სამშაბათი, ივნისი 3, 2025

პრემიერი – ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს, ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება

დღევანდელ დღეს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც საზოგადოებაში დიდი სიყვარულით, ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან, თუნდაც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იზრუნონ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„ასე იყო ეს წელსაც, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს, როდესაც მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ.

საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს.

ჩვენ ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება.

ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვამაყობთ თქვენით, ვამაყობთ ქართული პოლიციით, ვამაყობთ თითოეული გმირი პოლიციელებით.

დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შეინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს და კვლავ იქნებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საიმედო საყრდენი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს!

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ რთულ, მაგრამ ძალიან  საპატიო საქმიანობაში!“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების რესპუბლიკური ფესტივალი „ხომლი 2025“ გაიმართა

ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების მეორე რესპუბლიკური ფესტივალი ,,ხომლი 2025" გაიმართა.,,მწვანე თეატრში", ცაგერის ესთეტიკური ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 24 ანსამბლის 800-მდე მოცეკვავემ მოიყარა თავი, მათ შორის გახლდათ ქორეოგრაფიული ანსამბლი,,ლეჩხუმი".ღონისძიებას უძღვებოდა ანსამბლ ,,ლეჩხუმის" ქორეოგრაფი, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბესარიონ ჩანქსელიანი.რესპუბლიკურ ფესტივალს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა.

თურქეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში  - თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 03:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა.მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვაში, მუგლას პროვინციის სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე.მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, მარმარისში 7 ადამიანი დაშავდა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება 69 ადამიანს დასჭირდა.მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მეზობელ საბერძნეთის როდოსის კუნძულზე, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 29 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე შენობები ირყეოდა, არ დადასტურებულა სერიოზული დაზიანებები ან მსხვერპლი.მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო, თურქეთი განლაგებულია აქტიურ სეისმურ ზონაში, სადაც მიწისძვრები ხშირია. ამიტომ, მსგავსი მოვლენის დროს პანიკა და მსხვერპლი ხშირად დაკავშირებულია მოსახლეობის რეაგირებასთან და უსაფრთხოების ზომების ნაკლებობასთან.

“ავტობუსი მოცურდა, აალდა წინა მხარე, მოხდა ჭყლეტა, გვეგონა ცეცხლი მოგვედებოდა…”- რა მოხდა წეროვანთან

წეროვანთან მეტროს ავტობუსი მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა - ინფორმაციას "მოგზაურთა კლუბში" მოქალაქე ავრცელებს და წერს:"წეროვანთან ვიგრძენით რომ ავტობუსმა გააკეთა რთული მანევრი,საშიში, შევხტით გაქანდა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მთელი სიჩქარით წავიდა გზიდან მარცხნივ და დაეჯახა ბორდიულებს.აალდა წინა მხარე, ფორსაჟივით განათდა ყველაფერი, აქ უკვე კივის ყველა და ვდგებით, მოხდა ჭყლეტვა, დამეცა 5 ადამიანი თავზე.კარი არ იღება. ვკივით, არ იღება. ასე სადღაც 2 წუთი. ყველა ველოდებით რომ ეს ცეცხლი მოგვედება და ცოცხლად დავიწვებით ხალხი. დავიწყეთ შუშის ჩატეხვა, ვერ ჩატყდა.საბოლოოდ წინა კარი გაიღო და გადმოვედით.მთელ გზაზე დაიღვარა ბენზინი.ბორდიულები არის შეტეხილი.ჯანმრთელობით ყველა გავხდით ცუდად, დედაჩემი დარბოდა ფეხშიშველი და ეხმარებოდა ხალხს.მე დავიწყე ტირილი, ვტირით ყველა და ვზეიმობთ გადარჩენას.მე არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ამბავს ჩვენ ესე არ დავტოვებთ.აქვე: გამცილებელი ბიჭი ადიოდა და თითოეული ნივთი მისი სიცოცხლის ფასად ვამოჰქონდა იმიტომ რომ არაფერი იყო იმ წამს უსაფრთხო, უდიდესი მადლობა ამ ადამიანს ჩემი ოჯახისგან.ჩვენ დავიბადეთ მეორედ.ხვალვე ველოდებით ამ კომპანიის პასუხისმგებლობას.მეტროს ავტობუსი მოგვიცურდა 2 საათის წინ წეროვანთან.რა გადავიტანეთ, რას გადავრჩით მაგას არ მოვყვები, ვერ გამოვდივარ ისტერიკიდანსხვები როგორ ხართ? აქ ვკითხულობ გამიზნულად, ბევრი იქნებით",-წერს ნინა ჟვანია.

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ბოლო სიახლეები