ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

პროდუქტის უსაფრთხოება მარკეტებში და დაცული შეფუთვები – როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ინფიცირების რისკი შევამციროთ

კოვიდ 19-ით გამოწვეული შიშის პირველმა ტალღამ საზოგადოებას უკვე გადაურა და უსაფრთხოების ზომებიც მეტ-ნაკლებად შეასუსტა. ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ხშირად შეხვდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხს, ვინც არასწორად ატარებს პირბადეს, არ იცავს დისტანციას და არც უსაფრთხოების სხვა წესებს აქცევს ყურადღებას. ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, სადაც წესების მაქსიმალური დაცვაა საჭირო, არის მარკეტები. ამაში კი მომხმარებელს თავად მაღაზიები და მწარმოებლებიც უნდა დაეხმარონ ახალ რეკომენდაციებზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქციის შეთავაზებით.

უსაფრთხოების დაცვის კუთხით დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაცულ შეფუთულ პროდუქციას. ზოგადად, პროდუქტი, წარმოებიდან მყიდველის სახლამდე საკმაოდ დიდ გზას გადის და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის ყველა ეტაპზე ის მაქსიმალურად იყოს დაცული ზედმეტი შეხებისგან. შეფუთული პროდუქცია კი დამატებითი ხელის შეხებისგან ნამდვილად დაცულია. მომხმარებლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ამა თუ იმ პროდუქტს შეფუთულს იყიდიდნენ თუ წონისას, დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეფუთული პროდუქტი ბაზარზე დიდი ხანია არსებობს, მომხმარებელი აღიარებს, მოიხმარს მას, მაინც  გვხვდება ასაწონი პროდუქცია, განსაკუთრებით მზა ხორცპოდუქტების სოსისი/სარდელის კატეგორიასა და ბურღულეულში.
საქართველოში ბევრმა კომპანიამ მსოფლიო პანდემიის დროს დაიწყო შეფუთული პროდუქტის წარმოება, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც შეფუთულ პროდუქციას მოთხოვნების დაწესებამდეც სთავაზობდნენ მომხმარებელს. „ნიკორამ“  დაცული შეფუთული პროდუქციის წარმოება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მინიმუმამდე დაიყვანა სოსისი/სარდელის კატეგორიაში  ასაწონი პროდუქციის წილი.

„ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, პანდემიის პირობებში, როცა უსაფრთხოების საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. შეფუთული პროდუქცია ჯერ კიდევ 2008 წელს შევთავაზეთ მომხმარებელს, მაგრამ ამ პერიოდისთვის მომხმარებელი მზად არ აღმოჩნდა, რომ მიეღო შეფუთული პროდუქცია. სამი წლის წინ კი, ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, აქტიურად დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის  დაცულ ატმოსფერულ შეფუთვით გამოშვება. რატომ შეფუთული? ეს არის ევროპული სტანდარტი და გვიხარია, რომ „ნიკორა“ ფეხდაფეხ მიყვება ხარისხის მოთხოვნებს. პროდუქტი საწარმოდან დახლამდე და დახლიდან სახლებში ისე გადის გზას, რომ მასზე მაქსიმალურად შემცირებულია, როგორც ადამიანის დამატებითი, ასევე გარემო ზემოქმედება. გარდა ამისა,  დაცულ შეფუთვაში, პროდუქტი არაჩვეულებრივად ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს, მარტივია წასაღებად და შესანახად.   უკანსასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კი ყველას ნათლად დაანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება დაცულ შეფუთვას პროდუქტის უსაფრთხოების საკითხში. მომხმარებელიც ნელ-ნელა აცნობიერებს  შეფუთვის უპირატესობას, ვფიქრობთ, სულ უფრო და უფრო გაიზრდება მისი გაყიდვები და სრულად ჩაანაცვლებს ასაწონს,“  – აცხადებენ „ნიკორაში“.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწესებს მაღაზიაში უსაფრთხო ვაჭრობისთვის:

•    უპირატესობა მიანიჭეთ შეფუთულ პროდუქციას.
•    მოერიდეთ პროდუქციასა და ზედაპირებზე ზედმეტ შეხებას თუ მის ყიდვას არ აპირებთ. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მაღაზიის თანამშრომლებს.
•    მოერიდეთ ნაღდი ფულით გადახდას. თუ მაინც ვერ ახერხებთ საბანკო ანგარიშსწორებას, მაშინ თან იქონიეთ ისეთი კუპიურები, რომ ზუსტად შეძლოთ თანხის გადახდა.
•    ნუ შეხვალთ სავაჭრო ობიექტებში პირბადის გარეშე, გაიარეთ დეზოხალიჩა და დაიმუშავეთ ხელი ანტისეპტიკური საშუალებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ჩიბურდანიძე: სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე დავიდა დიდი ბრიტანეთის ერთ დროს მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკა

ბრიტანეთის მხრიდან „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესებას პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ბრიტანეთმა იუკადრისა ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები.ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრიტანეთსა და ევროპაში პოლიტიკური კრიზისია და ეს პროცესი მხოლოდ დემოკრატიის განადგურებით არ დასრულდება.„ევროპა-ბრიტანეთი დღითი დღე ჭაობში იძირება. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და გამოუვალ ჩიხში შედიან. ამ პოლიტიკური ლიდერშიფის ფონზე ეს გასაკვირი არც არის, მაგრამ უკვე ისეთი სისწრაფით მიექანებიან თავდაღმა, რომ ცალკეულ ფაქტზე ანალიზის გაკეთებასაც ვეღარ ვასწრებთ.დასავლეთში რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ამას მაღალრეიტინგულ ტელევიზიებზე ბრიტანეთის სანქციებიც მოწმობს. „თავისუფალი სიტყვა” და „დემოკრატიული პრინციპები” დიდი ხანია სანაგვეზე მოისროლეს, თუმცა, პოლიტიკას „როლური თამაშებით” აგრძელებენ. ტელეკომპანია „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესება, ბუნებრივია, პოლიტიკური ვენდეტაა ბრიტანეთისგან - იუკადრისეს ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოდან ნათქვამი სიმართლე და მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, სანქციები დაუწესეს ტელევიზიებს.უკრაინის საერთაშორისო იმიჯს ომში გამარჯვებისთვის თუ „იმედი” და „პოსტივი” წყვეტენ, მაშინ ყოჩაღ ამ ტელევიზიებს, ახლა საერთაშორისო რეიტინგებშიც დაწინაურებულან. სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე დავიდა დიდი ბრიტანეთის ერთ დროს მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკა.კირ სტარმერი, ასეთი უსიტყვო მორჩილების შემთხვევაში, ევროპაში მოკალათებული ჩრდილოვანი მმართველებისგან კი შეინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ საკუთარი ხალხისგან რამდენ ხანს ექნება ნდობის მანდატი, ეს არის საკითხავი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივყვეთ მოვლენებს და ვუცქიროთ ევროპა-ბრიტანეთის დემოკრატიის ცოდვის ტირილს, რომელიც მხოლოდ დემოკრატიის განადგურებით არ დასრულდება, ეს პროცესი მათ სახელმწიფოებს სხვაგვარადაც ჩაითრევს. მხსნელი კი, მათსავე რიგებში ჯერ არავინ ჩანს,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

რობერტა მეცოლა მოუწოდებს აშშ-ს, არ ჩაერიოს ევროპის არჩევნებში – „როგორც ჩვენ არ ვეტყოდით, რა უნდა გააკეთონ კონგრესის არჩევნებზე, ანალოგიური თხოვნა გვექნებოდა მათთანაც“

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აშშ-ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს ევროპის არჩევნებში. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.მეცოლას თქმით, ევროკავშირი არ გამოხატავს პრეფერენციებს, ვინ უნდა გაიმარჯვოს ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში.„პოლიტიკოს“ ცნობით, „აღნიშნული განცხადება მეცოლამ იმ ფონზე გააკეთა, როდესაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბუდაპეშტში ჩავიდა და უნგრეთში დაგეგმილი არჩევნების წინ მოქმედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ღიად დაუჭირა მხარი“.ამასთან, როგორც მეცოლამ აღნიშნა, მიუღებელია თეთრი სახლის მცდელობები, ზეგავლენა მოახდინოს ევროპაში პოლიტიკაზე.„ეს არის დისკუსია, რომელიც გვაქვს ამერიკელ კოლეგებთან. როგორც ჩვენ არ ვეტყოდით, რა უნდა გააკეთონ ნოემბერში, ანალოგიური თხოვნა გვექნებოდა მათთანაც. ვისურვებდი, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადაწყვეტილება მიიღონ თავისუფლად, სამართლიანად. ეს ნიშნავს, რომ გარე ჩარევებს ან მანიპულაციებს თუ დავინახავთ, ჩვენ გვაქვს ამასთან საბრძოლველი ინსტრუმენტები“, – განაცხადა მეცოლამ.ამავე ინტერვიუში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოსავალს, რაც ირანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გააჩენს.„მივესალმებით ნებისმიერ გამოსავალს, რაც გააჩენს შესაძლებლობას, ირანში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ირანელებს ჰქონდეთ საშუალება, თავად აირჩიონ ლიდერები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდეს. გვირჩევნია არასამხედრო გამოსავალი, რაც ასევე ბევრი ირანელის თხოვნაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ირანელებს სურთ ცვლილებები“, – აღნიშნა მეცოლამ.

ირაკლი კობახიძე – ხელოვნება, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულის კუთვნილება, ეს ქართული იდენტობისა და ჩვენი თანამედროვეობის მთავარი საყრდენია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.მთავრობის მეთაურმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.„ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარება იზომება მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით. ხელოვნება, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულის კუთვნილება − ეს ქართული იდენტობისა და ჩვენი თანამედროვეობის მთავარი საყრდენია. სწორედ მდიდარი და მუდმივად განვითარებადი კულტურა აძლევს სახელმწიფოს ძალას, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამაგრებთ ამ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს და ამდიდრებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც დღეს გადმოგეცემათ, თქვენი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემის მხოლოდ სიმბოლური გამოხატულებაა. თქვენი ძალისხმევით ვითარდება ქართული კინო, საოპერო და საგუნდო ხელოვნება, ჩვენი ეროვნული ქორეოგრაფია; თქვენ იცავთ ისტორიულ მეხსიერებას, აცოცხლებთ ლიტერატურას და ზრუნავთ მომავალი თაობების აღზრდაზე; უმთავრესი, რაც თითოეულ თქვენგანს აერთიანებს, არის საკუთარი საქმისა და ქვეყნისადმი უდიდესი ერთგულება და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. თქვენი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურა კვლავაც სიამაყის გრძნობით ავსებს თითოეულ ჩვენგანს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის თავდადება, რომელსაც ჩვენი მემკვიდრეობის დასაცავად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად იჩენთ. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი პრინციპები საუკეთესო მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის“, – მიმართა პრემიერმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ბადრი მაისურაძე. კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი სხვადასხვა პროფესიის 30 წარმომადგენელს გადაეცა.კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით, დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.ირანულ მხარეს მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.შუამავლის როლს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ ალ-ბუსაიდი ასრულებს. მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია აგრეთვე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი.როგორც ირანული მედია წერს, გროსის მონაწილეობა ზრდის ალბათობას იმისა, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრებისა და ბირთვული პროგრამის შემოწმების მექანიზმები უფრო მკაფიოდ იქნება გაწერილი მომავალ დოკუმენტში.

ბოლო სიახლეები