სამშაბათი, თებერვალი 24, 2026

პრემიერი: შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო, პარალელურად ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი კვლევები ქვეყანაში 2017 წლიდან მოყოლებული ტარდებოდა.

„ეკონომიკის სამინისტრო ყოველწლიურად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ატარებდა ხოლმე კერძო სექტორის კვლევებს, თუმცა წლევანდელი კვლევა იყო განსხვავებული იმით, რომ მის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში კვოტების განსაზღვრა, სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ჩართულობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის არსებითად 2 დამსაქმებელი – კერძო და საჯარო სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ კვლევა სწორი მეთოდოლოგიით, სწორი მიდგომით ჩატარებულიყო და მინდა, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. ეს კვლევა და მისი მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების პრაქტიკა, როგორიც არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის საგანმანათლებლო ფონდი, პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთლიანობაში, ამ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო.

„საკმაოდ მასშტაბური იყო ეს კვლევა, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 საშუალო ზომის საწარმო და 10 278 მცირე ზომის საწარმო, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვის ჩატარებაში ჩვენ დაგვეხმარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი, რომლის 153 ინტერვიუერი იყო ჩართული კვლევის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა იყო მასშტაბური, ცდომილების დონე არის ძალიან დაბალი, 0.49% არის ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პარალელურად ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა და ამ კვლევამ მოიცვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ერთდროულად, ამ კვლევამ მოიცვა, როგორც კერძო სექტორი მასშტაბურად, ასევე – უკლებლივ ყველა უწყება და ორგანიზაცია საჯარო სექტორში.

ცალკე განისაზღვრა აკადემიურ სფეროში მოთხოვნა, შრომის ბაზრის ნაწილია, ბუნებრივია, აკადემიური სექტორიც. აქ იგულისხმება, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე – სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და აქ უკვე განათლების სამინისტრო ჩაერთო აქტიურად შესაბამის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრაში. ასევე, ინტერვიუების ჩატარებასთან ერთად, ბუნებრივია, განხორციელდა სტატისტიკის შეფასებაც, მათ შორის, შესწავლილ იქნა შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება, სექტორების მიხედვით სად, რამდენი ადამიანია დასაქმებული დღევანდელი მოცემულობით. ასევე, შესწავლილ იქნა სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა, ესეც სექტორების მიხედვით. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ბაკალავრის საფეხურზე ჩარიცხულთა, კურსის დამთავრებულ სტუდენტთა ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემები, დეტალური ანალიზი განხორციელდა ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით შაორის ახალგაზრდული ბანაკი სრულად განახლდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შაორის ახალგაზრდული ბანაკის სრული რეაბილიტაციის შედეგად, ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტების ახალგაზრდული ბანაკი შეიქმნება.ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, შაორის ახალგაზრდული ბანაკი სრულად განახლდება. მოხდება ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი კოტეჯების, სცენისა და ბუნგალოს დემონტაჟი. საბანაკე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის.ბანაკი ერთ ნაკადზე 150 ახალგაზრდას უმასპინძლებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბანაკის რაოდენობრივ დატვირთვას.საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოლიტიკის ნაწილია. ამ მიზნით, მიმდინარე წელს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსებია გამოყოფილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე – მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვითაა შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი, ვინ არის...

ჩვენმა ხალხმა თეთრი დროშა არ აღმართა - მათ ლურჯ-ყვითელი დროშა დაიცვეს, ოკუპანტებმა კი, რომლებსაც ეგონათ, რომ აქ ყვავილებით ხელდამშვენებული ბრბო დახვდებოდათ, ამის ნაცვლად გაწვევის ცენტრებთან რიგები იხილეს, ჩვენმა ხალხმა წინააღმდეგობა აირჩია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„პუტინმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. მან უკრაინელები ვერ გატეხა. მან ეს ომი ვერ მოიგო. ჩვენ გადავარჩინეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად. და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას იმისთვის, რომ გააცნობიეროს რუსეთზე ზეწოლის განხორციელების აუცილებლობა.„ნამდვილად მინდა, რომ ერთ დღეს აქ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად მოვიდე. დანამდვილებით ვიცი: მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვით, ჩვენი ხალხისა და ამ ტკივილის შეგრძნებით არის შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი. ვინ არის აგრესორი და ვისზე უნდა მოხდეს ზეწოლა, რომ უკრაინა იცავს სიცოცხლეს, სწორედ ამისთვის იბრძვის და რომ ეს არ არის ქუჩის ბრძოლა - ეს არის ავადმყოფი სახელმწიფოს თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე და რომ პუტინია ეს ომი. ის არის მისი დაწყების მიზეზი და დაბრკოლება მისი დასრულებისთვის და სწორედ რუსეთს უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი, რათა ნამდვილმა მშვიდობამ დაისადგუროს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი მედვედევი – რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ

რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.დიმიტრი მედვედევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან“.„ეს ინფორმაცია სიტუაციას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, რომ უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს „საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან“.„ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს“, - აცხადებს მედვედევი.

კახა კალაძე – ბევრჯერ მოგვისმენია პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს, ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის იქნება გათვალისწინებული ქვეყნის ინტერესი

ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გარე ძალებს და გარე აქტორებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ ბრიუსელში გაკეთებული  განცხადების შეფასებისას.კახა კალაძის თქმით, საქართველოს ბევრჯერ მოუსმენია პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს.„ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ თუნდაც პირდაპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეეხიდოს, გაიხსნას ქვეყანაში მეორე ფრონტი. მესმის, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი და ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საკუთარი სამშობლო და საკუთარი ხალხი. დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, ეს ქართველი ხალხის დამსახურება და არჩევანია. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ძალიან დიდი ვალდებულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. გარე ძალებს და გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა, რომ „უკრაინელები ჩვენთვის დროს იგებენ და უნდა გვესმოდეს, რომ, მომავლის თვალსაზრისით, ახლა უკრაინა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით უკრაინას“.

„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ -2100 სტუდენტის მონაწილეობით პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

,,ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ავტორმა, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განვლილი ოთხი თვე შეაჯამა. პროექტში ჩაერთო 23 უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია. საჯარო შეხვედრებს დაესწრო 2100 სტუდენტი, პროექტის ნომინაციებში მონაწილეობა მიიღო 322 სტუდენტმა, ხოლო დაჯილდოვდა 90 ახალგაზრდა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ იმდენად დიდი იყო მონაწილეთა ჩართულობა და თხოვნა, რომ პროექტი გაგრძელებულიყო, მიიღეს გადაწყვეტილება რომ ახალგაზრდებს მისცენ საშუალება დაასრულონ ნამუშევრები. ასევე, მეორე ეტაპზე გაიმართება დიდი შეხვედრები ახალგაზრდულ რეგიონალურ ცენტრებში და დიასპორულ ორგანიზაციებში. ხოლო საბოლოო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს. დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრსობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე, საქართველოს საპატრუარქოს წატმომადგენელი, უნივერსიტებების ხენმძღვანელობა და სტუდენტები. პროექტი ხორციელდებოდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი''- ინფორმაცია ,,მე ოჯახი და სახელმწიფო'' ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ბოლო სიახლეები