საფრანგეთი დიდხანს არ იფიქრებს ირანის მიმართ ათი წლის წინ გაუქმებული სანქციების აღდგენაზე, თუკი ბირთვული შეთანხმება არ გაგრძელდება, – ამის შესახებ საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს განუცხადა.
საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არიან, რომლიდანაც აშშ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს გავიდა. ამ შეთანხმებას ვადა 18 ოქტომბერს ეწურება.
„ეს სანქციები სამუდამოდ გადაუკეტავს ირანს წვდომას ტექნოლოგიებზე, ინვესტიციებსა და ევროპულ ბაზარზე, რასაც გამანადგურებელი ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს არ გვსურს, სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ირანს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები დღეს, რათა თავიდან აირიდოს უარესი“, – განაცხადა ბარომ.
როგორც „როიტერი“ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა ევროპულ სამეულს შეხვედრა პარასკევს რომში შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებას ჯერ პასუხი არ მოჰყოლია.

