ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

პრემიერი: ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება არ არის

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეს.

28 მარტს ერთი წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის შემოღებიდან, ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება კი არ არის, არამედ “ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან”.  ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან აქტუალური იყო გასული დღეების განმავლობაში. ხვალ, 28 მარტს ერთი წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი.

ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ ამაყები. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება.

კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორსა და მეგობარს, რომელთაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენ მიმართ.

ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენ რა თქმა უნდა, შევძლებთ,ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი აკოევი, მეტსახელად „სვერდლოვსკი“, დააკავეს

რუსეთში სამართალდამცველებმა დააკავეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ გიორგი აკოევი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში გია სვერდლოვსკის სახელით იცნობენ.„კრიმინალური ავტორიტეტის“ დაკავების სპეცოპერაცია 1 ნოემბერს ჩატარდა.პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლიდან იარაღის და ალკოჰოლის ძვირად ღირებული კოლექცია ამოიღო.გიორგი აკოევს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მარიამ ქვრივიშვილი – „ჩენდლერის ინსტიტუტის“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ასეთი შეფასება

„ჩენდლერის ინსტიტუტის“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ასეთი შეფასება.„ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა და გეგმა, მათ შორის სამოქმედო გეგმა, რომელიც განაწილებულია თითოეულ სამინისტროსა და უწყებაზე. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომ მოხდეს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის განახლება, რაც ძალიან კონკრეტული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი იქნება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.„ჩენდლერის ინსტიტუტმა“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.  აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ხუთ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 31 სახელმწიფოს. ევროპის საუკეთესო სამეულში კი შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ლუქსემბურგი, შვეიცარია და საქართველო.მთავრობის გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე – რამდენად აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გრძელვადიანი ხედვა.„10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ გვექნება კონკრეტული საზომები, კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეულ დარგში, ისევე როგორც მიმართულებაში. შედეგად, ჩვენი ქვეყნის შიგნით, მათ შორის შიდა და საერთაშორისო ინვესტორებს ეცოდინებათ, თუ რა პროექტებს განახორციელებს საქართველო მომდევნო 10 წლის განმავლობაში და როგორი იქნება ის გეგმა-გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც თითოეული პროექტის აღსრულება მოხდება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პალიკო კუბლაშვილი 2014 წლიდან ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს, ცალკე გასულიყვნენ და, თავის მხრივ, ჰპირდებოდა დაფინანსებას.მიხეილ სააკაშვილის თქმით, შარშანდელ არჩევნებზე კი არენაზე გამოიყვანეს ნიკა გილაური.„ესეც ადრე არასოდეს დამიწერია. ივანიშვილის მიერ პარტიების აკრძალვა სინამდვილეში იმ მარცხის აღიარებაა, რომ მან მრავალწლიანი მანიპულაციების შედეგად ვერ შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ მოსპობა. ფაქტი ისაა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ორ ნაწილად გაყოფით დასუსტებულმა „ნაციონალებმა“ და გასულებმა, IPSOS-ის ეგზიტპოლების თანახმად, ერთობლივად 39% აიღეს საპარლამენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილმა გადაწერა და ორივე ჯგუფს ერთად 20% დაუწერა, ე.ი. გააკეთა იგივე რაც შევარდნაძემ 2003-ში. 2021 წელს ჩემი პატიმრობის პირობებშიც კი ენმ-მა 40% აიღო წინა ადგილობრივ არჩევნებზე.მანამდე ივანიშვილი იყენებდა სისხლის სამართლის დევნას, ძალადობას, როცა ჩვენი წევრები გამოყარეს საკრებულოდან, და პირდაპირ მოსყიდვას ჩვენი ფრაქციიდან ხალხის გამოყოფის წასახალისებლად. ივანიშვილი 2014-დან ამ საქმეში იყენებდა პარლამენტის ყოფილ წევრს ენმ-დან, პალიკო კუბლაშვილს, რომელიც ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს, ცალკე გასულიყვნენ და, თავის მხრივ, ჰპირდებოდა დაფინანსებას.გამოყოფილების (გამოყოფა მოხდა 2016 წლის არჩევნების შემდეგაც) უსვამდნენ პირობას – მათ იმას კი არ სთხოვდნენ, რომ ივანიშვილი შეექოთ, არამედ გამოსულიყვნენ ლოზუნგით – „არც მიშა, არც ბიძინა“. 2018 წელს ამ ლოზუნგით რომ არ გამოსულიყო დავით ბაქრაძე და ცალკე არ ეყარა კენჭი, მიუხედავად ყველანაირი გაყალბებისა, ენმ-ის კანდიდატი გ.ვაშაძე პირველ ტურშივე მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს.შარშანდელ არჩევნებზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი, რომელიც, ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-ისგან განსხვავებით, მულტიმილიონერია და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის „საქართველოს ბანკი“. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან და, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთთან, რომლის ფულს ის რეცხავს – როგორც ახლა საბოლოოდ დადასტურდა, ინტენსიურად ლობირებს ივანიშვილს დასავლეთში.გილაურმა „თავისი“ ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში – იმ პირობით, რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება. ჩემი ხსენება მართლაც გააქრეს, სამაგიეროდ გილაური გამოდიოდა ყველგან და მუდმივად, ჰყვებოდა, რომ ჩემს დროს ყველა რეფორმა მისი გატარებული იყო და ის არასდროს ყოფილა ენმ-ის წევრი, ოღონდ როცა ჩემს ხელისუფლებაში იყო ჯერ – ენერგეტიკის, შემდეგ – ფინანსთა მინისტრი და საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი და მთავრობაში ფეხი ამოუკვეთა კახა ბენდუქიძეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც იცოდა, რომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი“ დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო „ადგილობრივ არჩევნებშიც“ აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს (აბა, რითი ირჩენენ თავს?), რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას“ ძახება, თან ისე, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ.თან უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ წლებში ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს, ეს სულაც არ იცავს ასეთ ადამიანებს რეპრესიებისგან, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ივანიშვილს ყველაზე მეტად არ უყვარს ის ხალხი, ვისაც ფულს აძლევს.ეს ყველაფერი იმისთვის მოვყევი, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე.მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე.ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ანიტა ჰიპერი – საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან

საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისის თქმით, ევროკომისია ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.„დარწმუნებული თუ ხარ შენს დემოკრატიაში, ქცევაში, მაშინ არ გჭირდება ოპონენტებისა და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ფორმის ძალადობის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია“, – განაცხადა ჰიპერმა.

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ

ჩინეთის იმპორტის 2025 წლის გამოფენაზე, სადაც საქართველო ტრადიციულად იქნება წარმოდგენილი, ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში განაცხადა, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.„საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი – ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმელის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს  საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.აღნიშნული მასშტაბური გამოფენა მეშვიდედ ტარდება და წელს საქართველოს 40-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი  ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები