ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

ჟან-ნოელ ბარო – ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვე გვაქვს, წარუმატებლობის შემთხვევაში კონფრონტაცია თითქმის გარდაუვალი იქნება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის გამო სამხედრო კონფრონტაცია თითქმის გარდაუვალია.

ამის შესახებ განცხადება ჟან-ნოელ ბარომ საპარლამენტო მოსმენის დროს გააკეთა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს დიდი ქვეყნები ვერ გამოავლენენ უნარს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ახალი შეთანხმების სწრაფად მისაღწევად, მაშინ სამხედრო კონფრონტაცია „თითქმის გარდაუვალი ჩანს“.

როგორც „როიტერი“ წერს, ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, შექმნან დიპლომატიური გზა ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეზღუდვისთვის ზაფხულამდე და 2025 წლის ოქტომბრამდე, როდესაც გაერო-ს სანქციების ვადა იწურება.

დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური ბომბის შექმნის შენიღბულ მცდელობას წარმოადგენს.

„შესაძლებლობების ფანჯარა ვიწროა. სულ რამდენიმე თვე გვაქვს, ვიდრე 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ვადა ამოიწურება. წარუმატებლობის შემთხვევაში სამხედრო კონფრონტაცია თითქმის გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც „როიტერი“ წერს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის საკითხის განხილვას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გეგმავენ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატები ბირთვული შეთანხმებიდან 2015 წელს გაიყვანა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდის დათბება საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.თბილისში 16 აპრილს იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.

გიორგი გახარია – ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით

ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან პოლიტიკური პარტია თუ ხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ. ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.წამყვანის კითხვაზე, თუ არჩვენები ერთად არ დაინიშნა, კატეგორიულად უარს ამბობს თუ არა, გახარიამ უპასუხა, რომ კატეგორიულ უარს არ ამბობს, თუმცა ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად არ არის.„რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, კატეგორიულ უარს არ ვამბობ. გიდასტურებთ, რომ კატეგორიულ უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია. ვერ მოქმედებს ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, სახელებს არ დავასახელებ, ახალა რომ სხედან და რაღაცაზე ოცნებობენ. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მე ახლა თქვენ დაგიდასტურეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, თუ ჩატარდა ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ. არავის საქმე არ არის ეს. რა თქმა უნდა, ვემზადებით, კატეგორიულ უარს არ ვამბობთ. ჩვენ შეიძლება, მიღოთ, შეიძლება, არ მივიღოთ. მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს“, – აღნიშნა გახარიამ.კითხვაზე, რა შემთხვევაში არ მიიღებთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, გახარიამ უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესია, რომლებიც გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ.„ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა, რომელიც თქვენ გინდათ, ეს არის ინტერესი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომლებიც იმდენად უსუსურები არიან, რომ საკუთარი გადაწყვეტილება თავის თავზე ვერ აუღიათ. გვიყურებენ ჩვენ, აბა, რას ვიზამთ ჩვენ. ყველამა მიხედოს თავის თავს. მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რამეს ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს. ის პარტიები, რომლებიც თავს იკლავდნენ, ბოიკოტს ვუცხადებთ, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, ისინი რომ მიიღებენ“, – განაცხადა გახარიამ.კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, ეჭვი აქვს ოთხივე ბარიერგადალახულ პარტიაზე, მისი პარტიის ჩათვლით, რომ გავლენ  არჩევნებზე, გახარიამ უპასუხა:„ყველაზე მაქვს ეჭვი. რას ნიშნავს ჩვენი ჩათვლით, მე გეუბნებით ჩემს თავზე. მარტივი ამბავია, დიახ, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“, – აღნიშნა გახარიამ.მისივე თქმით, არჩევნებზე მონაწილეობის შანსი არის იმ შემთხევაშიც, თუ მანამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. „ეს გადაეცით სხვებსაც, მათაც გადაეცით სხვებსაც და მათაც გაუჩნდებათ სივრცე და ცოტა უფრო თამამად იმოქმედებენ“, – აღნიშნა გახარიამ.

გია აბაშიძე: ქართველმა პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ნაცექსტრემისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ე.წ. მშვიდობიანი, კრიმინალი მომიტინგეების ადგილი მართლაცდა მშვიდობიან ციხეშია

ქართველმა პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ნაცექსტრემისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ე.წ. მშვიდობიანი, კრიმინალი მომიტინგეების ადგილი მართლაცდა მშვიდობიან ციხეშია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისივე თქმით, ვინც თბილისის ცენტრში მოხეტიალე ავაზაკებს უჭერს მხარს და პოლიციელებზე თავდამსხმელებს უზნეოდ რაცხავს ე.წ. "სინდისის პატიმრებად", არაფრით გამოირჩევა მძიმე დანაშაულის ჩამდენი ნაცნაძირლებისგან. "ქართველმა პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ნაცექსტრემისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ე.წ. მშვიდობიანი, კრიმინალი მომიტინგეების ადგილი მართლაცდა მშვიდობიან ციხეშია. ვინც თბილისის ცენტრში ამ მოხეტიალე ავაზაკებს უჭერს მხარს და პოლიციელებზე თავდამსხმელებს უზნეოდ რაცხავს ე.წ. "სინდისის პატიმრებად", არაფრით გამოირჩევა მძიმე დანაშაულის ჩამდენი ნაცნაძირლებისგან! "იმედის" ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ნოემბერ/დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მიღებული დაზიანების შედეგად მხედველობა დაკარგა. კერძოდ, 29 ნოემბერს ოპოზიციის აგრესიულმა აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს. პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა სამწუხაროდ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. "ნოემბერ/დეკემბერში, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციების დროს სხვადასხვა მძინე დაზიანება ათეულობით სამართალდამცველმა მიიღო“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში", - წერს გია აბაშიძე.

მიხეილ სააკაშვილი – კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და კენჭისყრით

