პარასკევი, მაისი 16, 2025

პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქმე ეხება 14 მაისს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ შემთხვევას, რის შედეგადაც ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი ორი პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„თბილისში ჯადოა…. მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია…“ – ეზოტერიკოსი

თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია... - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო საუბრობს და თბილისში მოხშირებულ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმიანება.„თბილისში ჯადოა და ფაქტებიც არის. ძალიან უცნაურად, კარგი მძღოლები საერთოდ არაფრიდან ვარდებიან მტკვარში. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეამჩნია, როგორ დევს მთელ თბილისში უცნაური ნივთები, ქათმის ფეხები, საბავშვო ტანსაცმელები და ა.შ. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ეს ფაქტები ისე ემთხვევა ერთმანეთს... ჯადოს და დესტრუქციულ ძალებს სასულიერო პირებიც არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ენერგია არსებობს. ადამიანები, რომლებიც ეზიარებიან და მათ გულში ბოროტება არ არის, არანაირი ჯადო არ ემუქრებათ. ვიცი, რომ მტკვართან ბევრი მაგიური ქმედებები ხდება. მტკვარში ყრიან ბოქლომებს. რატომ ხდება მტკვარში, რადგან მოძრავი წყლის ენერგიაა. არ არის გაჩერებული. ეს ცუდი ენერგია კონკრეტულად მტკვრისკენ მიდის.ტარო ამაზე ჯერ არ გამიშლია, მაგრამ ჩემი შეგრძნებებით, ჯადოა“, - ამბობს ეზოტერიკოსი.

რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი

თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა.ახალგაზრდა კაცი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მეგობრებს ემშვიდობება.„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიიკ, ჩემი ძმა ხარ, მაგარი კაცი, ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი“, - წერს გიორგი თოლორაია სოციალურ ქსელში.ტრაგედია თბილისში 14 მაისს დატრიალდა. ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, მომხდარის გამო, ავარიაში მონაწილე, 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც დღეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მდინარეში ჩავარდნილი ერთი ახალგაზრდის ძებნას მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ.

ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რათა ლიდერებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბროთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ვიზიტები გამოიყენება პარტნიორებთან ეროვნულ და საკვანძო სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის.„ჩვენ ყოველ ჯერზე ასეთ ვიზიტებს ვიყენებთ, რათა ვესაუბროთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, საკვანძო, სახელმწიფოებრივ საკითხებზე ჩვენს პარტნიორებს. არის ერთდღიანი ფორმატი, სადაც მრგვალი მაგიდის რეჟიმში მექნება გზავნილების გაჟღერების საშუალება, მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რათა შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიულად ვერ ვიტყვით, გავალთ თუ არ გავალთ თვითმმართველობის არჩევნებზე-დიმიტრი ცქიტიშვილი

გავა თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე-დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ კატეგორიულად ვერ იტყვიან გავლენ, თუ არ გავლენ, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დიდი გამოწვევები.გახარიას გუნდის წევრის განცხადებით, პარტიაში პოზიცია ერთგვაროვანი არ არის, თუმცა, პირადად ის აკეთებს დაშვებას, რომ ბოიკოტი იყოს.კატეგორიულად ვერ ვიტყვით, გავალთ თუ არ გავალთ, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დიდი გამოწვევები, რომლებიც გადაზღვეული უნდა იქნას, არა მხოლოდ ერთი პარტიის ფარგლებში, არამედ ურთიერთკორდინირებული მოქმედებებით, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პროტესტული ჯგუფების და ყველას მონაწილეობით. ჩანს, რომ პარტია ბოიკოტირებისკენ არ იხრება, თუმცა ჩემი პირადი პოზიცია უფრო მოზომილია და თავშეკავებული ვარ და კიდევ უფრო დაშვებას ვაკეთებ, რომ შესაძლოა, ბოიკოტი იყოს. პარტიაში პოზიცია ერთგვაროვანი არ არის. თუმცა გადაწყვეტილება მიღების და არ მიღების, მაშინ იქნება მიღებული, როცა კრიტიკულად უკვე მისული იქნება თავის დედლაინთან,-ამბობს ცქიტიშვილი გადაცემა “რეაქციაში“.ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ ძირითადი პოლიტიკური პარტიების ბოიკოტირება ყველაზე მეტად აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში, შეძლებს, ჩაატაროს არჩევნები, რომელშიც გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს.“ეს არის გზა ლეგიტიმაციის მიღების“,-ამბობს ის.

ირაკლი კობახიძე – ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და ეს მიზანი არის აბსოლუტურად...

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ეს გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ.„ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ამ კუთხით ასახული იყო ამბიციური მიზანი. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები