ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

პროკურატურამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა

პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
 
„საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შემოსული განცხადება განიხილა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი, – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 341 -ე მუხლის თანახმად – პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
ერთი კვირის წინ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ექსკლუზივი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები” – “პრაიმ ტაიმმა” გახარიას მიმართვა მოიპოვა

"პრაიმ ტაიმმა" მოიპოვა გახარიას მიმართვა თანაპარტიელებისადმი, რომელიც მან პარტიულ ჩატში გააგზავნა."დილა მშვიდობის მეგობრებო, გუშინ საღამოს გაიმართა ჩვენი პარტიის პოლისტაბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ როგორც საპარლამენტო ისე საკრებულოს მანდატების გამოყენების საკითხი. ფაქტია, რომ პარლამენტის ბოიკოტმა, ოცნება ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ, აქამდე გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი, დემოკრატიული და კანონიერი გზა ოცნების წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიტსაბჭოსთან მსჯელობის შედეგად შევჯერდით, რომ პარტიამ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული კანონიერო ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ განსხვავებული აზრი ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები," -  ნათქვამია გახარიას მიერ გაგზავნილ მესიჯში.

სოზარ სუბარი: უნდა დავიცვათ სუვერენიტეტი და სამშობლოს ინტერესები. ამ შემთხვევაში ადამიანები, ვისაც ჩვენ „მეგობრებს“ ვუწოდებთ, იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევროპელი ბიუროკრატების მოთხოვნების მიმართ სახელმწიფოს პოზიციას მედიასთან ეხმიანება.„აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ქვეყნის ინტერესები და თუ რომელიმე ევროპელ ბიუროკრატს ეს არ მოეწონება, ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, შეეგუოს ამ ვითარებას და საქართველოს ესაუბროს ისე, როგორც თანასწორ პარტნიორ ქვეყანას.„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ღირსება. თუ დღეს ვინმეს ეს არ მოსწონს, იძულებული იქნება შეეგუოს და დაგველაპარაკოს, როგორც თანასწორ პარტნიორს. აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო. აღარ მოხდება ის, რისკენაც მოგვიწოდებენ ჩვენი ოპოზიციონერები - რომ თუკი ევროპელი ბიუროკრატები გვეტყვიან, ცალ ფეხზე დადექითო, ჩვენც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ და ასე ცალ ფეხზე უნდა ვიყანყალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ვიღაც ევროპელ ბიუროკრატს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, სახელმწიფოს ინტერესები და ამ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც ჩვენ "მეგობრებს" ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არამეგობრულად იქცევიან), იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ პარტნიორებს და არა ისე, როგორც თავიანთ ქვეშევრდომებს“, - განაცხადა სუბარმა.

ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება – რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება

ამინდის ახალ პროგნოზზე ,,დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში დოდო გვაზავა საუბრობს.ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - ნახეთ, რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება:

ემანუელ მაკრონი: ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ისტორიის ნაწილია

ემანუელ მაკრონმა ლუვრში ქურდობას საფრანგეთის მემკვიდრეობაზე თავდასხმა უწოდა. მომხდარს ის სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.„ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ისტორიის ნაწილია. ჩვენ დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. იანვარში დაწყებული ლუვრის რენესანსის პროექტი, უსაფრთხოების გაზრდილ ზომებს მოიცავს. ის უზრუნველყოფს ჩვენი მეხსიერებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას“, - დაწერა მაკრონმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.“უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“, - აღნიშნულია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.ამასთან, საბჭო განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ უახლეს მოვლენებს, გაცვლის მოსაზრებებს ევროკავშირსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის ურთიერთობებზე.ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებენ. მიმდინარე მოვლენების ფარგლებში კი მათ მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს, მოლდოვასა და სუდანის საკითხებთან დაკავშირებით.საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ბოლო სიახლეები