ვარამი გაითვალისწინა და გაითავისა, რომლებმაც შვილები დაკარგეს, ვისაც დაუხოცეს, უწამეს და ცუდ გზაზე დაუყენეს იმ სისასტიკის შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში არსებობდა. დღეს სალომე ზურაბიშვილმა მათ უღალატა, ყველას ზურგი აქცია და მისი მხარდამჭერები ის ადამიანები არიან, ვინც დედების მიმართ ასეთი დანაშაული ჩაიდინა. თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, მათ შორის იმ დედებს, ვისაც მისი დედობის იდეის იმედი ჰქონდა. მან დღევანდელი ცხოვრება იმ ხალხს დაუკავშირა, რომლებიც წლების მანძილზე ამ დედების ინტერესებს ფეხით უვლიდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.