ორშაბათი, ივნისი 30, 2025

რა ინფორმაციას ავრცელებს დონალდ ტრამპი „ტიკტოკის“ აპლიკაციის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტიკტოკის“ აპლიკაციის ყიდვის მსურველი იპოვა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ტრამპი განმარტავს, აპლიკაციის შეძენის სურვილი „ძალიან მდიდარი ადამიანების“ ჯგუფს აქვს, რომელთა შესახებაც დეტალურად დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ისაუბრებს.

„სხვათა შორის „ტიკტოკისთვის“ მყიდველი გვყავს. ვფიქრობ, ალბათ ჩინეთის ნებართვა დამჭირდება და ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ალბათ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან,  დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და კანადის შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერდება „იმ დრომდე, ვიდრე ისინი გარკვეულ გადასახადებს არ გააუქმებენ“. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რთულია კანადასთან შეთანხმების მიღწევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ვნახეთ ევროკავშირის დაფინანსებული აქცია, მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემიზმი, გასაკვირია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა

გუშინ ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ გაისმა მოწოდება ხელისუფლების დამხობის შესახებ. ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს და მოწოდება გაისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი დღეს ევროპული ღირებულების ყველანაირ გაგებას არის აცდენილი.„ეს არის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, მათ შორის ევროკავშირის საელჩომ ფარული დაფინანსებებით, რასთან დაკავშირებითაც ვერაფრით მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ, ახლა პასუხისმგებლობა სრულად არის ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოზე. ფაქტია და პირდაპირ ხელის გულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი. როგორ გადახარშავენ ამ მოცემულობას, რომ ვიღაცები ევროკავშირის მოქალაქეების ფულით სხვა ქვეყანაში გეგმავენ ხელისუფლების დამხობას, ეს უკვე მათი პრობლემაა. ფაქტია, ბრიუსელი დღეს აბსოლუტურად აცდენილია ევროპული ღირებულების ყველანაირ გაგებას. ვუყურებთ, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემიზმი, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც გასაკვირი და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ირაკლი კობახიძე – გუშინ ვნახეთ ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2 000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს

გუშინ ვნახეთ ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს, ბოლომდე გაინადგურა თავი მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება.„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო ინადგურებს თავს, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კახა კალაძე – მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი საცხოვრისით დაკმაყოფილდებოდა და ეს დაპირება ოქტომბრამდე შესრულდება

ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ისე განვავითაროთ, რომ რაც  შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქვეყანაში, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.კახა კალაძემ საზოგადოებას 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.„თბილისის მოსახლეობამ 2017 წლიდან დაგვიჭირა მხარი, გვენდო და დღესაც აგრძელებს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტებისა დარეფორმების განხორციელების დროს, რაც ჩვენი დედაქალაქის მომავლისთის მნიშვნელოვანია.  ყველა პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, თუმცა, ყველაზე მთავარი არის ადამიანი. ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, არის სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. ადამიანებზე ზრუნვა კი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ჰქონდა ანგარიში, სადაც  ისაუბრა, თუ რა გავაკეთეთ 2012 წლიდან დღემდე, როგორია პროგრესი ეკონომიკური თვალსაზრისით თუ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. აბსოლუტურად ყველა დარგში გვაქვს წინსვლა. თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ბატონმა ირაკლიმაც ისაუბრა, როგორია გუნდის ხედვა და რა გაკეთდება  მომავალში იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ისე განვავითაროთ, რომ რაც  შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქვეყანაში, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ისაუბრა უსახლკაროთა რეგისტრაციის, საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების პროგრამების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს.აქვე, კახა კალაძის ინფორმაციით, 2018 წლისთვის დედაქალაქში 400-მდე უსახლკარო ოჯახი იყო აღრიცხული. მიმდინარე წლის ოქტომბრამდე კიყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით.„რაც შეეხება უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, ჩვენ უამრავ ადამიანს შევუნარჩუნეთ სიცოცხლე. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ არავის არასდროს დასჭირდეს იმ პროგრამებში ჩართვა, რაც მუნიციპალიტეტს აქვს. აქვე მადლობას ვუხდი ჩვენსყველა თანამშრომელს, ვინც ზრუნავს თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა დარგის სპეციალისტებსაც, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ პროგრამებს ვერ განვახორციელებთ.2021 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო ადამიანების პრობლემას მოვაგვარებდით. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ადამიანი გვყავდა. უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და ოქტომბრამდე ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა. ადამიანები ათეული წლები ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებსაც ვერ იკანონებდნენ. ჩვენ 2017 წელს ამ ოჯახებს მივეცით პირობა და ასეულობით მილიონობით ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, უკვე ამ ადამიანების საკუთრებაშია გადაცემული. კოოპერატიული ბინათმშენებლობებიც ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემა იყო, რომელიც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვართ ის გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოგრამების გარდა, დამსწრე საზოგადოებას, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოწესრიგებულია და რაც ყველაზე მთავარია, ბაღები არის უფასო.„რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებს, ყველა ხედავთ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ, როგორი ინფრასტრუქტურა, როგორი კვება და სისუფთავეა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი შვილები პირვანდელ განათლებას ყველანაირად მოწესრიგებულ გარემოში უნდა იღებდნენ. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვუვარდებით ამ მიმართულებით. აქაც გვაქვს გამოწვევები, ძველ შენობებს რეაბილიტაციას ვუტარებთ და ძირითადად ახალ ბაღებს ვაშენებთ. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღეს საბავშვო ბაღები არის უფასო. წლების განმავლობაში იყო ფასიანი, რაც ოჯახებისთვის ფინანსურად დიდ ზეწოლას წარმოადგენდა“,  – აღნიშნა კახა კალაძემ.ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის,პარლამენტის, დედაქალაქის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები.

პაატა ბურჭულაძე – გვინდა, 4 ოქტომბერს ჩვენი ყრილობისთვის მოგვცენ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც შეიძლება, დავეტიოთ

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს ყრილობის გამართვას გეგმავს.  ბურჭულაძემ მერიაში განცხადება დატოვა, რომლითაც ითხოვს ნებართვას, ყრილობა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩაატაროს.„ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალია, წარმოუდგენელია, რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდეს. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო ის რომ, ჩვენი ყრილობისთვის, რომლის ჩატარებაც გვინდა, მოგვცენ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც შეიძლება დავეტიოთ. ამიტომაც, შევიტანეთ ეს განცხადება.მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“ ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და მშვიდობიანად მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ამიტომაც, გვინდა, მოვიწვიოთ ყრილობა 4 ოქტომბერს, როდესაც, თითქოს, უნდა ყოფილიყო არჩევნები და შემდეგ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს რა უნდა.მერიამ რატომ უნდა გვითხრას უარი, არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს ჩვენ არ ვაკეთებთ. გვინდა გვქონდეს ის ადგილი, სადაც დავეტევით. პრინციპში, პატარა ადგილია. 55 000 ადამიანი ეტევა. იქ, მოედანზეც ერთი 25 000 კაციც რომ დავატიოთ და დანარჩენი გარეთ იქნება. ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდება, რომ მშვიდობიანად გადმოვიბაროთ ხელისუფლება“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

ვიქტორ დოლიძე – ევროპელ პარლამენტარებს უთქვამთ არაფორმალურ შეხვედრებზე, რომ არ გვაინტერესებს, მერაბიშვილი დამნაშავეა თუ არა, ეს EPP-ის მონათესავე პარტიაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარეთ იყოსო

არაფორმალურ შეხვედრებზე ევროპელ პარლამენტარებთან მქონია საუბარი, რომ, მაგალითად, არ გვაინტერესებს, მერაბიშვილი დამნაშავეა თუ არაო, ეს არის EPP-ის მონათესავე პარტია და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის გარეთ იყოსო, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.კომისიის სხდომაზე 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.„ეს არ დაწყებულა 2014, 2015 და არც 2016 წლებში. ჩვენ ჯერ კიდევ ახალი მისული ვიყავით, როდესაც მთელი ძალისხმევით ვცდილობდით, მაქსიმალური ინტეგრირება მოგვეხდინა, მაქსიმალური წარმატებები გვქონოდა ამ გზაზე, როგორც რეფორმების, ასევე პოლიტიკურ კონტექსტშიც. მაქსიმალურს ვითხოვდით, მიგვიღეთ, საქართველო მზად ვართ ამისთვის. იმ პერიოდში არ ვითხოვდით, ეს მიღება არაადეკვატური იქნებოდა ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა რეფორმა, მზად ვართ, ამ გზაზე ვიყოთ ბოლომდე, ოღონდ პოლიტიკურად რაღაც ერთგვარი სიგნალი მაინც მიგვეღო ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ამის პერსპექტივა გვქონდა. ამ დროს, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ რუსული ხელისუფლება ხარ და ოლიგარქიული ხელისუფლება ხარო, ეს ძალიან გულდასაწყვეტია.მე პირადად, არაფორმალურ ვითარებაში მქონდა ძალიან ბვერი შეხვედრები და გასაუბრებები ევროპელ პარლამენტარებთანაც კი. არაფორმალურ ვითარებას ვგულისხმობ, ამიტომ თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. მიკითხავს მათთვის მეგობრულად, თქვენ განგვიხილავთ ჩვენ, ჯერ არ დაგვიწყია და ჯერ არ შევსულვართ ისე ღრმად ჩვენს სამუშაო რეჟიმში, რა გინდათ, რა პრობლემები გაქვთ, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ თითოეული პრობლემა, რაზე გველაპარაკებით, რატომ გაჩნდა ეჭვი, ეს არის მხოლოდ ჩვენი ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ რაიმე ლეგიტიმური პრობლემა შეიძლება, გაგაჩნდეთ, რაზეც ჩვენ ვალდებული ვართ, პასუხი გაგცეთ. არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით, მაგალითად, მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე, იგი დამნაშავე არის თუ არა. მე ასეთი საუბარიც მქონია. საერთოდ არ მაინტერესებს, ის დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის EPP-ის მონათესავე პარტია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს გარეთო. აი, ამდაგვარი პოლიტიკური სახის მხარდაჭერებიც ჰქონდათ. მე გეუბნებით ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე და არა ვიღაცის მონაყოლს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ბოლო სიახლეები