მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა მოქმედმა ჩემპიონმა UFC 311-ზე. MMAfighting.com-ის ცნობით, ქართველმა ჩემპიონმა გამოიმუშავა $500 000, ამ თანხას დაემატა საღამოს საუკეთესო ბრძოლის $50 000-იანი ბონუსი.
რაც შეეხება “მანქანის” მოწინააღმდეგეს, დაღესტნელმა მებრძოლმა $100 000 მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ UFC 311-ზე ყველაზე მაღალი ჰონორარი სწორედ დვალიშვილმა გამოიმუშავა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მეინ ივენთის მონაწილე მებრძოლების ჰონორარი, ბონუსის გათვალისწინების გარეშე.