პარტია, არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის გადაწყვეტილებებით. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ნოვატორები ვიყავით და ახლაც გთავაზობთ, შემოვიღოთ გადაწყვეტილებების მიღების სრულიად ახალი მეთოდი – ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეულ წინადადებებს აქვეყნებს.ამასთან, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდაიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება.„ჩემი წინადადებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“საქართველოს 2012 წლიდან მართავს კოლაბორაციონისტული რეჟიმი, რომელიც გადაიზარდა სუფთა რუსულ დიქტატურაში.რუსებმა სპეცოპერაციის გზით ივანიშვილი მოიყვანეს ჩემ მოსაშორებლად, საქართველოს წარმატებული განვითარების შესაჩერებლად, ქართველი ხალხის მონობაში დასაბრუნებლად და ჩვენი მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითის დისკრედიტაციის მიზნით. იმის შემდეგ რუსული რეჟიმი ჰიბრიდულად მუშაობს ყველა ამ მიზნის მისაღწევად.ფაქტი ჯიუტია – მათი მთავარი სამიზნე ვარ მე და არის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და მსოფლიო მასშტაბის წარმატების შემქმნელები. ისინი გეგმავენ პარტიის აკრძალვას და ჩემს განადგურებას.ახლა, როცა აღარც არჩევნები ტარდება და რეპრესიებიც სულ უფრო ფართოვდება, პოლიტიკური პარტიების როლი მთლიანად იცვლება. მათ შორის, ახლებურად უნდა გავიაზროთ ჩვენი პარტიის ფუნქცია და ბრძოლის მეთოდები. ჩვენ კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება და დემოკრატიის დაბრუნება. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიქტატურა ახლა მიმართულია ჩვენი პარტიის პოლიტიკური ბრძოლის ველიდან მთლიანად მოშორებაზე და ამის შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ.რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად, როგორც აქამდე, რჩება მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, მაგრამ, ამის პარალელურად, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის მათი პარტია, მათი პოლიტიკური სახლი, სადაც თვითონ არიან ბატონ-პატრონები.პარტია, არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ნოვატორები ვიყავით და ახლაც გთავაზობთ, რომ შემოვიღოთ გადაწყვეტილებების მიღების სრულიად ახალი მეთოდი – ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით. გადაწყვეტილების მიღება მოხდება ჩვენს ამომრჩევლებთან, პარტიის ლიდერშიპსა და ჩემთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით.ასეთი გზით მივიღებთ გადაწყვეტილებებს პროტესტის ფორმებზე, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე; მას შემდეგ, რაც მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს – საარჩევნო სიებზე, სხვა პარტიებთან პოლიტიკურ ალიანსებზე, შიდა საკადრო საკითხებიც გადაწყდება მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრით. ამ სისტემით ხდება პარტიის მხარდამჭერების ინსტიტუციონალიზაცია.ეს იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი რეგისტრირებული თანამემამულეები, რომლებიც გადაიხდიან სიმბოლურ საწევრო გადასახადს, მუდმივად მიიღებენ პარტიისგან ინფორმაციას და გაგვიზიარებენ თავიანთ იდეებს. ამავე დროს, პარტიის წევრები რჩებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ვინაიდან ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც უშუალოდ თვითონ, ასევე მათ მიერ არჩეული პარტიის მმართველი ორგანოების მეშვეობით.ბოლო წლებში პარტიაში მივიდა ახალგაზრდების ძალიან იდეალისტური და ბრძოლისუნარიანი ჯგუფი, რომელიც სულ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციებს როგორც პარტიის მართვაში, ასევე საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში. ამავე დროს, ენმ-ს ჰყავს მთელი არმია ძველი, გამობრძმედილი მებრძოლების, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყველაზე წარმატებულ 9-წლიან პერიოდში საქართველოს ისტორიაში და რომელთა კისერზეც წისქვილის ქვასავით გადაიარა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მმართველობამ და ის, რომ ეს ხალხი რჩება პარტიაში, მათ ნამდვილ გმირობაზე მიუთითებს. ამ ხალხს განსაკუთრებული დაფასება და პატივისცემა ეკუთვნის და მათი გამოცდილება ფასდაუდებელია საქართველოს ხელახლა გადარჩენის საქმეში.საქართველოს შემდგომი არსებობაც კი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ ახლა დაღლის და ხელების ჩამოშვების კი არა, მობილიზაციის და შეტევის დროა.და კიდევ, ორგანიზაციული საკითხები: პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ახალი მექანიზმების, ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად ვთხოვ თიკა ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ბარამიძეს, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლევან სანიკიძეს, წინადადებები ჩამოაყალიბონ და ამ რეფორმის ფორმალიზება მოვახდინოთ პარტიის წესდებაში შეტანით. რა თქმა უნდა, ჩემი თხოვნაა, რომ ეს წინადადებები დეტალურად განვიხილოთ პარტიის აქტივთან და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე, აუცილებლად საჭიროა პარტიის ადეკვატური ფუნქციონალური ოფისის ამუშავება, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შეხვედრებისა და ურთიერთქმედებების მუდმივი ლოკაცია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ერაყში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს – 1000-ზე მეტ ადამიანს სუნთქვის პრობლემები შეექმნა

ერაყში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს სუნთქვის უკმარისობის პრობლემა შეექმნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქვიშის ქარიშხალმა ერაყის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი მოიცვა, სუნთქვის პრობლემები 1000-ზე მეტმა ადამიანს შეექმნა.ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენებია სქელი ნარინჯისფერი ნისლით დაფარული ადგილები. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რამდენიმე რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გადაიდო ფრენები.ქვიშის ქარიშხალი ერაყში ხშირი მოვლენაა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ მსგავსი ტიპის ქარიშხლების გახშირება კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

ბოლო სიახლეები