ორშაბათი, მარტი 10, 2025

რა 360 ლარი, ბავშვს რა ვაჭამო იმას ვფიქრობ-გიორგი ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძე ჯარიმებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს:

“4000 ლარამდე ჯარიმა მომივიდა, შარშანდელი რაღაც, მე აზრზე არ ვარ რა არის ეგ. ქალაქის მერმა გადაიხადოს, მე ამათთვის ხმა არ მიმიცია, ამიტომ არ გადავიხდი , რა 360 ლარი, ბავშვს რა ვაჭამო იმას ვფიქრობ” – ამბობს ვიდეოში გიორგი ყიფშიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს, ესენიც უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან

საინტერესო იქნება, ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, დღესაც არის მცდელობა, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ.„ალბათ, საინტერესო იქნება, ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, ნახავთ პარალელებს. რა თქმა უნდა, ეპოქა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა, გარწმუნებთ, რომ იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს. ესენი არიან 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, სადაც დაიბადნენ, ფეხი აიდგეს და რომელი საზოგადოების წევრებიც იყვნენ. საბოლოო ჯამში, ეს არის ყველა მარიონეტის ხვედრი.მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე კედლის გაზეთებით და პროკლამაციებით ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და ის უნდა იყოს საერთო კომუნისტურ-სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი. ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთი-ერთში არიან სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები თავისი არსით.როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო უცხო ქვეყნის მარიონეტი, ესენიც ზუსტად უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან. მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქებსა და ქვეყნებს, მნიშვნელობა აქვს თავად მოცემულობას, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგოების დასაკმაყოფილებლად ადამიანები ეყიდებიან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ქვეყნის გარეთ. ამიტომ, ესეც მიუთითებს, რომ არის ჩვეულებრივი მტრობა საქართველოსი. ასი წლის წინ ამას აკეთებდნენ ხიშტებითა და ტანკებით, დღეს აკეთებენ სანქციებით და პროპაგანდით. მეთოდები იცვლება, თუმცა შინაარსი – არა. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ. როგორც 1921 წელს საბჭოთა არმიის მეშვეობით დაიმორჩილეს საქართველო და დაამყარეს კომუნისტური ინტერნაციონალის მმართველობა, ახლა უკვე ასი წლის თავზე უნდათ სანქციებით და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავისი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უვე ბეიერი – მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის

მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, უვე ბეიერმა განაცხადა.„ჩვენ გვქონდა ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული, წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინათ. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება, სპორტსმენები იყვნენ კმაყოფილები, მათ სახეზე იყო ღიმილი. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით.გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან“, – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორმა.გუდაურში დასკვნითი მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. ღონისძიებაში 21 ქვეყნის (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია,ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, ჩეხეთი,უნგრეთი, იაპონია, ნიდერლანდები, უკრაინა, კორეა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი) 88 სპორტსმენმა იასპარეზა. შეჯიბრება პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა.

შალვა პაპუაშვილი – დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია გარედან იმართება. მიისვე თქმით, ოპოზიციის განცხადებების მიზანია, ძირი გამოუთხარონ საქართველოს ეკონომიკას.„მარიონეტული ოპოზიცია სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის.  ვხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება.ამიტომ არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებულები არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე. დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას. მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკო-ს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია. მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სროლა ბელიაშვილის ქუჩაზე – “ბრმა ტყვია” საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს, ტყვიები კი იქვე მდგარ საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ფანჯარას მოხვდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

“თბილისის მერის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ იქნება ურიგო, რომ ამაზე რაღაც ტიპის შეთანხმება იყოს ოპოზიციაში” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

რამდენიმე თვეში თვითმმართველმა ქალაქებმა ადგილობრივი ხელისუფლება - მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები უნდა აირჩიონ.არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება პარტია "გირჩი. კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის კენჭისყრაში ოპოზიციიდან? მკაფიო პასუხი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და ის უარზეა. დანარჩენი პარტიები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის პარალელურად, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვლენების განვითარებას ელოდებიან.პარტია "გირჩის" ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში არა თუ მონაწილეობას აპირებენ, არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვთ.რაქვიაშვილი აქცენტს თბილისის მერის კანდიდატზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ ოპოზიცია აღნიშნულ კანდიდატზე შეთანხმდება, ურიგო არ იქნება."ცხადია, ჩვენ ვემზადებით. ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გვქონდა რუსთავში შეხვედრები. ადგილობრივი არჩევნები ძალიან რთული არჩევნებია. ფაქტობრივად, 63 არჩევნებია ჩასატარებელი სხვადასხვა ოლქში სხვადასხვა ადამიანებით, ძალიან ბევრი რესურსია საჭირო და ამიტომ, წინასწარ, დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მომზადება. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია რა მოხდება ოპოზიციურ სპექტრში, იმიტომ, რომ არის მაგალითად თბილისის მერის არჩევნები, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ იქნება ურიგო, რომ ამაზე რაღაც ტიპის შეთანხმებაც იყოს ოპოზიციაში", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ბოლო სიახლეები