შაბათი, მაისი 3, 2025

რა ელის „ტიკტოკს“ – უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „ტიკტოკს“ ევროკავშირის მთავარი ორგანო – ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია დარღვევებში ადანაშაულებს

ევროკავშირის მარეგულირებელმა „ტიკოტოკი“ 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის ByteDance-ის საკუთრებში არსებულმა „ტიკტოკმა“ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობით.

კომისიამ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ „ტიკტოკი“ ოთხწლიანი გამოძიების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთში არსებულ სერვერებზე არ ინახავდა, გასულ თვეში კომპანიამ გაამხილა, რომ თებერვალში აღმოაჩინა ჩინეთში შენახული მონაცემთა შეზღუდული რაოდენობა, რაც წაიშალა.

კომისიაში აცხადებენ, რომ ბოლო მოვლენებს სერიოზულად უდგებიან.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „ტიკტოკს“ ევროკავშირის მთავარი ორგანო – ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია დარღვევებში ადანაშაულებს. 2023 წელს სოციალური ქსელის პლატფორმა ევროკავშირში ბავშვების მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის დარღვევისთვის 345 მილიონი ევროთი დააჯარიმეს.

„ტიკტოკი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. პლატფორმა, რომელსაც ევროკავშირში 175 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, აღნიშნავს, რომ მას არასდროს მიუღია ჩინეთის ხელისუფლებისგან ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა და არასდროს გადაუცია ისინი მისთვის.

„ეს დადგენილება პრეცედენტის შექმნის რისკს შეიცავს შორს მიმავალი შედეგებით ევროპაში კომპანიებისთვის და მთელი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც გლობალური მასშტაბით მუშაობენ“, – ნათქვამია „ტიკტოკის“ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ ყაველაშვილი – ალექსანდრე ჩივაძე მოედანზე იყო „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, შეეძლო ყველაფრის გაკეთება, მადლობას გადავუხდი მას იმ სიხარულისთვის, რაც ერს მიანიჭა

ალექსანდრე ჩივაძე იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მოედანზე იყო პირდაპირ ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა.„ბატონო ალექსანდრე, პირადად, მინდა, მოგილოცოთ იუბილე, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე, თქვენი არსებობით კიდევ გაახაროთ ჩვენი გულშემატკივარი, რადგან მართლაც ენით აღუწერელია თქვენი შთამბეჭდავი კარიერა. მე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს და ჩემს კოლეგებს ვხედავ აქ, რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ჩივაძემ და მისი თაობის ფეხბურთელებმა შეგვაყვარა ფეხბურთი, გაგვიჩინა სურვილი, დიდი ფეხბურთი გვეთამაშა. სწორედ ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი და ის დიდი ფეხბურთელები იყვნენ ჩვენი მაგალითები, რაზეც ვიზრდებოდით.ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინდელ „დინამოში“ ჩივაძესთან ერთად მომიწია ვარჯიში, დიდი სიხარული იყო, ღამე არ მეძინა და ეს შთაბეჭდილებები დღემდე მოგვყვება. ახალგაზრდა ფეხბურთელები ვიყავით და ვგრძნობდით, რაოდენ დიდი განცდა იყო ამ ადამიანების არსებობა. შემდეგ, როცა უკვე ნაკრების ფეხბურთელები გავხდით, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი გახდა.  ძალიან მძიმე წლები იყო, მთელი ქვეყანა ლოდინის რეჟიმში იყო, როდის დაიწყებდა ჩვენი ნაკრები ოფიციალურ შეხვედრებს. გვიზიარებდა არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ პიროვნულ, ადამიანურ გამოცდილებებს – რამდენად რთული იყო მისთვის იმ დროს, როცა იცოდა, რას ნიშნავს დიდი ფეხბურთი, რა მოთხოვნები აქვს დიდ ფეხბურთს და იმ არსებულ რეალობაში, როგორი რთული იყო ამ ყველაფრის გადმოცემა და ჩვენი მოტივირება, რომ ჩვენ დიდი ფეხბურთი გვეთამაშა.ძალიან ბევრი მაგალითია, მაგრამ მე მინდა, აღვნიშნო დიდი სპეციალისტების მიერ მისი, როგორც ფეხბურთელის შეფასება. მე როცა მომიწია შვეიცარიაში ცხოვრება, „ფიფა“-ში ურთიერთობა, იქ დათო ყიფიანზე, ალექსანდრე ჩივაძეზე პირდაპირ ამბობდნენ, რომ პროფესორია. ასეთი ეპითეტი აქვს მას მსოფლიო ფეხბურთში და ეს ალბათ არ არის გასაკვირი. იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ მე დავამატებდი, როცა ის იყო მოედანზე, იყო ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი. მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე. უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა“, – განააცხადა ყაველაშვილმა.ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძეს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რაც მან გულშემატკივარს და ერს მიანიჭა.„მე, როგორც ფეხბურთელს, ბევრი შემიძლია, ვისაუბრო მასზე, მაგრამ დღეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ავიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას და ქართველი ხალხის სახელით, რადგან მე მქონდა შესაძლებლობა, დამენახა ქართველ ხალხის მისადმი სიყვარული, მადლობას გადაგიხდით ბატონო ალექსანდრე, იმ ემოციებისთვის, სიხარულისთვის, რაც თქვენ მიანიჭეთ ჩვენს გულშემატკივარს, ერს. იმ მძიმე წლებს მე და ჩემი კოლეგები ახლა ყოველთვის იუმორით ვიხსენებთ, „თელასში“ სირბილს „უელსის“ თამაშის წინ. ყოველ ნახევარ საათში მირბოდა, ჩაართვევინებდა სინათლეს, მერე ისევ მორბოდა, ოთხჯერ მოუწია მისვლა „თელასში“. ასეთ პირობებში გვიწევდა ჩვენ მომზადება და ამ დროს მოედანზე ვიმარჯვებდით. რომ არა ჩივაძის ეს მოტივირება, მისი გამოცდილება, როგორც არა მარტო მწვრთნელი, არამედ უფროსი მეგობარი ყველაფერს გვიზიარებდა და გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ მაქსიმუმი გაგვეღო. ბატონო ალექსანდრე, კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ გაიღეთ ჩვენი ერისთვის. ეს არის უდიდესი დამსახურება. ხელისუფლებაში ვართ არაერთი სპორტსმენი და ვიცით სპორტის, ადამიანის ფასი, ვინც გაიღებს ბევრს ქართული სპორტისთვის და მე მიხარია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ამას აფასებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაორმაგდება. დღეს ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატება. სპორტსმენს მოკლე კარიერა აქვს და ძნელია შემდეგ სხვა ცხოვრებაში გადასვლა, სხვანაირად ჭირდება ხოლმე შეფასება და დაფასება, რის გაგებაც ზოგისთვის შეიძლება, რთულია, მაგრამ მე მგონი, ვართ უკვე იმ მდგომარეობაში, რომ ეს კარგად დავინახოთ და შევაფასოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია

ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია.თუკი სააპლიკაციო ფორმა შევსებული გაქვთ, ინფორმაციის გადამოწმება მითითებულ ლინკზე.https://dvprogram.state.gov/ESC/CheckStatus.aspx

ევროკავშირის პრესსპიკერი: ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ფრენები ოკუპირებულ სოხუმში, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს.„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.თარგმანი: პირველიარხი

კახა კალაძე – ალექსანდრე ჩივაძე იყო კაპიტანი მაშინ, როდესაც თბილისის „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება, მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში

ალექსანდრე ჩივაძეს უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში, ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის ქვეყნების თასების თასის მოპოვებამ დიდი სიხარული მოუტანა ქართველს ხალხს.„ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი მაშინ, როდესაც „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება – მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ქართველ ხალხს. ყველა იქ მოთამაშე ფეხბურთელი იქცა ლეგენდად, ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად. მე, სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად, თქვენი ხელმძღვანელობით, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი დებიუტი შემდგარიყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის“ – ტატა ხვედელიანი

5 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ისევ გაურკვევლობა ოპოზიციაში. ჯერ კვლავ უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში."ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მკაფიო უარს არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს. გაურკვევლობა ოპოზიციაში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზია."საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება."ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ანუ რაიმე სახით მიპარვით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა. ყოველთვის ვიძახდით, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ამომრჩევლებთან კონსულტაციით.ჩვენზე არ მოქმედებს არც "ნაციონალური მოძრაობის" ისტერიკა, არც "ქართული ოცნების" მოწოდებები. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ ამომრჩევლებთან ერთად. მაშინ, როდესაც დადგება ამის დრო, ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება."ლელო - ძლიერი საქართველო" მუდმივად არის ფორმაში და მზადყოფნაში არჩევნებისთვის. აუცილებლად ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.ცხადია, ხუთი თვით ადრე არ ვაპირებთ "ქართული ოცნების" თამაშში შესვლას და საუბარს თვითმმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა ლანა გალდავამ.

ბოლო სიახლეები