პარასკევი, იანვარი 2, 2026

პრემიერი: დღეს ტყიბული ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ, ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით

ტყიბული არის მართლაც გამორჩეული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გილოცავთ ყველას ტყიბულქალაქობას, ამ უმშვენიერესი, ულამაზესი ქალაქის დღეს. ტყიბული არის მართლაც გამორჩეული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით. კიდევ ერთხელ მინდა თქვენ მოგესალმოთ და მოგილოცოთ თქვენი ქალაქის დღე.

როგორც მოგეხსენებათ, მე რაჭველი ვარ და ისევე, როგორც ყველა რაჭველისთვის, ჩემთვისაც ტყიბული არის გამორჩეულად ახლობელი ქალაქი. დაახლოებით 30 წელია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს მიწევს ტყიბულში ჩამოსვლა და ჩემს თვალწინ გაიარა ტყიბულის განვითარებამ, ისტორიამ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. მე მახსოვს 90-იანი წლები, ურთულესი წლები ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ამ ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რომ განსაკუთრებულად აისახა კონკრეტული მოვლენები ტყიბულის განვითარებაზე 90-იან წლებში და შემდეგი 10 წელიც გვახსოვს, როდესაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამ ქალაქს.

დღეს ეს ქალაქი,  ტყიბული არის  ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ. ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქალაქს უბრალოდ ვერ იცნობთ, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. ტყიბული დღეს არის გამორჩეულად ლამაზი და ამაში განსაკუთრებული წვლილი იმ პროექტმა შეიტანა, რომელიც განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ყველას მინდა მოგილოცოთ განახლებული ტყიბული. ასევე, როგორც რაჭველმა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი სანახაობაა ნაქერალადან დანახული ტყიბული, ულამაზესი ლანდშაფტი, რომელიც ახასიათებს ამ ქალაქს“, –  განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია მეორე – ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. ამინ!“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.„შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს.წარმომადგენლობა მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა – მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ.ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის“, – წერს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში.

როგორ შევხვდეთ ცხენის წელს სწორად: რა უნდა იყოს საახალწლო მენიუში

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის.როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში.ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის.პროდუქტები და დეკორი, რომლებიც შეესაბამება ცხენის წელს ვაშლი და სტაფილო – ცხენის საყვარელი მცენარეული საკვები, სიმშვიდისა და მოტივაციის სიმბოლომარცვლეული და ფეტვი – ჯანმრთელობის, ნაყოფიერებისა და სტაბილურობის სიმბოლომწვანილი – სუფრის ბუნებრივი ენერგიის გაზრდა, სიჯანსაღის მატარებელი

„ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან  ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები